თავად "შრეკმა" კი აღნიშნა, რომ შემოსულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს. თანხა მზრუნველობამოკლებული ბავშვების რამდენიმე ფონდში გადაირიცხება. იმ დროისთვის უკვე შექმნილი იქნება რუნის სპეციალური ფონდი.
"ეს საღამო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ნამდვილად განსაკუთრებული იქნება. გარდა ამისა, იმედს მაქვს, ერთ-ორ სიურპრიზს შემოგთავაზებთ" - განაცხადა უეინმა.
"წითელი ეშმაკების" ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი: "მისი საუცხოო დებიუტი
ეს ინფორმაცია დროული გახლდათ, იმის გათვალისწინებით, რომ რუნის გოლების გატანა უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალი მას ფორვარდად ათამაშებს. პრემიერლიგაში მის აქტივში ჯერჯერობით 2 ბურთია, რასაც აგვისტოში "ბრიუგესთან" შესრულებული ჰეთ თრიკი ემატება.
ამის გამო ექსევერტონელს აკრიტიკებენ, თავად იგი კი ამბობს, მენტალურად ძლიერი ვარ და ეს ჩემზე არანაირად არ მოქმედებსო, მაგრამ სასიამოვნო მაინც არ იქნება და ამ კარგმა ამბავმა აშკარად გაახალისა.
თანაც, არის თეორია, რომ რუნის ისეთი აღიარება-დაფასება არ აქვს, როგორიც რაიან გიგსს, დევიდ ბექჰემსა და კრიშტიანო რონალდოს ჰქონდათ, მიუხედავად ამ უკანასკნელის გაცილებით ნაკლები პერიოდისა, რომელიც პორტუგალიელმა "ოლდ ტრაფორდზე" გაატარა.
რუნი "მანჩესტერში" 2004 წელს 27 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა. მას ჯამში 236 გოლი უგროვდება და მხოლოდ დენის ლოუს (237) და სერ ბობი ჩარლტონს (249) ჩამორჩება, რომელთა გადასწრების რეალური შანსი აქვს და წესით, "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად უნდა იქცეს.
უამრავ ტიტულს შორის, რაც მთავარია, არის ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის ხუთგზის ჩემპიონობა. 7 ჩატარებული მატჩის მერე კი იგი გახდება მე-10 მოთამაშე, რომელიც პრემიერლიგის ისტორიაში 500-თამაშიან ნიშნულს მიაღწევს.
ბარემ გავიხსენოთ 2010 წელიც, როდესაც მას სერ ალექს ფერგიუსონთან კონფლიტი ჰქონდა და ამბობდნენ, წასვლაც გადაწყვიტა, მაგრამ მერე მხარეები შერიგდნენ და ამის გამო დარჩაო. თუმცა თავად რუნიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, ფერგიუსონთან მცირე კონფლიქტი ნამდვილად მქონდა, მაგრამ "მანჩესტერის" დატოვება არასოდეს მიფიქრიაო.
უკვე ცნობილი გახდა, რომ ამ მატჩში მონაწილეობაზე დათანხმდა კრიშტიანო რონალდო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"