იურგენ კლოპის "ლივერპულმა" სტუმრად შეძლო "მანჩესტერ სიტის" განადგურება - 4:1. ყველაფერი მე-7 წუთზე ელიაკიმ მანგალას ავტოგოლით დაიწყო. რასაც მოყვა ფილიპე კოუტინიოსა და რობერტო ფირმინოს გოლები.
"ლივერპულის" ბრაზილიელებს სერხიო აგუერომ ერთი გოლით კი უპასუხა, მაგრამ მარტინ შკრტელმა მეორე ტაიმში წერტილი დაუსვა "სიტის" განადგურებას.
იურგენ კლოპი (ლივერპული): "თავს იდეალურად ვგრძნობ, მართალია, ამას ვერ ვიტყვი ჩვენს თამაშზე, მაგრამ ის მაინც კარგი იყო. ჩვენ დიდი მონდომებით ვითამაშეთ და ეს მთავარია. კარგი ამბავი ისაა, რომ უკეთ
მანუელ პელეგრინი (სიტი): "არაფერი მესმის, ეს შეუძლებელია. ჩემთვის ძნელი გასაგებია, რატომ ითამაშა გუნდმა შეტევაში და დაცვაშიც ასე სუსტად. "ლივერპულმა" 4 გაგვიტანა და კიდევ 3 გოლის გატანა შეეძლო. ეს გაუგონარია! არადა, ისე კარგად მოვემზადეთ თამაშისთვის. როგორმე უნდა გადავიტანოთ ეს ჩავარდნა და წინსვლა გავაგრძელოთ".
ლონდონის "არსენალი" სტუმრად "ვესტ ბრომვიჩთან" 1:2 დამარცხდა. ვენგერის გუნდი ესპანელებმა დაღუპეს, მიკელ არტეტამ საკუთარი კარი დალაშქრა, ხოლო მატჩის მიწურულს სანტი კასორლამ პენალტი ვერ გაიტანა.
ამით ისარგებლა "ლესტერ სიტიმ", რომელმაც სტუმრად 3:0 დაამარცხა "ნიუკასლი" და პირველ ადგილზე გადავიდა! აღსანიშნავია, რომ ჯეიმი ვარდიმ კვლავ გაიტანა, ზედიზედ მე-10 მატჩში და რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა.
ჩემპიონმა "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე დიეგო კოშტას გოლის წყალობით სძლია "ნორვიჩს".
ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "უოტფორდი დაამარცხა - 2:1.
დრამა შეემთხვა "უოტფორდის" კაპიტან ტროი დინის - მან 87-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ ბოლო წუთზე ანტიგმირად იქცა, რადგან ბურთი საკუთარ კარშიც გაიტანა. სხვათა შორის, 27 წლის დინი 2012 წელს ჩხუბისთვის სამი თვით ციხეში იჯდა, "იუნაიტედთან" თამაშის საყურებლად მან 6 თანასაკნელი მიიწვია.
აღსანიშნავია "ევერტონის" გამარჯვებაც აუტსაიდერ "ასტონ ვილაზე" დუბლები შეასრულეს როს ბარკლიმ და რომელუ ლუკაკუმ.
უოტფორდი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 დეპაი (11), 1:1 დინი (87), 1:2 დინი (90 ს. კ.)
ჩელსი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 დ. კოშტა (64)
ევერტონი-ასტონ ვილა 4:0
გოლები: 1:0 ბარკლი (17), 2:0 ლუკაკუ (28), 3:0 ბარკლი (42), 4:0 ლუკაკუ (59)
ნიუკასლი-ლესტერი 0:3
გოლები: 0:1 ვარდი (45), 0:2 ულოა (62), 0:3 ოკაზაკი (83)
საუთჰემპტონი-სტოკი 0:1
გოლი: კრკიჩი (10)
სუონსი-ბორნმუთი 2:2
გოლები: 0:1 კინგი (10), 0:2 გოსლინგი (26), 1:2 ა. აიუ (28), 2:2 შელვი (39-პენ)
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 ჟირუ (28), 1:1 მორისონი (35), 2:1 არტეტა (40 ს. კ.)
შენიშვნა: კასორლამ (არსენალი) ვერ გაიტანა პენალტი (84)
სიტი-ლივერპული 1:4
გოლები: 0:1 მანგალა (7 ს. კ.), 0:2 კოუტინიო (23), 0:3 ფირმინო (32), 1:3 აგუერო (44), 1:4 შკრტელი (81)
1. ლესტერი - 28 ქულა; 2. მანჩესტერი - 27; 3. სიტი - 26; 4. არსენალი - 26; 5. ტოტენჰემი - 21.