პრემიერლიგა. IX ტური: სტერლინგი პირველი ინგლისელია [VIDEO]

AutoSharing Option
17 ოქტომბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის 8 შეხვედრა გაიმართა.

შედგა იურგენ კლოპის დებიუტი "ლივერპულში", გერმანელი თავკაცის ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" სტუმრად 0:0 ითამაშა ლონდონის "ტოტენჰემთან".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი სასიკეთო დეტალი დავინახე. პირველი წუთები პრესინგს მივმართეთ და აგრესიულები ვიყავით.

როცა ბურთს ვიღებდით, ცოტა ვნერვიულობდით, მაგრამ ჩვენ უკეთ ვითამაშებთ. პირველი, სამდღიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ კი ბიჭებით სრულიად კმაყოფილი დავრჩი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტიმ" 5:1 გაანადგურა "ბორნმუთი". ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს რაჰიმ სტერლინგმა, რომლის ანგარიშზე ჰეთ თრიკია და უილფრიდ ბონიმ,
რომელმაც დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. სტერლინგი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც "სიტის" მაისურით ჰეთ თრიკი შეასრულა პრემიერლიგაში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად 3:0 გაანადგურა "ევერტონი". აღსანიშნავია, რომ უეინ რუნიმ 2014 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად შეძლო საგარეო მატჩში გოლის გატანა.

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "ეს ფანტასტიკაა! ვამაყობ ამ ფეხბურთელებით. ორკვირიანი პაუზის შემდეგ ასეთი თამაში მართლაც ფანტასტიკაა. "ევერტონი" კარგად შევისწავლეთ და ზუსტი გეგმა შევიმუშავეთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი თამაშია და საჭიროა, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონის "ჩელსიმ" დიეგო კოშტას წყალობით 2:0 დაამარცხა "ასტონ ვილა", თუმცა აღსანიშნავია, რომ ესპანელის მეორე გოლი ოფიციალურად ავტოგოლად ჩაიწერა.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ჩვენ ქვეყანაში საუკეთესო გუნდი არა ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი კარგი მწვრთნელითა და კარგი ფეხბურთელებით. ახლა ძველ დონეზე უნდა დავბრუნდეთ. დღეს ძალიან დისციპლინირებულად ვითამაშეთ დაცვაში. ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა, რადგან ახლა ქულებით იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონის "არსენალმა" სტუმრად მეორე ტაიმში გატეხა "უოტფორდი", გოლები ალექსის სანჩესმა, ოლივიე ჟირუმ და აარონ რემზიმ გაიტანეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია, რომ სემ ელარდაისს მარცხიანი დებიუტი ჰქონდა "სანდერლენდში", ხოლო კლაუდიო რანიერის "ლესტერმა" სტუმრად 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა "საუთჰემპტონთან" ჯეიმი ვარდის დუბლის წყალობით.

ტოტენჰემი-ლივერპული 0:0

ჩელსი-ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 დ. კოშტა (34), 2:0 ჰატონი (54. ს. კ.)

სიტი-ბორნმუთი 5:1
გოლები: 1:0 სტერლინგი (7), 2:0 ბონი (11), 2:1 მარეი (22), 3:1 სტერლინგი (29), 4:1 სტერლინგი (45), 5:1 ბონი (89)

საუთჰემპტონი-ლესტერი 2:2
გოლები: 1:0 ფონტე (21), 2:0 ვან დეიკი (37), 2:1 ვარდი (66), 2:2 ვარდი (91)

ევერტონი-მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 შნეიდერლენი (18), 0:2 ანდერი (22), 0:3 რუნი (62)

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 ბერაჰინო (54)

კრისტალ პალასი-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 0:1 ჯენკინსონი (22), 1:1 კაბაი (25-პენ), 1:2 ლანსინი (88), 1:3 პაიე (94)
გაძევება: გეილი (44. კრისტალ პალასი)

უოტფორდი-არსენალი 0:3
გოლები: 0:1 სანჩესი (62), 0:2 ჟირუ (68), 0:3 რემზი (74)

1. სიტი - 21 ქულა; 2. არსენალი - 19; 3. მანჩესტერი - 19; 4. ვესტ ჰემი - 17; 5. ლესტერი - 16.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული