პრემიერლიგა. XII ტურის წინ: დერბი... ჩრდილოლონდონური

AutoSharing Option
ტური კლასიკური ექვსქულიანი დაპირისპირებით გაიხსნება. "ბორნმუთი" საკუთარ კედლებში ხანგრძლივი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება, ხოლო "ნიუკასლი" პირიქით, "ალუბლების" გადაყლაპვას დ აგასავარდნი ზონიდან ამოსვლას ლამობს. ორივე გუნდისთვის, განსაკუთრებით კი მასპინძლებისთვის, შესაძლოა, ეს სეზონის გარდამტეხი მომენტია.

ასევე შავ დღეში მყოფმა "შავმა კატებმა" "საუთჰემპტონთან" უნდა იყოჩაღონ, რაც "დიდი სემის" ბიჭებს ძლიან გაუჭირდებათ. სახიფათო ზონის მორიგი ბინადარი "ნორვიჩი" კი "სუონსის" დაუხვდება. "იადონების" შანსი იმაშია, რომ "თეთრი გედები" ახლა ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორს არიან.

გაიტანს თუ არა ზედიზედ მე-9 ტურში ჯეიმი ვარდი ამას ჩვენ "ლესტერისა" და
"უოტფორდის" შეხვედრაში ვნახავთ. ვარდის რეკორდის გამეორებამდე მიჯრით ორ ტურში გატანა აკლია. საუცხოო ფორმაშია რიად მაჰრეზიც და მთლიანად "ლესტერი", მაგრამ კლაუდიო რანიერი, ალბათ, ჩვენზე უკეთ ხედავს, რომ კიკე სანჩეს ფლორესის კლუბის წაქცევა ამ სეზონში არც ისე ადვილი საქმეა.

მრავალგზის ნაკრიტიკები ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომვიჩს" შეხვდება და ტონი პულისთან პაექრობა ჰოლანდიელს არც ისე კარგად ახსოვს. "წითელმა ეშმაკებმა" "ოცნებების თეატრზე" ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანეს, იყო უგოლო ფრე "კრისტალ პალასთან".

ამ შეხვედრაში კი ფანტაზია "იუნაიტედს" მართლაც დიდი დასჭირდება, რადგან "ალბიონი" თავს როგორ კარგად იცავს და რა ხშირად ინახავს კარს მშრალად ყველასთვის ცნობილია.

11 მატჩი 6 წაგება "ჩელსისთვის" და ჟოზე მოურინიოსთვის კატასტროფული შედეგია. "ლურჯებმა" კიევის "დინამოს" გაჭირვებით კი მოუგეს, მაგრამ მთლიანობაში მათი თამაში კვლავ ძალიან არადამაჯერებელია და პორტუგალიელის გარშემოც დიდი მითქმა-მოთქმაა.

ისარგებლებს თუ არა სიტუაციით მარკ ჰიუზი ძნელი სათქმელია, მაგრამ ისე მის "სტოკშიც" ვერ დალაგდა ჯერ ბოლომდე სიტუაცია. ფაქტია, "ბრიტანიაზე" "ჩელსის", წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს. ხმები დადის ეს შესაძლოა, მოუს ბოლო შეხვედრა იყოს "ლურჯების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს რემი გარდი და მას აშკარად არ გაუმართლა, ბოლოადგილოსანი ბირმინგემელების მეტოქე გათამაშების ლიდერი და ძალიან კარგ ფორმაში მყოფი "სიტი" იქნება. მანუელ პელეგრინის ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა გაინაღდეს და ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ძალიან კარგ ხასიათზე არიან.

შესანიშნავ გუნებაზეა იურგენ კლოპიც, რომელმაც პრემიერლიგაში პირველი მატჩი უკვემ მოიგო, თანაც "სტემფორდ ბრიჯზე" და ახლა "ენფილდზე" ტრიუმფს ეცდება. მეტოქე "კრისტალ პალასია", რომელიც უკანასკნელ ტურებში არეულად თამაშობს და უძლეველ მეტოქეს მერსისაიდელებისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს, თუნდაც ცოტა მძიმე თამაშისა და ტრავმიანობის ფონზე. რაც მთავარია, ფილიპე კოუტინიოა ჯანზე.

ცენტრალური შეხვედრა კი "არსენალი"-"ტოტენჰემია". ისტორიული და უმეტესობისთვის უპირველესი ლონდონური დერბი, რომელსაც ახლა სატურნირო კუთხითაც დიდი დატვირთვა აქვს. "დეზებმა" მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ ამოყვინთეს მე-5 ადგილამდე და სანუკვარი ჩემპიონთა ლიგის ზონა ერთი ხელის გაწვდენაზეა.

ევროსარბიელზე კიდევ ერთხელ შერცხვენილ "არსენალს" კი იმ დროისთვის მშვენივრად ეცოდინება "სიტის" მატჩის შედეგი, რომელიც სავარაუდოდ მანჩესტერელთა სასარგებლო უნდა იყოს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, "მეთოფეებს" ეს თამაში მოსაგები აქვთ.

სათქმელად საკმაოდ ადვილად ჟღერს, მაგრამ რეალურად ძალზედ რთული იქნება, "ტოტენჰემს" პირველი ტურის მერე არ წაუგია და თუ მაურისიო პოჩეტინომ ეს გამოცდაც წარმატებით ჩააბარა, ვიტყვით, რომ "დეზები" მართლაც სერიოზულად მზად არიან დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად.

"ტოტენჰემმა" "არსენალთან" საგარეოს ეგიდით ჩატარებული მატჩი ბოლოს 2010 წელს მოიგო, მას მერე კი მეტოქის მოედანზე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 4 დათმო და ერთხელ ქულა აიღო, ამ თამაშებში 14 გოლი გაუშვა და მხოლოდ 5 გაიტანა.

2-2 გოლი "დეზებმა" იმ თამაშებში შეაგდეს, რომლებიც 2:5 წააგეს, უშანსოდ. ორჯერ ნულზე დამარცხდნენ და ერთხელ ქულა როდესაც აიღეს 1:1 დაასრულეს მატჩი ანუ უკანასკნელ პერიოდში "არსენალი" შინ მეტოქეს აშკარად ჯაბნის ხოლმე.

შაბათი. 7 ნოემბერი
ბორნმუთი-ნიუკასლი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი - აარონსი, დერლოუ, ტეილორი, რივიერი, კოლბეკი, კრული
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)

ვესტ ჰემი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: კოლინსი - ბეშიჩი, ჰიბერტი, პიენაარი, ბეინსი, ჯაგიელკა
ტრავმა: რუტლეჯი - მერტეზაკერი, არტეტა, ოსპინა, როსიცკი, რემზი, უილშირი, უელბეკი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 112 თამაში: +30 =23 -59 (126-195)

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ვანიამა
ტრავმა: ტოივონენი, ო’ში, ქაბული, ბორინი - როდრიგესი, გარდოში, ფორსტერი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +10 =9 -17 (36-55)

ნორვიჩი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მბოკანი - რუტლეჯი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4 =2 -2 (14-16)

ლესტერი-უოტფორდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი - ჰობანი, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2 =4 -4 (16-21)

მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: დარმიანი -
ტრავმა: უილსონი, შოუ - ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 110 თამაში: +48 =26 -36 (209-171)

სტოკი-ჩელსი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუნიესა - პედრო, ფალკაო, კურტუა
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 68 თამაში: +20 =15 -33 (92-106)

კვირა. 8 ნოემბერი
ასტონ ვილა-სიტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ნასრი, აგუერო, საბალეტა
ბოლო 6 მატჩი
+0 =0 -6 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 150 თამაში: +51 =37 -62 (218-242)

ლივერპული-კრ. პალასი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსიტერი, სტარიჯი, ტურე, ჰენდერსონი, ფლენეგანი, გომესი, ინგსი - სუარე, ვიქჰემი, შამახი, აპია
ბოლო 6 მატჩი
+2 =4 -0 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +16 =7 -7 (65-27)

არსენალი-ტოტენჰემი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უოლკოტი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, არტეტა, ოსპინა, როსიცკი, რემზი, უილშირი, უელბეკი - კეროლი, სონი, ფასიო, შადლი, პრიტჩარდი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 156 თამაში: +64 =42 -50 (244-213)

ბომბარდირები: 9 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი); 5 - რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), ოდიონ იგალო (უოტფორდი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული