ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mirror-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ესპანელის ხელფასი, რომელიც ახლა 19 მილიონ ევროს შეადგენს, 24 მილიონამდე გაიზრდება.
44 წლის სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი მიუნხენელებთან 2016 წლამდეა გათვლილი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი წლით გაახანგრძლივებს გვარდიოლა "ბაიერნთან" კონტრაქტს.