ლონდონში "სანდერლენდისგან" წყენა ისევ ახსოვთ

AutoSharing Option
დღეს, პრემიერლიგაში ოთხი ისეთი თამაშია, ინგლისელები პირში წყლის დასაგუბებელს რომ უწოდებენ - გამობერე ლოყები და უყურე დაჭყეტილი თვალებით. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ასტონ ვილას“ მასპინძლობს, „არსენალი“ „ევერტონს“, „ჩელსი“ კი „სანდერლენდს“ ეწვევა. რაც შეეხება მეოთხე თამაშს, „უიგანის“ ვესტ ბრომვიჩში სტუმრობა ცხრილის ფსკერისთვის გახლავთ მეტად მნიშვნელოვანი.

 

თანმიმდევრობით მოვყვეთ: „არსენალმა“ თავის სტადიონზე ბოლო 12 შესაძლებლიდან 10 ქულა მოიპოვა, „ევერტონს“ კი ბოლო სამი სტუმრობიდან ერთიც არ წაუგია. ეს გუნდები ნოემბერში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და „მეთოფეებმა“ 2:1 მოიგეს. მაშინ გოლები ბაკარი სანიამ და სესკ ფაბრეგასმა გაიტანეს. მასპინძელთაგან ტიმ

კეჰილმა შეაგდო. ზოგადად, სტატისტიკა ჩრდილოლონდონელთა სასარგებლოდ მეტყველებს: „ევერტონს“ არსენ ვენგერის ბიჭები 2007 წლის მარტის შემდეგ, აგერ უკვე 7 შეხვედრაა არ დაუმარცხებიათ.

„სანდერლენდსაც“ ბოლო 12 შესაძლებლობიდან 10 ქულა აქვს მოპოვებული, ოღონდ სტუმრად და შინ ერთად. რაც შეეხება ინგლისის ჩემპიონს, უკვე ზედიზედ ორი აქვს მოგებული და „ჰეთ-თრიკს“ უმიზნებს. სხვათა შორის, ეს სწორედ ის „სანდერლენდია“, რომელმაც „ლურჯებს“ პირველ წრეში „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:0 აკადრა. სწორედ იმის შემდეგ იყო დასავლეთლონდონელებმა ზედიზედ ექვსი შეხვედრიდან ერთიც რომ ვერ მოიგეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კი „ოლდ ტრეფორდზე“ წელში გამართული ხვდება „ასტონ ვილას“ - სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს შინ ბოლო 8 თამაში აქვს მოგებული - სხვა შედეგს არ ცნობს. რაც შეეხება არ-წაგებას, მისი ძიება წინა სეზონში, კერძოდ კი შარშანდელ გაზაფხულზე დაგვაბრუნებს, როდესაც აპრილში „ჩელსიმ“ მოუგო 2:1. დარენ ბენტით გაძლიერებული „ასტონ ვილა“ კი მანჩესტერს ყინჩად მიემგზავრება, რადგან გასულ სეზონში იქ 1:0 მოიგო. სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის ნოემბერში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა: „ვილა“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო 9 წუთში ორი გოლი გაუშვა და ქულას დასჯერდა.

„ვესტ ბრომვიჩისა“ და „უიგანის“ თამაშზე კი მოგახსენეთ, რომ აუტსაიდერული ურთიერთობების გასარკვევად არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ვესტ ბრომვიჩმა“ „ჰოუთორნზე“ ბოლო 6 შეხვედრიდან 4 წააგო, „უიგანს“ კი ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოუგია, მაგრამ იმის იმედი აქვს, რომ „ვესტ ბრომვიჩი“ პირველ ტურში დაამარცხა.

ოთხშაბათის გადატვირთულ საღამოს კი ექვსი შეხვედრა გაიმართება. ტიტულისთვის მებრძოლი „მანჩესტერ სიტი“ ბირმინგემში  რთული გამოცდის ჩასაბარებლად მიდის - „ბირმინგემ სიტის“ უნდა აჯობოს. „ტოტენჰემ ჰოთსპური“, რომელმაც ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპზე „ფულჰემთან“ სირცხვილი ჭამა და 4:0 წააგო, ბლექბერნს მიემგზავრება - „ბლექბერნი“ ის გუნდია, ბოლო 6 შეხვედრაში ერთს რომ წააგებს, მეორეს იგებს. ახლა წაგების ჯერი უდგას.

„ლივერპული“ „სტოკს“ მასპინძლობს. არ იფიქროთ, რომ ვხუმრობთ, მაგრამ, „სტოკიც“ „ბლექბერნისა“ არ იყოს, უკვე 7 თამაშია მოგებას წაგებას უნაცვლებს, ოღონდ მისგან განსხვავებით მოგების დრო დასდგომია.

„ნიუკასლი“ ლონდონში ჩადის „ფულჰემთან“ სათამაშოდ. „კაჭკაჭებს“ ოთხი თამაშია არ წაუგიათ, „ფულჰემს“ კი 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა აქვს მოპოვებული.

 

დღეს
არსენალი-ევერტონი 23:45
დისკვალიფიკაცია: სანია (არს)
ტრავმა: დიაბი, ალმუნია, ვერმაელენი, ფრიმპონგი, გიბსი, ფაბიანსკი, სკილაჩი, სანია - ჯეგიელკა, ჰეიტინგა, ბარკლი

 

სანდერლენდი-ჩელსი 23:45
ტრავმა: მეილერი, კეტერმოლი, ტერნერი, კემპბელი, მენსა - ალექსი, ჟირკოვი, ბენაიუნი

 

მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა 24:00
ტრავმა: ჰარგრივზი, ვალენსია - აირლენდი, უორნოკი, დელფი

 

ვესტ ბრომვიჩი-უიგანი 24:00
ტრავმა: რიდი, მეტოკი - კლივერლი, კირკლენდი, მაკკარტი, დი სანტო, მოზესი

 

ხვალ
ბირმინგემი-მანჩესტერ სიტი 23:45
ტრავმა: მაკფადენი, დანი - რიჩარდსი, ბალოტელი

 

ბლექბერნი-ტოტენჰემი 24:00
ტრავმა: ჯონსი, გრელა, ენდრიუსი, რობერტსი – კრანჩარი კინგი, ჰადლსტოუნი, ვუდგეიტი

 

ბლექპული-ვესტ ჰემი  24:00
დისკვალიფიკაცია: ობინა (ვესტ ჰემი)
ტრავმა: კრეინი, ჰერევუდი, ბეშემი, გილკსი, ოლმონდი, კლარკი - დაიერი, მაკკარტი, ილუნგა, ედგარი, და კოსტა, ჰიცლშპრეგერი, კოლისონი, კურუში

 

ბოლტონი-ვულვზი 24:00
ტრავმა: სტეინსონი, ჰოლდენი, ო’ბრეინი, სამუელი, გარდნერი, დევისი - ებანკს-ბლეიკი, მენსიენი, ნაითი, გუედიურა


ფულჰემი-ნიუკასლი 24:00
ტრავმა: ბრიგზი, ჰელიჩი, სტორი, ზამორა, სენდეროსი – ქეროლი, კემპბელი, ტიოტე, ბენ არფა, რ. ტეილორი


ლივერპული-სტოკი 24:00
ტრავმა: კარაგერი (ლივერპული)



1. მანჩესტერი 23 14 9 0 51:21 51
2. არსენალი 23 14 4 5 48:22 46
3. სიტი 24 13 6 5 37:20 45
4. ჩელსი 23 12 5 6 42:19 41
5. ტოტენჰემი 23 10 8 5 32:26 38
6. სანდერლენდი 24 9 10 5 28:24 37
7. ლივერპული 24 9 5 10 31:31 32
8. ბლექბერნი 24 9 4 11 31:37 31
9. ნიუკასლი 23 8 6 9 36:33 30
10. სტოკი 23 9 3 11 28:28 30
11. ბოლტონი 24 7 9 8 34:35 30
12. ბლექპული 23 8 4 11 34:41 28
13. ასტონ ვილა 24 7 7 10 27:40 28
14. ევერტონი 23 5 12 6 27:29 27
15. ფულჰემი 24 5 11 8 25:26 26
16. ვესტ ბრომვიჩი 23 7 4 12 29:43 25
17. ბირმინგემი 22 4 11 7 21:31 23
18. უიგანი 24 4 10 10 20:39 22
19. ვულვზი 23 6 3 14 24:41 21
20. ვესტ ჰემი 24 4 9 11 24:43 21


ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 14 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ნოლანი (ნიუკასლი); 9 - ბენტი (ასტონ ვილა), კეჰილი (ევერტონი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ტორესი (ლივერპული), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 8 - კემპბელი (ბლექპული), დემპსი (ფულჰემი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული