თუმცა მაურისიო პოჩეტინო უკვე დიდი ხანია, ცდილობს "დეზებში" გამარჯვებულის მენტალიტეტი დაამკვიდროს და მისთვის მთავარ ფავორიტებთან გამართული თითოეული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
თანაც თასზე განცდილი ფიასკოს მერე, "დეზების" ფანები "სიტისთან" სულ მცირე არწაგებას ელიან. "სიტის" კი თანაქალაქელი "იუნაიტედი" "კუდზე დააჯდა" და მანუელ პელეგრინის
თუ რამდენად უსუსურ დღეში არიან "შავი კატები" და რამდენად იოლია მათთან მოგება, ეს თავად "სიტიმ" გამოსცადა თასის შეხვედრაში, არადა, ბოლო წლებში "ლაითზე" უჭირდა ხოლმე, მაგრამ ახლა ცალი ფეხით იმარჯვა.
არ დავივიწყოთ "ჩელსი", რომელიც "არსენალთან" მოგებამ მოაფერიანა და ახლა ჟოზე მოურინიოს ამალა "სენტ ჯეიმს პარკს" ეწვევა. ეს სტადიონი "განსაკუთრებულისთვის" დაწყევლილივითაა, იქ ის ვერასდროს იგებს, არადა, ახლა გამარჯვება ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
"ჩელსიმ" ჯორდებთან ბოლო სამი ვიზიტი მარცხით დაასრულა და "კაჭკაჭებს" იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება, რადგან ისინი ჯერ კიდევ მოუგებლები არიან და "ნიუკასლის" ფანები ამდენი წარუმატებლობით დაიღალნენ.
ვითარება ლიგის თასზე "შეფილდ უენსდისთან" ფიასკომაც დაამძიმა და ამას ისიც ემატება, რომ შემდეგი ტურის მატჩი "სიტისთანაა", თანაც გასვლაზე. მაკლარენი ურთულეს სიტუაციაშია.
"მეთოფეები" "ლესტერს" სტუმრობენ ანუ იმ გუნდს, რომელიც ერთადერთიღა შემორჩა წაუგებელი. წინა ოთხ ტურს თუ გადავხედავთ, კლაუდიო რანიერის ბიჭები ოთხივე შემთხვევაში მარცხდებოდნენ და მატჩების მობრუნება შეძლეს. რიად მაჰრეზი და ჯეიმი ვარდი ყველას ამწარებენ, ვინც კი წინ გადაეღობებათ. მოკლედ, "მელიები" გვაოცებენ, მაგრამ ახლა მათ სერიოზული გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი, ლესტერშირში "არსენალი" 3 ქულისთვის ჩავა.
"ლივერპულმა" ჯერ "ნორვიჩს" ვერ მოუგო საკუთარ "ენფილდზე", ახლა კი კინაღამ ქვედალიგელ მეტოქესთან ბრძოლაში გამოვარდა ლიგის თასიდან. ბრენდან როჯერსი ისედაც პრესის ქვეშაა და მისი კრიტიკოსების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ამიტომაც მან გასაჭირში მყოფ "ასტონ ვილას" აუცილებლად უნდა აჯობოს. ბირმინგემელები თავის მხრივ კარგ ხასიათზე არიან, "ბირმინგემთან" მონატრებული ქალაქური დერბის მოგებისა და თასის შემდეგ ეტაპზე გასვლის მერე.
მთლიანობაში კი ტიმ შერვუდი კარგ ხასიათზე ვერ იქნება, რადგან გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს. დასანანია, რომ კრისტიან ბენტეკეს თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ტრავმის გამო, ბელგიელი შესაძლოა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ვიხილოთ.
"ვესტ ჰემ იუნაიტედი" მესამე ადგილზეა და სლავენ ბილიჩი ძალიან ამაყია თავისი ბიჭებით, რომლებსაც კარგი შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩნენ, რადგან "ნორვიჩისადმი" სიმპათიების მიუხედავად, "იადონები" დაუმარცხებლები სულაც არ არიან და თანაც "ჩაქუჩებს" "ბოლეინ გრაუნდზე" სტატისტიკა აქვთ გამოსასწორებელი.
თასზე შთამბეჭდავი თამაშის შემდგომ, "საუთჰემპტონი" შეეცდება პრემიერლიგაში გამოასწოროს მდგომარეობა. თუმცა რონალდ კუმანს საკმაოდ სოლიდური მეტოქე ჰყავს - "სუონსი".
ერთიცაა, უელსელებმა თთქოს, ცოტა მოუკლეს, რაზეც თასიდან გამოვარდნაც მოწმობს. "წმინდანთათვის" კი სასიხარულო ისიც გახლდათ, რომ ჯეი როდრიგესმა გაიტანა გოლები, ძალიან დიდი პაუზის მერე, ინგლისელ შემტევს თავდაჯერებისა და ფორმის აღდგენისთვის ეს ძალიან სჭირდებოდა.
"სტოკი" "ბრიტანიაზე" "ბორნმუთს" დაუხვდება და თუ ახლაც ვერ მოიგო... "უოტფორდი", რომელიც "კერკეტი კაკალი" ჩანს, "კრისტალ პალასს" მასპინძლობს და დაძაბული ბრძოლის მოლოდინში ვართ. ორშაბათს კი ტური "ვესტ ბრომვიჩისა" და "ევერტონის" ჯახით დასრულდება. ტონი პულისი და რობერტო მარტინესი საინტერესო ტაქტიკურ დუელს გვპირდებიან.
VII ტური
შაბათი. 26 სექტემბერი
ტოტენჰემი-სიტი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მეისონი, დემბელე, ბენთალები - ნასრი, კომპანი, კლიში, დელფი
ურთიერთშეხვედრები
სულ 128 თამაში: +48 =30 -50 (172-199)
ლესტერი-არსენალი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი - კოკლენი, მერტეზაკერი, როსიცკი, უილშირი, უელბეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 თამაში: +18 =31 -45 (125-189)
ლივერპული-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენტეკე, კ. ტურე, ჰენდერსონი, ალენი, ფლენეგანი - გეიე, ა. ტრაორე, კრესპო, ოკორე
ურთიერთშეხვედრები
სულ 178 თამაში: +84 =39 -55 (308-251)
სტოკი-ბორნმუთი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შოუკროსი - არტერი, გრადელი, მინგსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)
ვესტ ჰემი-ნორვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოგბონა, ვალენსია, სონგი - ჰუპერი, მულუმბუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +10 =9 -13 (38-38)
მანჩესტერი-სანდერლენდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შოუ - უოტმორი, მეტიუზი
ურთიერთშეხვედრები
სულ 122 თამაში: +56 =28 -38 (207-178)
საუთჰემპტონი-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რამირესი, კლასი, გარდოში, ფორსტერი -
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5 =2 -3 (12-8)
ნიუკასლი-ჩელსი 20:30
დისკვალიფიკაცია: - დიეგო კოშტა
ტრავმა: ტეილორი, ტიოტე, დამეტი, რივიერი, მარვო - ვილიანი, კურტუა
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +41 =14 -31 (137-128)
კვირა. 27 სექტემბერი
უოტფორდი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: ბეჰრამი -
ტრავმა: დოილი, ეკსტრანდი - ვიქჰემი, შამახი, აპია
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)
ორშაბათი. 28 სექტემბერი
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 23:00
დისკვალიფიკაცია: - მირალასი
ტრავმა: ფოსტერი - კოულმენი, ბეშიჩი, ოვიედო, პიენაარი, კლევერლი, ბეინსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 148 თამაში: +54 =35 -59 (238-240)
ბომბარდირები: 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი); 4 - ბაფეტიმბი გომისი (სუონსი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"