* "ლესტერ სიტიმ" ამ სეზონში პირველი საგარეო მარცხი იგემა.
* ჰარი კეინმა 2015 წელს 27 გოლი გაიტანა და ტედი შერინგემის რეკორდი გააუმჯობესა
"ტოტენჰემში".
* "ეტიჰადზე" დასწრებადობის რეკორდი დამყარდა - "სიტი"-"სანდერლენდზე" 54 523 კაცი მივიდა.
ჩემით წავალო
გრანდების მმუსრავმა მონსტრმა, "ბრიტანიის" ბინადარმა "სტოკ სიტიმ" კიდევ ერთი ტკბილი ლუკმა "ჩაყლაპა" - მარკ ჰიუზმა თავის ყოფილ გუნდს, საყვარელ "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუგო. სტოკელებს 26-ე წუთისთვის უკვე 2:0 მიჰყავდათ. პირველი გოლი მემფის დეპაის საშინელ შეცდომას მოჰყვა, მეორე
"ბრაზიანმა ლუიმ" მატჩის შემდეგ ისიც განაცხადა, რომ ჟურნალისტებთან გასარჩევი არ მაქვს, ჩემს მომავალსა და გადაწყვეტილებაზე გუნდის უფროსობას დაველაპარაკები და სულაც არ არის აუცილებელი, გამიშვან, შეიძლება თავად წავიდეო.
მოკლედ, "მანჩესტერის" ბანაკში მწვრთნელის ცვლილება აშკარად მწიფდება და ვან გაალმა ახალ წლამდე რომც მიატანოს, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში მას მაინც გაუშვებენ.
ისე, "ბრიტანიაზე" ერთი სახალისო ფაქტიც მოხდა: "სტოკის" ერთ-ერთი ქომაგი ჟოზე მოურინიოს ნიღბით იყო მისული და ვან გაალის მოხსნის "დამადასტურებელი" ბანერი ხელში ეჭირა. მას სხვებიც აჰყვნენ და "ბრიტანიაზე" ჟოზე მოურინიოზე სიმღერა დაიწყეს.
საჩუქარი საჩუქრების დღეზე
"ბოქსინგ დეი" მართლაც საჩუქარი გამოდგა "სიტისთვის", რომელმაც თავის "ეტიჰადზე" "სანდერლენდს" ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად მოუმთავრა. "ჩელსისთან" მატჩისა არ იყოს, ფაბიო ბორინიმ ამჯერადაც გაიტანა, მაგრამ იმ დროისთვის, შეხვედრის ბედი დიდი ხნის გადაწყვეტილი გახლდათ. შეუდარებლად ითამაშა კევინ დე ბრუინმა. არც დავიდ სილვას და სხვებს დაეწუნებოდათ რამე. უილფრიდ ბონიმ პენალტის გაცუდებაც "მოახერხა", თორემ სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.
ერთადერთი ცუდი მანუელ პელეგრინისთვის ის გახლდათ, რომ ხანგრძლივი პაუზის მერე მინდორს დაბრუნებულმა ვენსან კომპანიმ ისევ ტრავმა მიიღო.
ლიდერი ენფილდზე დაეცა
"ენფილდზე" დაეცა ლიდერი "ლესტერი", რომელმაც სეზონში სულ მეორედ წააგო. 16 მაისის შემდეგ ასევე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც "მელიებმა" გოლი ვერ გაიტანეს. რიად მაჰრეზსა და განსაკუთრებით, ჯეიმი ვარდის თამაში არ წაუვიდათ. "ლივერპული" კი უფრო აქტიური და ცოცხალი იყო. ერთადერთი გოლი კრისტიან ბენტეკემ შეაგდო მშვენიერი კომბინაციისა და რობერტო ფირმინოს პასის შემდგომ.
"სენტ მერიზე" მას "არსენალი" მიჰყვა
ლესტერშირელების გარდა, საჩუქარი "სიტის" "არსენალმაც" უძღვნა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადადიოდა, მაგრამ არსენ ვენგერის გუნდი "სენტ მერიზე" შერცხვა. რონალდ კუმანის "წმინდანებმა", როგორც იქნა, თავიანთი ფეხბურთი ითამაშეს და მეტოქე გაანადგურეს - 4:0. ასეთი უხარისხო და უღიმღამო "არსენალი" ამ სეზონში იშვიათად თუ გვინახავს. მატჩი ჩააგდო პერ მერტეზაკერმა.
ვენგერს კი მსაჯებთანაც ჰქონდა ერთი-ორი პრეტენზია, მაგრამ ფაქტია, მისი გუნდი უფრო "საუთჰემპტონმა" დაჩაგრა, ვიდრე ვინმე სხვამ.
ტურში რამდენიმე კარგი გოლი გავიდა, მაგრამ "საუთჰემპტონის" პირველი ბურთი, რომელიც მარტინამ გაიტანა, ალბათ ყველას სჯობდა.
ცხრილის ზედა ნაწილის რამდენიმე გუნდისგან განსხვავებით, "ნაბახუსევზე" არ იყო "ტოტენჰემი". "დეზებს" ფეხი არ დაუცდათ და ძალიან შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს.
"უაით ჰართ ლეინზე" "ნორვიჩს" შანსი თითქმის არ ჰქონია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა კი 3-ჯერ გაისროლა. აქედან ორი გოლი ჰარი კეინისა გახლდათ, რომელსაც 2015 წელს უკვე 27 გოლი მოუგროვდა და ამით ტედი შერინგემის რეკორდი დაამხო.
ერთ კალენდარულ წელს ყველაზე მეტი ბურთი აქამდე სწორედ შერინგემს შეეგდო - ტედი 1993 წელს 26 გოლით გამოირჩა. მესამე გოლი თომას კეროლისა გახლდათ, რომელმაც შორიდან გაისროლა.
ჰიდინკის უშნო დებიუტი
"სტემფორდ ბრიჯზე" გუს ჰიდინკმა დაბრუნება ერთი ქულით აღნიშნა. "უოტფორდმა", როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია "ჩელსის" და სულაც უგებდა, თუმცა, ჯამში, "ლურჯებმა" ცოტა უკეთ ითამაშეს და ოსკარს 2:2-ზე პენალტი რომ გაეტანა, ალბათ მოიგებდნენ კიდეც, მაგრამ ქულა კიკე სანჩეს ფლორესის ბიჭებზე ალალი იყოს. თანაც, ისევ გაიტანეს ტროი დინიმ და ოდიონ იგალომ. "ჩელსის" მხრიდან კი დიეგო კოშტამ შეასრულა დუბლი."ევერტონმა" დაღეჭა "ნიუკასლი" და ყელში გაჩხერილი ბოლო წამს მაინც გადაყლაპა. ჯორდთა კარის დარაჯმა ელიოტმა ყველაფერი მოიგერია, მაგრამ ბოლოს ცოტა უიღბლოდ გამოვიდა კარიდან და ტომ კლევერლიმ თავური დარტყმით "კანფეტებს" დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.
ჯორდები კი გასავარდნ ზონას დაუბრუნდნენ. სამაგიეროდ, იქიდან ამოყვინთა "სუონსიმ". "თეთრმა გედებმა", როგორც იქნა, მოიგეს, რაშიც მათ კის ერთადერთი გოლი ეყოთ.
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტური
26 დეკემბერი
სტოკი-მანჩესტერი 2:0
გოლები: 1:0 ბოიანი (19), 2:0 არნაუტოვიჩი (26)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - კემერონი (75. ადამი), უელანი (46. ვან გინკელი) - შაქირი (65. დიუფი), აფელაი, არნაუტოვიჩი - ბოიანი
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი - კერიკი, ერერა (82. პერეირა) - მატა, ფელაინი, დეპაი (46. რუნი) - მარსიალი
გაფრთხილება: ბოიანი - იანგი, პერეირა
კუთხური: 1-12 ჯარიმა: 13-16 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 13(3)-11(6) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 27 426
ტოტენჰემი-ნორვიჩი 3:0
გოლები: 1:0 კეინი (26-პენ), 2:0 კეინი (42), 3:0 კეროლი (80)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დეივისი - დემბელე (86. შადლი), დაიერი - ლამელა, ალი (79. სონი), ერიკსენი (72. კეროლი) - კეინი
ნორვიჩი (4-2-3-1): დ. რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - მულუმბუ (73. ჰოუსონი), ოფოე (73. დორანსი) - რედმონდი, ტეტი, ბრეიდი (79. მბოკანი) - ჯერომი
გაფრთხილება: დაიერი - ტეტი, ჰოუსონი
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 4-13 თამაშგარე: 3-8 კარში დარტყმა: 15(10)-11(3) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 35 198
სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 კი (9)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - ბრიტონი (90+3. შელვი), კი - რუტლეჯი (90+2. ბეროუ), სიგურდსონი, მონტერო (46. კორკი) - ა. აიუ
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი. ოლსონი (60. ბერაჰინო), ბრანტი - ევანსი - გარდნერი (59. სესენიონი), ფლეტჩერი, იაკობი (81. მაკმანამანი), მორისონი - ლამბერტი
გაფრთხილება: ანხელ რანხელი - ოლსონი, იაკობი, მაკმანამანი
კუთხური: 0-7 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 7(2)-9(3) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 20 789
სიტი-სანდერლენდი 4:1
გოლები: 1:0 სტერლინგი (12), 2:0 იაია ტურე (17), 3:0 ბონი (22), 4:0 დე ბრუინი (54), 4:1 ბორინი (59)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, მანგალა, ოტამენდი (62. კომპანი ( 71. დემიკელისი)), კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე (62. დელფი) - დე ბრუინი, სტერლინგი, დავიდ სილვა - ბონი
სანდერლენდი (4-3-3): მანონე - ჯონსი, ო"ში, კოატესი, ვან ანჰოლტი - ჯონსონი, მ"ვილა (56. კატერმოლი), ხორდი გომესი - გრემი (72. უოტმორი), ბორინი, ფლეტჩერი (62. ლენსი)
შენიშვნა: ბონიმ ვერ გაიტანა პენალტი (69)
გაფრთხილება: სტერლინგი - ჯონსი
კუთხური: 5-1 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 19(9)-11(3) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 54 523
ლივერპული-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 ბენტეკე (63)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, სახო, ლოვრენი, მორენო - ჰენდერსონი, ჯანი - ლალანა (90+3. ალენი), ფირმინო, კოუტინიო (90+1. ლუკასი) - ორიჯი (38. ბენტეკე)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი (80. კრამარიჩი), კინგი, კანტე, ოლბრაიტონი - ოკაზაკი (69. დაიერი), ვარდი (69. ულოა)
გაფრთხილება: ლალანა, ჯანი - ჰუტი
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 11-8 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 25(4)-7(3) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 44 123
ჩელსი-უოტფორდი 2:2
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (32), 1:1 დინი (42-პენ), 1:2 იგალო (56), 2:2 დიეგო კოშტა (65)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი (46. ობი მიკელი), მატიჩი - ვილიანი, ოსკარი, პედრო (75. აზარი) - დიეგო კოშტა
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი, კატკარტი, ბრიტოსი, ჰოლებასი - აბდი (69. ბეჰრამი), უოტსონი, კაპუ, ხურადო (73. ანია) - დინი (90+3. გედიურა), იგალო
შენიშვნა: ოსკარმა ვერ გაიტანა პენალტი (80)
გაფრთხილება: დიეგო კოსტა - ბრიტოსი, კატკარტი, ჰოლებასი, ბეჰრამი
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 17(2)-13(4) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 41 620
ბორნმუთი-კრ. პალასი 0:0
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - რიტჩი, გოსლინგი (90+2. კერმორგანტი), არტერი (46. ო"კეინი), სტანისლასი - მარეი (71. რენტი)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დელანი, დანი, სუარე - ლედლი (74. იედინაკი), მაკარტური - პანჩონი, მეტჩი (46. კაბაი), ზაჰა - კემპბელი (68. შამახი)
გაფრთხილება: არტერი -
კუთხური: 8-9 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 10(4)-11(3) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 11 218
ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 0:1 კრისუელი (45+2), 1:1 აიუ (62-პენ)
ასტონ ვილა (4-3-1-2): გუზანი - ჰატონი, ოკორე, ლესკოტი, ბაკუნა - ვესტვუდი, სანჩესი (38. ხილი), გეიე - ვერეტო (83. ტრაორე) - ჯ. აიუ, ჟესტედი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ტომკინსი (46. ჯენკინსონი), კოლინსი, ოგბონა, კრისუელი (75. სონგი) - პედრო ობიანგი, კუიატე - მაიკლ ანტონიო, ნოუბლი, სარატე (85. ოქსფორდი) - ე. ვალენსია
გაფრთხილება: ბაკუნა, ჰატონი, ლესკოტი - ოგბონა, კოლინსი, კუიატე
კუთხური: 9-6 ჯარიმა: 14-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 14(7)-10(4) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 38 193
ნიუკასლი-ევერტონი 0:1
გოლი: 0:1 კლევერლი (90+3)
ნიუკასლი (4-4-1-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - სისოკო, ანიტა, კოლბეკი, ვეინალდუმი - აიოსე პერესი (87. ტოვენი), მიტროვიჩი
ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ფუნეს მორი, ბეინსი - ბარკლი (69. დულოფეუ), ბერი, კლევერლი - ლენონი (69. ბეშიჩი), მირალასი (85. ოსმანი), ლუკაკუ
გაფრთხილება: იანმაატი, კოლბეკი - ბერი, ბარკლი
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 16-12 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 10(1)-20(7) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 51 682
საუთჰემპტონი-არსენალი 4:0
გოლები: 1:0 მარტინა (19), 2:0 ლონგი (55), 3:0 ფონტე (69), ლონგი (90+2)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - მარტინა, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - კლასი (67. რომეუ), ვანიამა - დევისი, უორდ-პრაუსი (71. ტადიჩი), მანე (81. ხუანმი) - ლონგი
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, ფლამინი (74. ჩემბერსი) - კემპბელი (64. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), იოზილი, უოლკოტი (78. აივობი) - ჟირუ
გაფრთხილება: ლონგი -
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 6-1 კარში დარტყმა: 11(5)-7(4) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 31 669
ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 13 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), ოდიონ იგალო (უოტფორდი); 11 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ოლივიე ჟირუ (არსენალი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"