გუს ჰიდინკს ლონდონის "ჩელსიში" ჯექსონ მარტინესის დამატება სურს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ გუს ჰიდინკს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "ატლეტიკოდან" კოლუმბიელი ფორვარდის ჯექსონ მარტინესის გადმობირება სურს.

აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდელებს მათი ყოფილი ფორვარდი დიეგო კოშტაც შესთავაზონ.

მარტინესმა მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი ორი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული