* ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ჩელსის" არ მოუწევს ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლა.
* რიად მაჰრეზი "ლესტერის" ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.
"მანჩესტერ სიტიმ" ლიდერობა დაკარგა და მესამე პოზიციაზე ჩაინაცვლა, რისი მიზეზიც "ბრიტანიაზე" მარცხია.
მარკო არნაუტოვიჩის წყვილი გოლით სტოკელები "ქალაქელებს" მე-15 წუთზე უკვე 2:0-ს უგებდნენ და საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა. ასისტენტი ორივე შემთხვევაში სერდან შაქირი გახლდათ, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა. აი, არნაუტოვიჩს კი კიდევ ერთი ამდენის გატანა შეეძლო. მანუელ პელეგრინის გუნდმა
პირველ ადგილზე კი ერთპიროვნულად აღმოჩნდა "ლესტერი"! კლაუდიო რანიერის "მელიების" საკბილო ამჯერად "სუონსი" გამოდგა, რომელიც საკუთარ "ლიბერთი სტედიუმზე" აბსოლუტურად უშანსოდ იყო და უყურებდა, როგორ დომინირებდნენ ლესტერშირელები. სამწუხაროდ, ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ მე-12 ტურში ვეღარ გაიტანა, ინგლისის ჩემპიონატის რეკორდს ვეღარ გადასწვდა, უშუალოდ პრემიერლიგით დაკმაყოფილდა.
არადა, მას სულ ცოტა, ორი 100%-იანი შანსი ჰქონდა. თუმცა ეს რიად მაჰრეზის დღე და ბენეფისი გახლდათ, ალჟირელმა ჰეთ თრიკი შეასრულა.
"არსენალის" მეორე
ამ ტურამდე პირველ 7 ადგილზე მყოფი გუნდებიდან "ლესტერთან" ერთად მხოლოდ "არსენალმა" მოიგო და მეორე ადგილზე მოკალათდა. სემ ელარდაისის "სანდერლენდს" "ემირატებზე" ბურთის ფლობა სულ 27% ჰქონდა და ამის გათვალისწინებით, მაინც კარგად ეჭიდავა "მეთოფეებს", მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. როგორც იქნა, გაიტანა ხოელ კემპბელმა. მესუთ იოზილმა მორიგი საგოლე პასი გააკეთა, სეზონში მე-12; ხოლო ოლივიე ჟირუმ სიტუაცია დაძაბა, რადგან უცნაურია და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მერე მეტოქისაშიც გაიტანა და ბოლოსკენ წერტილი აარონ რემზიმ დასვა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი უფერული თამაში და კიდევ ერთი უგოლო ფრე შემოგვთავაზა. ამ თამაშით ლუი ვან გაალის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ძალიან გაუჭირდება და დიდი შანსია, მერვედფინალს მიღმა დარჩეს. თანაც "ოლდ ტრაფორდზე" თუ ვინმე იყო მოგებასთან ახლოს, უფრო "ვესტ ჰემი", რომელიც გრანდების სიახლოვეს ტრიალს აგრძელებს.
ორი ქულა დაკარგა "ტოტენჰემმაც", არადა, "დეზები" ნორჩი დელე ალის კოხტა გოლით სტარტზევე დაწინაურდნენ. ალის ძალიან კარგი შორეული პასი გაუკეთა ტობი ალდერვეირელდმა. თუმცა ტონი პულისი ადვილად ვინმეს რამეს როდის ატანდა და ჯეიმს მაკლინის გოლის წყალობით "ალბიონმა" მორიგი ქულა ჩააგდო ყულაბაში.
ვერც "საუთჰემპტონმა" იმარჯვა, თანაც, წყალწაღებულ "ასტონ ვილასთან" საშინაო შეხვედრაში, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის კარისკენ 22-ჯერ დაარტყა.
"წმინდანები" საერთოდაც აგებდნენ, "ვილა" წინ ჯოლეონ ლესკოტმა გაიყვანა, მაგრამ შეცვლაზე ცოტა ხნით ადრე შემოსვლის მერე ორიოლ რომეუმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მეტი რონალდ კუმანის გუნდმა ვერაფერი გააკეთა და მისი გუნდი ათეულს მიღმა რჩება.
გაშვებული შანსი
"ლივერპულს" კარგი შანსი ჰქონდა, ოთხეულთან სხვაობა 3 ქულამდე შეემცირებინა. ამისთვის იურგენ კლოპის ბიჭებს აუტსაიდერი "ნიუკასლი" უნდა დაემარცხებინათ, მაგრამ... პირველ ტაიმში მერსისაიდელები გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც უფრო მეტში ვერ გადაზარდეს და მხოლოდ ერთი შემთხვევითი მომენტი შექმნეს. "ნიუკასლი" კი მომლოდინე რეჟიმში გახლდათ და სტივ მაკლარენს, ბოლო-ბოლო, გაუმართლა. მართალია, გუნდებმა ერთმანეთს ზუსტად მხოლოდ თითოჯერ დაურტყეს, მაგრამ ჯორდებმა ორი გოლი გაიტანეს. ზებუნებრივი არაფერი მომხდარა, უბრალოდ, პირველი გოლისას ჯორჯინიო ვეინალდუმის დარტყმული მარტინ შკრტელს მოხვდა და სლოვაკმა მორიგი ავტოგოლი მიითვალა.
ბოლოს კი, მუსა სისოკოს დიდებული თამაშის მერე, იმავე ვეინალდუმმა ტექნიკური დარტყმით ბოლომდე თავისი გოლი გაიტანა. "კლოპოს" ცვლილებებმა და კონკრეტულად დანიელ სტარიჯის გამოყვანამაც ვერ უშველა.
ფილიპე კოუტინიო ისევ არ იყო. არადა, თასზე "საუთჰემპტონთან" საგარეო 6:1-ის მერე "ლივერპულისგან" ყველა მეტს ელოდა. "კაჭკაჭები" კი გასავარდნი ზონიდან ჯერ ვერ ამოვიდნენ, მაგრამ დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 1:0-ზე ალბერტო მორენოს არარსებული თამაშგარე დაუფიქსირეს და ძალიან ლამაზი გოლი უსამართლოდ გაუუქმეს.
"ლივერპულის" უნიათობას ეს არ ამართლებს და ამ ეპიზოდზე ყველაფრის გადაბრალება არ შეიძლება, მაგრამ შეცდომა უხეში გახლდათ და ამან მატჩის მსვლელობასა და საბოლოო შედეგზე სერიოზული გავლენა იქონია.
სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა "უოტფორდმა" და კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი ათეულშია. "ნორვიჩთან" მატჩში გოლები იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, ვისგანაც ამას უოტფორდელთა მხრიდან ყველაზე მეტად ველოდით - ტროი დინიმ და ოდიონ იგალომ.
"იადონები" კი ბოლო სამეულში მხოლოდ იმიტომ არ არიან, რომ ბურთების შედარებით უკეთესი სხვაობა აქვთ, უახლოესი სამი თამაში კი ალექს ნილის გუნდს "ევერტონთან","მანჩესტერთან" და "ტოტენჰემთან" აქვს...
მოუს დაცემა გრძელდება
ვერაფერი და ვერავინ შველის "ჩელსის". ჟოზე მოურინიომ დიეგო კოშტასთან უთანხმოებაც კი დაივიწყა და ესპანელი მეორე ტაიმში გამოიყვანა, მაგრამ ცვლილება ისეთი უნდა, ედი ჰოუიმ რომ გააკეთა - მან მე-80 წუთზე გლენ მარეი გამოიყვანა მინდორზე, ეს "ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელის ერთადერთი შეცვლა იყო ამ შეხვედრაში. 82-ე წუთზე მარეიმ შეაგდო და "ალუბლებს" ძალიან საჭირო და ხმაურიანი 3 ქულა მოუტანა. შედეგად, "ბორნმუთი" გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, ხოლო "ჩელსი" მასთან ორ ქულაშია.
XV ტური
5 დეკემბერი
სტოკი-სიტი 2:0
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (7), 2:0 არნაუტოვიჩი (15)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - კამერონი, უელანი - შაქირი (77. ვან გინკელი), აფელაი (85. უოლტორსი), არნაუტოვიჩი - ბოიანი (72. ხოსელუ)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, დემიკელისი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო (56. დელფი), ფერნანდო - დე ბრუინი, სტერლინგი, დავიდ სილვა (62. ნავასი) - ბონი (57. იჰეანაჩო)
გაფრთხილება: - ოტამენდი
კუთხური: 1-6 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 7(4)-11(4) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 27 264
სუონსი-ლესტერი 0:3
გოლები: 0:1 მაჰრეზი (5), 0:2 მაჰრეზი (22), 0:3 მაჰრეზი (67)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ბარტლი, უილიამსი, ტეილორი - კი (78. კორკი), ბრიტონი (63. ბეროუ) - ა. აიუ, რუტლეჯი (46. მონტერო), სიგურდსონი - გომისი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - კანტე, ოლბრაიტონი, დრინკვოტერი, მაჰრეზი (90. შლუპი) - ულოა (87. კინგი), ვარდი
გაფრთხილება: ბრიტონი, კი - კანტე, სიმპსონი, ოლბრაიტონი
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 3-19 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 10(2)-16(5) ბურთის ფლობა: 59%-43%
მაყურებელი: 20 836
არსენალი-სანდერლენდი 3:1
გოლები: 1:0 კემპბელი (33), 1:1 ჟირუ (45-ს.კ-ში), 2:1 ჟირუ (63), 3:1 რემზი (90+3)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - ფლამინი, კასორლა - რემზი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (64. უოლკოტი), იოზილი, კემპბელი (76. გიბსი) - ჟირუ (80. ჩემბერსი)
სანდერლენდი (3-4-3): პანტილიმონი - კოატესი, ო’ში. ქაბული - იედლინი, ვან ანჰოლტი, მ’ვილა, ტოივონენი (62. როდუელი) - ფლეტჩერი (73. ლენსი), ბორინი (67. ჯონსონი), უოტმორი
გაფრთხილება: კოშელნი – იედლინი
კუთხური: 2-2 ჯარიმა: 7-11 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 15(6)-11(4) ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 59 937
უოტფორდი-ნორვიჩი 2:0
გოლები: 1:0 დინი (30-პენ.), 2:0 იგალო (90+1)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი, ბრიტოსი, კატკარტი, აკე - კაპუ, უოტსონი, ანია (74. პარედესი), ხურადო (77. აბდი) - დინი, იგალო (90+4. გედიურა)
ნორვიჩი (4-5-1): რადი - უისდომი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - დორანსი, ჰოუსონი (78. ოფოე), რედმონდი (46. მბოკანი), ტეტი, ბრედი - გრაბანი (67. ჯერომი)
გაფრთხილება: დინი, უოტსონი, იგალო - ტეტი, ბენეტი, ბრედი
კუთხური: 4-1 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 14(7)-6(1) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 20 422
საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 1:1
გოლები: 0:1 ლესკოტი (44), 1:1 რომეუ (73)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - ვანიამა (63. რომეუ), უორდ-პრაუსი - დევისი, ტადიჩი (63. ხუანმი), მანე (83. ლონგი) - პელე
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, ლესკოტი, ბაკუნა (78. რიჩარდსონი) - ვერეტო, სანჩესი (90+5. აგბონლაჰორი), გეიე - სინკლერი, ჯ. აიუ, ჟესტედი (75. ვესტვუდი)
გაფრთხილება: უორდ-პრაუსი - ჰატონი, გუზანი
კუთხური: 10-4 ჯარიმა: 4-9 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 22(4)-9(2) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 29 645
ვესტ-ბრომვიჩი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 0:1 ალი (15), 1:1 მაკლინი (39)
ვესტ ბრომვიჩი (5-4-1): მაიჰილი - დოუსონი, ოლსონი, ევანსი, მაკკოლი, ბრანტი - დ. ფლეტჩერი, სესენიონი (44. გარდნერი), მაკლინი, მორისონი - რონდონი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, დემბელე - ალი (80. ნ’ჟიე), ლამელა (65. სონი), ერიკსენი - კეინი
გაფრთხილება: მორისონი, გარდნერი, მაკლინი - კეინი, დემბელე
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 13-10 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 11(4)-9(3) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 23 602
მანჩესტერი-ვესტ ჰემი 0:0
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - მაკნეირი (46. ვარელა), სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი - შვაინშტაიგერი (73. დეპაი), შნეიდერლენი (44. კერიკი) - ფელაინი, მატა, ლინგარდი - მარსიალი
ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი - ტომკინსი, ოგბონა, რიდი, კრისუელი - სონგი (78. ობიანგი) - კუიატე, მოზესი (37. მაიკლ ანტონიო), ნოუბლი, სარატე (88. ჯენკინსონი) - კეროლი
გაფრთხილება: კერიკი -
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 9-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 21(1)-9(2) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 75 350
ჩელსი-ბორნმუთი 0:1
გოლი: 0:1 მარეი (82)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ბაბა (83. ტრაორე) - ფაბრეგასი (83. რემი), მატიჩი - პედრო, ოსკარი (46. დიეგო კოსტა), ვილიანი - აზარი
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმანი - სტანისლასი, გოსლინგი, არტერი, რიტჩი - კინგი (80. მარეი)
გაფრთხილება: პედრო, დიეგო კოსტა - სურმანი
კუთხური: 11-4 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 18(6)-13(5) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 41 631
6 დეკემბერი
ნიუკასლი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 შკრტელი (69 ს. კ.), 2:0 ვეინალდუმი (90+3)
ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი - იანმაატი, კოლოჩინი, მბემბა, დამეტი - სისოკო, კოლბეკი (77. გუფრანი), ანიტა, ვეინალდუმი - დე იონგი (68. აიოსე პერესი) - სისე (82. ტოვენი)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, მორენო - ლუკასი, ალენი - აიბი (75. ორიჯი), ფირმინო (62. სტარიჯი), მილნერი - ბენტეკე (62. ლალანა)
გაფრთხილება: კოლბეკი, ანიტა, სისე - ლუკასი
კუთხური: 2-7 ჯარიმა: 6-10 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 6(1)-10(1) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 51 273
7 დეკემბერი
ევერტონი-კრ. პალასი 00:00
ბომბარდირები: 14 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 10 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), რიად მაჰრეზი (ლესტერი); 9 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი); 6 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ანდრე აიუ (სუონსი), როს ბარკლი (ევერტონი).
მომდევნო ტური
12 დეკემბერი:
ნორვიჩი-ევერტონი, კრ. პალასი-საუთჰემპტონი, ვესტ ჰემი-სტოკი, სიტი-სუონსი, სანდერლენდი-უოტფორდი, ბორნმუთი-მანჩესტერი
13 დეკემბერი:
ასტონ ვილა-არსენალი, ტოტენჰემი-ნიუკასლი, ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი
14 დეკემბერი:
ლესტერი-ჩელსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"