* "ასტონ ვილას" ხელმძღვანელობამ ტიმ შერვუდი თანამდებობიდან მოხსნა.
* ჯო ჰარტმა პრემიერლიგაში მე-100 "მშრალი" მატჩი ითამაშა.
ყველაზე ნაკლები იმ მატჩზე უნდა ვთქვათ, რომელზეც გვეგონა, რომ ყველაზე მეტი იქნებოდა სათქმელი. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" დერბი არცთუ სანახაობრივი გამოდგა და მომენტებიც მრავლად არ შექმნილა.
გუნდები ძალიან ფრთხილად გამოიყურებოდნენ. "ქალაქელები" ისედაც დანაკლისით იყვნენ და მათ შემტევებს თამაში არ წაუვიდათ. მანუელ პელეგრინი, თითქოს, თავიდანვე ფრეზე თამაშობდა.
შეტევებით თავს არც ლუი ვან გაალის გუნდი იკლავდა, მაგრამ
ამრიგად, "სიტის" "არსენალი" დაეწია, რომელიც 2014 წლის თებერვლის მერე, თუნდაც ერთი დღით გადავიდა ერთპიროვნულად პირველ ადგილზე. არსენ ვენგერის ბიჭებმა დამსახურებულად აჯობეს "ევერტონს", რომელიც უსახური გახლდათ და გარეთ ბერიც გაუძევეს.
მოუს გაძევება
"მანჩესტერს" კი "ვესტ ჰემი" წამოეწია, რომელმაც მორიგი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. წითელი ბარათი ამ შეხვედრაშიც იყო. ნემანია მატიჩმა 9-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი მიიღო და "ლურჯები" შესვენებამდევე კაცნაკლულნი დარჩნენ. ჟოზე მოურინიო აგრესიულად გაესაუბრა მთავარ მსაჯს, ჯონათან მოსს, რომელმაც მოუც გააძევა და მას მისი ასისტენტი სილვინო ლოუროც მიაყოლა. ლონდონურ დერბიში "ჩაქუჩები" მაურო სარატემ დააწინაურა, ხოლო ათკაციანი "ჩელსის" მხრიდან გარი კეჰილმა გაათანაბრა. თუმცა ენდი კეროლმა დიდი ხნის ნანატრი ბურთი შეაგდო და მოურინიოს ტრიბუნაზე მოუხდა იმის ცქერა, თუ როგორ გადაირივნენ სიხარულისგან მის ცხვირწინ "ვესტ ჰემის" ფანები.
სლავენ ბილიჩი კი გვირაბში ყველა ფეხბურთელს დაელოდა, სათითაოდ გადაეხვია და მადლობა გადაუხადა კარგი თამაშისთვის.
ბომბარდირიც ასეთი უნდა
ჯეიმი ვარდიმ მიჯრით მე-7 ტურში შეაგდო გოლი, ასისტენტი კი რიად მაჰრეზი იყო. კლაუდიო რანიერის გუნდი აღარ ხუმრობს. იტალიელის "მელიებმა" ალან პარდიუს "არწივები" ჩაყლაპეს. "კრისტალ პალასმა" მიყოლებით მეორედ წააგო.ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ "სტოკი" შინ დამარცხდა "უოტფორდთან". კიკე სანჩეს ფლორესის გუნდის მხრიდან, როგორც იქნა, ტროი დინმა გაიტანა.
"ასტონ ვილასა" და "სუონსის" შეხვედრაში მასპინძელთა მხრიდან ჯორდან აიუმ შეაგდო, ხოლო უელსელთა მხრიდან მისმა ძმამ ანდრემ. იქამდე გილფი სიგურდსონსაც ჰქონდა გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ "თეთრმა გედებმა" პაუზა შეწყვიტეს და ისევ იმარჯვეს, ხოლო ბირმინგემელები ბოლო პოზიციაზე გადავიდნენ.
ამ წაგებას ტიმ შერვუდი შეეწირა. რამდენიმე საათში "ასტონ ვილას" უფროსობამ იგი გაათავისუფლა.
კლოპის ფრე
სალომონ რონდონის გოლით "ვესტ ბრომვიჩმა" მორიგი 3 ქულა მოიპოვა და ათეულში შეაბიჯა. "ვესტ ბრომი" "ლივერპულსა" და "საუთჰემპტონს" დაეწია, რომლებმაც ერთმანეთში ფრე ითამაშეს. ეს მერსისაიდელების მიყოლებით მე-5 ფრეა.
არადა, შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემ მშვენიერი გოლი შეაგდო და "ენფილდმაც" იფეთქა იურგენ კლოპისა არ იყოს, რომელიც პრემიერლიგაში პირველ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს გახლდათ, მაგრამ საიდო მანემ გათანაბრებაც შეძლო და ბოლოს ორი ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.
სამაგიეროდ, გაილაღა ასევე ფრეებისკენ მიდრეკილმა "ტოტენჰემმა", რომელმაც "ბორნმუთი" ამოავსო. "ალუბლებმა" ზედიზედ მეორედ წააგეს - 1:5.
"დეზთა" მხრიდან ჰეთ თრიკი შეასრულა ჰარი კეინმა, რაც მისთვისაც და მთლიანად მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. "ტოტენჰემი" სანუკვარ ლიგის ზონასთან 3 ქულაშია.
დერბი
ტაინ-უირის დერბიში კი ტრადიცია გაგრძელდა, "სანდერლენდმა" სარეკორდოდ, მიჯრით მეექვსედ დაამარცხა "ნიუკასლი" და როგორც იქნა, სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. მიჯრით მეოთხედ დაემთხვა ისე, რომ "შავი კატების" ახალმა მწვრთნელმა წაგებით დაიწყო, ხოლო მეორე შეხვედრა "ნიუკასლთან" მოუწია და მოიგო. ამჯერად, ეს ახალი მწვრთნელი სემ ალარდაისია, რომელიც თავის დროზე, "ნიუკასლსაც" ედგა ცოტა ხნით სათავეში და იქიდან ცოტა ნაწყენი წამოვიდა, გამოუშვეს.
"ლაითზე" ყველაფერი პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარმა ეპიზოდმა გადაწყვიტა, როდესაც მსაჯმა კარგად მოთამაშე "კაჭკაჭების" კარში საკამათო პენალტი დანიშნა და პლუს ფაბრისიო კოლოჩინი გააძევა.
არადა, "ნიუკასლს" მართლაც საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა, "სანდერლენდს" კი ორი იძულებითი ცვლილების გაკეთებაც მოუხდა. თითქოს ყველაფერი სტივ მაკლარენის გეგმით მიდიოდა, მაგრამ...
X ტური
24 ოქტომბერი
ვესტ ჰემი-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 სარატე (17), 1:1 კეჰილი (56), 2:1 კეროლი (79)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, კოლინსი, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი (90+2. ოგბონა) - სარატე (69. კეროლი), ლანსინი (82. ობიანგი), პაიე - სახო
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ზუმა, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა (87. ბაბა) - რამირესი (82. ფალკაო), მატიჩი - ვილიანი, ფაბრეგასი (46. ობი მიკელი), აზარი - დიეგო კოსტა
გაფრთხილება: კუიატე - ასპილიკუეტა, მატიჩი, მატიჩი, დიეგო კოსტა, ფაბრეგასი, ვილიანი, ობი მიკელი
გაძევება: მატიჩი (44)
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 12(5)-7(3) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 34 977
სტოკი-უოტფორდი 0:2
გოლები: 0:1 დინი (43), 0:2 აბდი (69)
უოტფორდი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, კამერონი (9. უილსონი), ვოლშაიდი, პიტერსი - ადამი, უელანი - შაქირი (60. უოლტერსი), ბოიანი, არნაუტოვიჩი - ხოსელუ (61. კრაუჩი)
უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - ნიომი, ბრიტოსი, კატკარტი, აკე - კაპუ, უოტსონი - აბდი (78. ბეჰრამი), ანია (66. პარედესი), დინი - იგალო (89. გედიურა)
გაფრთხილება: უელანი, პიტერსი, ადამი - იგალო
კუთხური: 11-5 ჯარიმა: 10-18 თამაშგარე: 7-0 კარში დარტყმა: 12(1)-13(3) ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 27 587
ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (46)
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ბრედი - ჰოუსონი, ტეტი, ჯერვისი, რედმონდი - ჰულაჰანი (78. ჯერომი) - მბოკანი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ბრანტი - სესენიონი, დ. ფლეტჩერი, იაკობი, მაკლინი - ბერაჰინო (88. გარდნერი), რონდონი (74. ლამბერტი)
გაფრთხილება: ჰოუსონი - ბრანტი, მაკლინი
კუთხური: 13-3 ჯარიმა: 11-6 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 16(3)-7(4) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 26 983
ლესტერი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ვარდი (59)
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, ჰუტი, მორგანი, ფუხსი - კანტე, ოლბრაიტონი (63. ოკაზაკი), დრინკვოტერი, შლუპი - მაჰრეზი (79. დაიერი) - ვარდი
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - მარიაპა (76. იედინაკი), დანი, ჰანგელანდი, კელი - კაბაი, მაკარტური - საკო, პანჩონი (68. ზაჰა), ბოლაზი - კემპბელი (57. ბამფორდი)
გაფრთხილება: სიმპსონი, შლუპი, ვარდი - ზაჰა
კუთხური: 3-2 ჯარიმა: 7-11 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 12(3)-9(4) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 31 752
ასტონ ვილა-სუონსი 1:2
გოლები: 1:0 ჯ. აიუ (62), 1:1 სიგურდსონი (68), 1:2 ა. აიუ (87)
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, ლესკოტი, რიჩარდსონი - ბაკუნა, გეიე - გრილიში (74. ხილი), ჯ. აიუ, აგბონლაჰორი (85. ტრაორე) - ჟესტედი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, შელვი (85. კორკი) - ა. აიუ, სიგურდონი, მონტერო (76. ბეროუ) - გომისი (90. ედერი)
გაფრთხილება: რიჩარდსი, რიჩარდსონი - ნოტონი, უილიამსი, სიგურდსონი
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 10-8 თამაშგარე: 0-4 კარში დარტყმა: 9(3)-11(4) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 33 324
არსენალი-ევერტონი 2:1
გოლები: 1:0 ჟირუ (36), 2:0 კოშელნი (38), 2:1 ბარკლი (44)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი, კასორლა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (81. ფლამინი), იოზილი, სანჩესი (89. გიბსი) - ჟირუ
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი (89. კონე), სტოუნსი, ჯაგიელკა (52. ფუნეს მორი), გოლოუეი - ბერი, მაკარტი - ლენონი (70. მირალასი), დეულოფეუ, ბარკლი - ლუკაკუ
გაფრთხილება: კოკლენი, ჟირუ - ბერი, ბერი
გაძევება: ბერი (90+4)
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 18(5)-10(5) ბურთის ფლობა: 57%-33%
მაყურებელი: 59 985
25 ოქტომბერი
სანდერლენდი-ნიუკასლი 3:0
გოლი: 1:0 ჯონსონი (45+3-პენ.), 2:0 ჯოუნსი (65), 3:0 ფლეტჩერი (86)
სანდერლენდი (4-4-2): პანტილიმონი - იედლინი, ო’ში (37. კოატესი), ქაბული, ჯოუნსი - კატერმოლი, მ’ვილა - ჯონსონი, ლენსი (82. ლარსონი), ტოივონენი (36. დეფო) - ფლეტჩერი
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი (78. ტოვენი) - კოლბეკი (49. ანიტა), ტიოტე (46. ლასკელსი), სისოკო, ვეინალდუმი - პერესი, მიტროვიჩი
გაფრთხილება: - ტიოტე, კოლბეკი
გაძევება: კოლოჩინი (45+1)
კუთხური: 1-10 ჯარიმა: 12-10 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 9(3)-21(8) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 47 653
ბორნმუთი-ტოტენჰემი 1:5
გოლები: 1:0 რიტჩი (1), 1:1 კეინი (9-პენ.), 1:2 დემბელე (17), 1:3 ლამელა (29), 1:4 კეინი (56), 1:5 კეინი (63)
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - ფრანსისი, კუკი, დისტენი, დენიელსი - პიუ (75. სმიტი), გოსლინგი, სურმანი, რიტჩი - კინგი (61. ო’კეინი) - მარეი (68. კერმორგანტი)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი (82. ტრიპიერი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, ალი - ლამელა, დემბელე (68. მეისონი), ერიკსენი - კეინი (85. ნჟიე)
გაფრთხილება: - როუზი
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 8-5 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 10(2)-14(9) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 11 332
მანჩესტერი-სიტი 0:0
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია (81. დარმიანი), ჯონსი, სმოლინგი, როხო - შნეიდერლენი, შვაინშტაიგერი (75. ფელაინი) - მატა (67. ლინგარდი), ერერა, მარსიალი - რუნი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ფერნანდო - იაია ტურე (77. დემიკელისი), დე ბრუინი, სტერლინგი (55. ნავასი) - ბონი (83. იჰეანაჩო)
გაფრთხილება: მატა, შნეიდერლენი - ფერნანდინიო, კომპანი
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 17-13 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 6(1)-6(1) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 75 329
ლივერპული-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 ბენტეკე (77), 1:1 მანე (86)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, სახო, მორენო - ლუკასი, ჯანი - მილნერი, ლალანა (67. ფირმინო), კოუტინიო (83. აიბი) - ორიჯი (46. ბენტეკე)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბრგი - სედრიკი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - კლასი (76. ხუანმი), ვანიამა - მანე, ტადიჩი (64. უორდ-პრაუსი), დევისი (80. რამირესი) - პელე
გაფრთხილება: მილნერი - მანე, მანე
გაძევება: მანე (90+4)
კუთხური: 10-7 ჯარიმა: 8-11 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 15(2)-8(3) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 44 171
ბომბარდირები: 10 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი)
მომდევნო ტური
30 ოქტომბერი:
ჩელსი-ლივერპული, სუონსი-არსენალი, ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი, კრ. პალასი-მანჩესტერი, სიტი-ნორვიჩი, ნიუკასლი-სტოკი, უოტფორდი-ვესტ ჰემი
1 ნოემბერი:
ევერტონი-სანდერლენდი, საუთჰემპტონი-ბორნმუთი
2 ნოემბერი:
ტოტენჰემი-ასტონ ვილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"