პრემიერლიგა. X ტურის წინ: "ოცნების თეატრში" საოცნებო სპექტაკლისთვის

AutoSharing Option
მე-10 ტურში ბევრი ძალიან საინტერესო მატჩია. მანჩესტერული დერბი ცალკე განზომილებაა, მაგრამ კიდევ არაერთი გამორჩეული, ერთმანეთზე უკეთესი შეხვედრა გველოდება - "არსენალი"-"ევერტონი", ლონდონური დერბი "ვესტ ჰემსა" და "ჩელსის" შორის, იურგენ კლოპი "ენფილდზე" პრემიერლიგაში თავის პირველ მატჩს ჩაატარებს "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ, სამკვდრო-სასიცოცხლო და კლასიკური ექვსქულიანი თამაში გველის "სანდერლენდსა" და "ნიუკასლს" შორის, არც "ლესტერისა" და "კრისტალ პალასის" შეხვედრას დაეწუნება რამე და ასე შემდეგ.

ლონდონის დერბი
ბოლოს "ვესტ ჰემი" ამდენი ხანი და ამდენით როდის უსწრებდა "ჩელსის" ძნელი გასახსენებელია. "ჩაქუჩები" მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურებიან, მათზე მეტი გოლი მხოლოდ
"სიტის" აქვს გატანილი და თან სლავენ ბილიჩის ბიჭები გრანდების რისხვის სტატუსს ირგებენ, მაგრამ მეორე მხრივ, სტუმრად უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე საშინაო შეხვედრებში.

ახლა მათ მშვენიერი შანსი აქვთ "ლურჯების" ცუდი სათამაშო ფორმით ისარგებლონ და ბოლო წლების გამო შური იძიონ. "ვესტ ჰემს" 5 მატჩია "ჩელსი" არ დაუმარცხებია (4 წაგება და 1 უგოლო ფრე) და ამ შეხვედრებში გოლიც კი არ გაუტანია.

მოურინიომ კი თამამად განაცხადა, ჩემპიონობის შანსი კიდევ გვაქვსო და ხელახლა რომ არ აიგდონ სასაცილოდ, ეს თამაში სულ ცოტა, არ უნდა წააგოს, თორემ ლიდერთან ჩამორჩენა უკვე ისედაც 10 ქულაა და პირველობა კი არა, ოთხეულში მოხვედრაც საეჭვო ხდება.

"ევერტონი" სამიზნეში
"ბაიერნის" დამარცხებით შეგულიანებული "არსენალი" შეეცდება მანჩესტერული დერბით ისარგებლოს და თავისი თამაში მოიგოს, მაგრამ "ევერტონი" სახუმარო მეტოქე სულაც არ არის.

რობერტო მარტინესის გუნდი ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ თუ სერიოზული გეგმები აქვს, ძლიერ მეტოქეებთან ქულები უნდა დააგროვოს - "მანჩესტერთან" და "სიტისთან" წაგებები "კანფეტების" სერიოზულ პერსპექტივბზე კარგად არ მეტყველებს. სათქმელია ისიც, რომ "არსენალი" ლივერპულური გუნდის ბოლო "დიდი მეტოქეა" პირველ წრეში და დარჩენილ ტურებში "ევერტონს" "ქვედა ეშელონის" გუნდებთან ელის მატჩები.

ოვაციები "ენფილდზე"
დიდი ოვაციები იქნება "ენფილდზე" სადაც იურგენ კლოპს შეეგებებიან, თავად გერმანელი კი ტრავმების მიუხედავად შეეცდება შთამბეჭდავი საშინაო დებიუტი მოიწყოს ჩემპიონატში და "საუთჰემპტონი" დაამარცხოს, მაგრამ რონალდ კუმანი სულ სხვა ჭკუაზეა. თავისი ამბიციები "წმინდანებსაც" აქვთ და "ლივერპული" ერთ-ერთი კონკურენტია, შესაბამისად, ისინი თავისას იბურთავებენ, თანაც "საუთჰემპტონმა" შედარებით მოუმატა.

"ლესტერი" რომელიც მინი-სასწაულების ჩადენას აგრძელებს, "კრისტალ პალასს" მასპინძლობს, რომელიც გასვლებზე უკეთ თამაშობს. კლაუდიო რანიერის "არწივების" თავკაცთან კლაუდიო რანიერისთან ტაქტიკური დაპირისპირებაც საინტერესოა და ისიც თუ, რას იზამს ჯეიმი ვარდი, რომელსაც ზედიზედ 6 ტურია, გააქვს.

მიჯრით სამი მოგებით მოცოცხლებული "სტოკი" "უოტფორდს" დაუხვდება და კარგი შანსი აქვს წარმატებული სერია გაახანგრძლივოს. "ასტონ ვილამ" კი ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ კრიზისის დაძლევისკენ ნაბიჯი გადადგას და გასავარდნი ზონიდან ამოცოცება დაიწყოს. ბირმინგემელების მეტოქე "სუონსია", რომელიც არცთუ კარგ ფორმაშია.

ორმაგად პრინციპულია ტაინ უირის დერბიც, ქულების ყველაზე მეტად ახლა "სანდერლენდს" სჭირდება, რომელიც ერთადერთი მოუგებელი გუნდია და "ლაითზე" დიდი ამბავი იქნება, "დიდი სემი" ამ კლუბში 35 წლის წინათ თამაშობდა, ახლა კი მწვრთნელად მივიდა და "ნიუკასლთან" დერბის მოგება ევალება. "კაჭკაჭებმა" თავის მხრივ, წინა ტურში პირველი გამარჯვება იზეიმეს და ძალიან კარგ ხასიათზე არიან. ინტერესმოკლებული არც "ტოტენჰემის" "ბორნმუთთან" სტუმრობა იქნება.

თეატრში სანახაობისთვის
"ოლდ ტრაფორდზე" გასამართ შეხვედრას რაც შეეხება, ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს. მანჩესტერლი გუნდების დაპირისპირებები ყოველთვის უკომპრომისო და საინტერესო გამოდის, ხშირად უხვგოლიანიც, რაზეც ბოლო წლების სტატისტიკაც მეტყველებს. ამ კლუბებს 12 მატჩია, ფრე არ უთამაშიათ - 7 მოგება "სიტის", 5 "მანჩესტერს". "წითელ ეშმაკებს" "ქალაქელებთან" მიჯრით 5 მარცხი ჰქონდათ, მაგრამ ეს სერია ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტეს და ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრისას სწორედ "მანჩესტერმა" მოიგო - 4:2.

ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თუ მოვიგებთ, ესე იგი ჩემპიონობისთვის ბრძოლა რეალურად შეგვიძლიაო და ქომაგები სწორედ გამარჯვებას ელიან. ხოლო მანუელ პელეგრინის ბანაკში საზეიმო განწყობაა, რადგან ჩილელის ბიჭებმა ბოლო წამებზე აჯობეს "სევილიას" და ჩემპიონთა ლიგაზე საგრძნობლად გამოისწორეს საქმე, ახლა კი მთელი ყურადღება დერბიზე ექნებათ გადმოტანილი.

მოგების შემთხვევაში ისინი თანაქალაქელს 5 ქულით გაექცევიან. ჩილელი სპეციალისტი სერხიო აგუეროსა და დავიდ სილვას ვერ დაიხმარს, სამაგიეროდ, მზად არის და ფორმაშია უილფრიდ ბონი.

ვთქვათ ისიც, რომ ეს პირველი მანჩესტერული დერბი იქნება რაჰიმ სტერლინგისა და კევინ დე ბრუინისთვის, იგივე ითქმის "იუნაიტედის" არაერთ ახალწვეულზე.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ დუელს. თქმა ბევრი რამის შეიძლება, მაგრამ ახალსა და განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვით, ამიტომაც სჯობს, "ოცნებების თეატრზე" გასამართ სპექტაკლს დაველოდოთ, ეს ის მატჩია, რომელსაც უნდა უყურო და დატკბე, ლაპარაკი მერე იყოს.

პრემიერლიგა. X ტური
შაბათი. 24 ოქტომბერი
ვესტ ჰემი-ჩელსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიდი, ო’ბრაიანი, სონგი - ივანოვიჩი, კურტუა
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +33 =18 -37 (135-145)

ლესტერი-კრ. პალასი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი - ვიქჰემი, შამახი, აპია
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3 =4 -5 (10-12)

ასტონ ვილა-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აგბონლაჰორი, გარდნერი -
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +3 =3 -6 (13-15)

სტოკი-უოტფორდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიუფი, გივენი, შოუკროსი - დოილი, ხურადო, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1 =0 -5 (5-12)

ნორვიჩი-ვეს ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მულუმბუ - მორისონი, ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10 =7 -9 (28-26)

არსენალი-ევერტონი20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რემზი, როსიცკი, ოსპინა, უელბეკი, უილშირი - ბეშიჩი, პიენაარი, ჰიბერტი, კლევერლი, ბეინსი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 188 თამაში: +91 =42 -55 (307-228)

კვირა. 25 ოქტომბერი
სანდერლენდი-ნიუკასლი16:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტოივონენი - აარონსი, დერლოუ, ტეილორი, რივიერი, მარლო, კრული
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 124 თამაში: +42 =36 -46 (189-194)

მანჩესტერი-სიტი 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იანგი, მაკნეირი, შოუ - დავიდ სილვა, დელფი, აგუერო
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 140 თამაში: +54 =45 -41 (198-196)

ბორნმუთი-ტოტენჰემი 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი - სონი, მეისონი, შადლი, პრიტჩარდი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

ლივერპული-საუთჰემპტონი 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტარიჯი, ფირმინო, ლოვრენი, ბენტეკე, ფლენეგანი, ჰენდერსონი, გომესი, ინგსი - სტეკელენბურგი, ლონგი, გარდოში, ფორსტერი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +38 =18 -20 (118-84)

ბომბარდირები: 9 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი); 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული