"ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა გვაპატიე" - The Sun-მა ვან გაალს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
ბრიტანული The Sun-ის ჟურნალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ მთავარ მწვრთნელს თხოვნა შეუსრულეს და ბოდიში მოუხადეს.

23 დეკემბერს გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა ჟურნალისტებს კითხვით მიმართა, ხომ არ სურდათ მისთვის ბოდიში მოეხადათ მისი დათხოვნის შესახებ ამდენი საუბრისთვის.

24 დეკემბერს გამოსულმა The Sun-ის ნომერმა ჰოლანდიელ სპეციალისტს ბოდიში მოუხადა.

Sportall.Ge

"ვან გაალმა ბოდიში მოითხოვა. ამიტომ... გვაპატიე. გვაპატიე, რომ 6 შეხვედრიდან ვერცერთი მოიგე. გვაპატიე, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩი. გვაპატიე, რომ 250 მილიონი ფუნტი დახარჯე, სანამ ამ ყველაფერს აკეთებდი.

"მანჩესტერის" გულშემატკივრებო, ძალიან გვწყდება გული, მაგრამ ის
ჯერჯერობით რჩება", - დაწერა The Sun-მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიტანეთ ეს ყვითელი პრესა!
emigranti
17:06 26-12-2015
0
Sun - კაცი ხარ !!!
manfan
15:16 25-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული