სტოკელების მონაწილეობით შეხვედრებში მხოლოდ 25 გოლია გასული, რაც პრემიერლიგაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
"სიტი" კი, პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდია. ვნახოთ, ვისი აჯობებს ამ შემთხვევაში. "ქალაქელებმა" ლიდერობა კი დაიბრუნეს, მაგრამ მაგალითად, მეოთხეადგილოსან "არსენალს" მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ და წაბორძიკება მათთვის დაუშვებელია. ბოლო 8 ურთიერთსეხვედრიდან 3
ვენგერის დილემა
"არსენალი" ვახსენეთ და არსენ ვენგერის არმია გამოღვიძებულ "სანდერლენდს" მასპინძლობს. სემ ელარდაისმა "შავი კატები" მართლაც გამოაცოცხლა, მაგრამ "მეთოფეების" წინააღმდეგ მის გუნდს ძალიან უნდა გაუჭირდეს. თანაც, ალექსის სანჩესი (თუმცა ჩილელის თამაში საეჭვოა) და მესუთ იოზილი ძალიან კარგ ფორმაში არიან. ერთადერთი პრობლემა "არსენალის" ბანაკში ძველი და ნაცნობია - ტრავმიანობა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩი ელოდება საბერძნეთში "ოლიმპიაკოსთან", რომელიც 3:2-ან უფრო უკეთესი ანგარიშით უნდა მოიგოს, რაც რთული იქნება. ასე რომ, ფრანგი სპეციალისტი სავარაუდოდ ცოტა, ძალების დაზოგვაზეც იფიქრებს, რაც "სანდერლენდის" შანსებს ოდნავ ზრდის.
პაიეს გარეშე
ამასობაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" დაუხვდება, რომელმაც დიმიტრი პაიესთან ერთად, თავისი თამაში დაკარგა. სლავენ ბილიჩი დიდი გამოწვევის წინაშეა, მან სკეპტიკოსები უნდა გააჩუმოს და დაამტკიცოს, რომ "ჩაქუჩების" კარგი თამაში დროებითი და შემთხვევითი არ გახლდათ. "ოლდ ტრაფორდზე" სასურველი შედეგის მიღწევა ადვილი როდია, მაგრამ "წითელი ეშმაკები" ძალიან მძიმედ გამოიყურებიან, მომენტების შექმნა და გოლების გატანა უჭირთ, ხშირად თამაშობენ ფრედ და ერთი სიტყვით, ლონდონელები უშანსოდ ნამდვილად არ არიან.
ოთხეულისთვის მებრძოლი დეზები
"ასტონ ვილა" ყველამ ჩამოწერა და გამოიტირა - არცთუ უსაფუძვლოდ. გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება თუ ბირმინგემელები "საუთჰემპტონთან" დამარცხდებიან. არადა, როგორ გინდა გაბრაზებული "წმინდანების" ზეწოლას გაუძლო "სენტ მერიზე". რონალდ კუმანის გუნდმა არცთუ ცუდი თამაშის მიუხედავად, წაგებები მიაყოლა და გამარჯვება სწყურია, გრაციანო პელეც ბრუნდება, მან დისკვალიფიკაცია მოიხადა."ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" "ტოტენჰემს" შეეჭიდება და ტონი პულისი შეეცდება პირველი ტურის მერე პირველი მარცხი აგემოს "დეზებს". მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ ფრეებისკენ ზედმეტად მიდრეკილია და სანუკვარ ოთხეულში ჯერ ვერაფრით შევიდა. ამიტომაც, გუნდს მოგება სჭირდება, მაგრამ "ალბიონის" ბოლო სტუმარი "არსენალი" "ჰოუზორნზე" გმირულად დაეცა და ზოგადადაც, იქ 3 ქულის აღება ძალზედ რთული მისიაა.
"ტოტნეჰემს" დისკვალიფიკაციამოხდილი დელე ალი უბრუნდება, ჯანზე არიან ჰარი კეინი და კრისტიან ერიკსენი, ჩინებულად ათამაშდა მუსა დემბელე, ნელ-ნელა უმატებს ჰონ მინ სონი...
ვინ გააჩერებს ვარდის
ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგის რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ გაჩერებას "ლესტერის" ფორვარდი არ აპირებს. შემდეგი სტადიონი, სადაც მან თავისი კვალი უნდა დატოვოს და ტაბლოზე საკუთარი გვარი ამოტვიფროს "ლიბერთი სტედიუმია". გარი მონკის კლუბს კრიზისი აქვს, "სუონსიმ" საკუთარი თამაში მთლიანად დაკარგა და "თეთრი გედები" დიდი ხანია, ძველევბურად ვეღარ დაფარფატებენ მინდორზე. ბოლო 4 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ ქულა აიღო და ისიც აუტსაიდერ "ბორნმუთთან", რომელთანაც ორი ბურთით აგებდა. დანარჩენ სამ შეხვედრაში კი ერთი გოლიც ვერ გაიტანა. მეტიც, წინა ტურში "სუონსიმ" "ლივერპულს" კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაურტყა. აი, "მელიები" კი პირიქით, დიდებულად ბურთაობას აგრძელებენ და ახლა უელსელების ჩაყლაპვა განუზრახავთ.
თუმცა 21-ე საუკუნეში ამ გუნდებს შორის გამართული 7-ივე დაპირისპირება მასპინძელის გამარჯვებით დასრულდა, ოთხჯერ "ლესტერმა" იძალა, სამჯერ კი "სუონსიმ". დაირღვევა თუ არა ეს ტრადიცია და მოახერხებს თუ არა კლაუდიო რანიერის გუნდი არწაგებას, ამას ერთად ვნახავთ. სხვათა შორის, "ლესტერს" "არსენალთან" ერთად ყველაზე ცოტა - 1 მარცხი აქვს.
მართალია, "უოტფორდი" ამჟამად ქულით უსწრებს "ნორვიჩს", მაგრამ მათი დაპირისპირება მთლად ექვსქულიანად თუ არა, მაინც უშუალო კონკურენტების დუელად უნდა შევრაცხოთ. "იადონებისთვის" არც ეს შეხვედრა იქნება ადვილი, მაგრამ წინა რტურებში გუნდს უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავდა და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, ახლა კი ალექს ნილის შეგირდებმა ქულა მაინც უნდა აიღოს.
კიკე სანჩეს ფლორესის კარგად ორგანიზებული "უოტფროდი" კი, რასაკვირველია, 3 ქულას დაუმიზნებს და გუნდის მთავარი იმედი ისევ ტროი დინისა და ოდიონ იგალოს შემტევი დუეტი იქნება.
შავი კატა კოშტას და ჟოზეს შორის
ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ "ჩელსიმ" კრიზისი დაძლია და თამაში გამოასწორა, მაგრამ პოზიტიური ნიშნები არის, ედენ აზარმაც მოუმატა და ჟოზე მოურინიო "ბორნმუთის" დამარცხებით ათეულთან მიახლოებას შეეცდება, მაგრამ ედი ჰოუის კარგი, მებრძოლი გუნდი ჰყავს და "ალუბლები" "სტემფორდ ბრიჯზე", ალბათ, დიდ ბრძოლას გააჩაღებენ. "ჩელსის" ბანაკში კი ახლა დაძაბულობის ახალი ტალღაც აგორდა, მოურინიოსა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტიაო. ორივეს ისეთი რთული ხასიათი აქვს ეს აქამდე რომ არ მოხდა, ის უფრო გასაკვირია. ცხადია, მხარეები ამას უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, წინა შეხვედრაში "განსაკუთრებულმა" ესპანელი თადარიგში დატოვა და შეცვლაზეც არ შეიყვანა, თავდამსხმელად კი აზარი ათამაშა. საფინალო სასტვენის მერე, და პრინციპში, იქამდეც, დიეგო კოშტას სახეზე ყველაფერი ნათლად იკითხებოდა...
სულ სხვა "ლივერპული"
"ლივერპულმა", როგორც იქნა, მოგებები მიაყოლა. დანიელ სტარიჯისა და ჯორდან ჰენდერსონის დაბრუნებაც უნდა ვვახსენოთ. ერთი სიტყვით, მერსისაიდელთა ბანაკში დადებითი ატმოსფეროა. პოზიტივის მოყვარული იურგენ კლოპი კი უკვე აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდეს, დაუბრუნდეს და თამაშის სანახაობრივი მხარეც გამოასწოროს. გასვლაზე და მიტ უმეტეს, "სენტ ჯეიმს პარკზე" მოგება იოლი არასდროს არ არის, მაგრამ "ლივერპულს" შანსი აუცილებლად ექნება, რადგან "ნიუკასლი" ახლა კატასტროფულ ფორმაშია. სტივ მაკლარენი არც ისე დიდი ხნის მისულია და უკვე შეიძლება, გაუშვან. "კაჭკაჭების" პრობლემებს დასასრული არ უჩანს. გამოდგება თუ არა ეს მატჩი გარდამტეხი და იქცევა თუ არა ჯორდების გამოღვიძების ათვლის წერტილად, კვირის ერთადერთ თამაშში ვიხილავთ.
ეული თამაშია ორშაბათსაც, ტურის ბოლო დაპირისპირება, რომელსაც ერთმანეთში "ევერტონი" და "კრისტალ პალასი"; გამართავენ. ახლა "არწივებს" ერთი ქულით მეტი აქვთ და ალან პარდიუ რობერტო მარტინესის ტაქტიკურ დუელში წაქცევას უპირებს. ესპანელი კი ამ სეზონში თავისი მთავარი იარაღების - დეულოფეუს, ბარკლისა და ლუკაკუს გამოყენებას ეცდება.
ამ გუნდებს ის აერთიანებთ, რომ ორივეს დიდი პოტენციალი აქვს და ორივე არასტაბილურად გამოიყურება. თუ მწვრთნელები ზედმეტ სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, შეხვედრა წესით ძალიან კარგი სანახავი უნდა გამოვიდეს.
შაბათი. 5 დეკემბერი
სტოკი-სიტი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხოსელუ, გივენი - საბალეტა, მანგალა, კომპანი, ჰარტი, ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 80 თამაში: +27 =22 -31 (91-101)
საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი, გარდოში, ფორსტერი - ტიაგო ილორი, აგბონლაჰორი, კლარკი, ამავი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 თამაში: +21 =17 -22 (82-74)
არსენალი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანჩესი, არტეტა, უოლკოტი, როსიცკი, უილშირი, უელბეკი, კოკლენი, კასორლა -
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 136 თამაში: +53 =39 -44 (215-187)
სუონსი-ლესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჯეიმსი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1 =0 -1 (2-2)
უოტფორდი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პრიოდლი, ბეჰრამი, ჯილმარტინი, ეკსტრანდი - ტეტი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2 =3 -5 (12-20)
ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფოსტერი - ბენთალები, პიტჩარდი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 108 თამაში: +41 =25 -42 (160-160)
მანჩესტერი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონსი, ერერა, შოუ, ა. ვალენსია - ე. ვალენსია, ოქსფორდი, რენდოლფი, პაიე
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 106 თამაში: +52 =24 -30 (205-136)
ჩელსი-ბორნმუთი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტერი, რამირესი, კურტუა - ბორუცი, ატსუ, ელფიკი, გრადელი, უილსონი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0 =0 -0 (0-0)
კვირა. 6 დეკემბერი
ნიუკასლი-ლივერპული 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტიოტე, აარონსი, აიდარა, ტეილორი, რივიერი, ობერტანი, კრული - კოუტინიო, როსიტერი, ფლენეგანი, სახო, გომესი, ინგსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 152 თამაში: +42 =38 -72 (191-265)
ორშაბათი. 7 დეკემბერი
ევერტონი-კრ. პალასი 00:00
დისკვალიფიკაცია: - ზაჰა
ტრავმა: ბრაუნინგი, ჰიბერტი, პიენაარი, ჯაგიელკა - საკო, გეილი, აპია
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +12 =8 -10 (47-32)
ბომბარდირები: 14 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 10 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ოდიონ იგალო (უოტფორდი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 6 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ანდრე აიუ (სუონსი), როს ბარკლი (ევერტონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"