მიქაუტაძის თანაგუნდელი "ევერტონში" გადავიდა

AutoSharing Option
"ევერტონმა" გვაუწყა, რომ "ლიონიდან", სადაც ახლახან გიორგი მიქაუტაძე ჩაირიცხა, 23 წლის ირლანდიელი მცველი ჯეკ ო'ბრაიანი შეიძინა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

transfermarkt-ის ინფორმაციით, გარიგების საფასურმა 19,5 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში ო'ბრაიანმა "ლიონის" ფორმა ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში მოირგო, სადაც 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული