დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 4 წლით გააფორმა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ოფიციალური საიტი იუწყება.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი ხელშეკრულება ოთხწლიანია. ამასთან, კონტრაქტში მისი გახანგრძლივების შესაძლებლობაც არის გათვალისწინებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დე ხეა, ახალი კონტრაქტის თანახმად, კვირაში 275 ათას ევროს  მიიღებს.

"ძალიან მიხარია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ეს განსაკუთრებული კლუბია, გამორჩეული ქომაგითა და სტადიონით. გასული ზაფხული რთული იყო ჩემთვის, თუმცა ყველაფერი უკან მორჩა", - ამბობს დე ხეა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო
დღეს მეკარის გადაბირებას მადრიდის "რეალი" ცდილობდა, მაგრამ საჭირო საბუთების დაგვიანებით გაფორმების გამო ტრანსფერი ჩაიშალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული