"ლივერპულს" დიეგო ლოპესი სურს

AutoSharing Option
"მილანის" ესპანელი მეკარე დიეგო ლოპესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა ესპანელის სანაცვლოდ მზადაა, იტალიელებს მარიო ბალოტელი დაუთმოს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ასპარეზობს მილანურ გუნდში.

ლოპესის მიმდინარე კონტრაქტი მილანელებთან 2018 წლამდეა გათვლილი. ფეხბურთელის ხელფასი 2,5 მილიონ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული