"ევერტონი" იყიდება

AutoSharing Option
სულ მალე შესაძლოა, "ევერტონი" გაიყიდოს. უკვე თვეებია, ბილ კენრაიტი, რომელიც 16 წელია გუნდის სათავეშია, ამერიკულ კონსორციუმთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

დაინტერესებული კომპანიის მმართველ ფიგურებს შორის არის ბეისბოლის გუნდის, "სან დიეგოს" ყოფილი მფლობელი ჯონ ჯეი მურსი. ასევე - ჩარლს ნოელი. ერთი სიტყვით, ამერიკელი ინვესტორები პრემიერლიგით სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან, წინა მაგალითებად "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" გახსენებაც კმარა.

"ევერტონის" აქციების საკონტროლო პაკეტი კი 200 მილიონ გირვანქად ფასდება. უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული