პრემიერლიგა. XXII ტური: "ლესტერი" აუტსაიდერს ვერ გაუმკლავდა, მაგრამ გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
16 იანვარს ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, "ტოტენჰემმა" 4:1 გაანადგურა "სანდერლენდი". კრისტიან ერიქსენმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც მუსა დემბელეს ანგარიშზეა, ერთიც პენალტით ჰარი კეინმა გაიტანა.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვება კარგი პასუხია წინა ტურში "ლესტერთან" მარცხზე. ძალიან გახარებული ვარ, გუნდი ძალიან მონდომებულად უტევდა. "ტოტენჰემი" საკუთარ ძალებში დარწმუნებული გუნდია".

"მანჩესტერ სიტიმ" 4:0 გაანადგურა ლონდონის "კრისტალ პალასი". სერხიო აგუერომ დუბლი შეასრულა, ხოლო ფაბიან დელფმა და დავიდ სილვამ თითო გოლი გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჩელსი" "ევერტონთან" მარცხს მე-8
კომპენსირებულ წუთზე გადაურჩა, როცა ჯონ ტერიმ გაიტანა ლივერპულელთა კარში, არადა, ანგარიშიც სწორედ მან გახსნა... ავტოგოლით. ტერის გოლი ყველაზე გვიანდელია პრემიერლიგის ბოლო 4 სეზონში.

აღსანიშნავია, რომ გუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით 5 მატჩში დიეგო კოშტამ იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ბოლო 20 შეხვედრაში (5).

რობერტო მარტინესი (ევერტონი): "ტერიმ გაიტანა მეტრიანი ოფსაიდიდან, მაშინ, როცა კომპენსირებულ დროს უკვე 50 წამი გადაამეტეს. ასეთ საქციელს არანაირი ახსნა არა აქვს, ასეთი რამ პრემიერლიგაში არ უნდა ხდებოდეს".

გუს ჰიდინკი (ჩელსი): "არ დავმალავ, ტერიმ მართლაც ოფსაიდიდან გაიტანა. მსაჯმა 7 წუთი დაამატა, არბიტრს ვუთხარი, რომ ის დრო არ გამორჩენოდა, როცა "ევერტონის" ფეხბურთელები კომპენსირებულ დროში გატანილ ბურთს ზეიმობდნენ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლესტერმა" სტუმრად 1:1 ითამაშა აუტსაიდერ "ასტონ ვილასთან" და პრემიერლიგას სათავეში ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ რიად მაჰრეზმა მასპინძელთა კარში პენალტი ვერ გაიტანა. ამ შეხვედრაში ერთ ეპიზოდში გუნდი-გუნდზე ჩხუბიც ვიხილეთ.

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "40 ქულის აღების მერე, "ლესტერის" ამოცანა კიდევ 40 ქულაა, რატომაც არა? ამ თამაშში კი არ გაგვიმართლა, თამაშს ვაკონტროლებდით, მსაჯმა კი მეტოქე ფეხბურთელის ხელით თამაში ვერ შეამჩნია საჯარიმოში. არა უშავს, ფეხბურთში ასეთები ხდება".

ტოტენჰემი-სანდერლენდი 4:1
გოლები: 0:1 ვან აანჰოლტი (40), 1:1 ერიქსენი (42), 2:1 დემბელე (59), 3:1 ერიქსენი (67), კეინი (79-პენ)

სიტი-კრ. პალასი 4:0
გოლები: 1:0 დელფი (22), 2:0 აგუერო (41), 3:0 აგუერო (68), 4:0 დ. სილვა (84)

ჩელსი-ევერტონი 3:3
გოლები: 0:1 ტერი (50 ს. კ.), 0:2 მირალასი (56), 1:2 დ. კოშტა (64), 2:2 ფაბრეგასი (66), 2:3 მორი (90), 3:3 ტერი (98)

ბორნმუთი-ნორვიჩი 3:0
გოლები: 1:0 გოსლინგი (10), 2:0 დენიელსი (54-პენ), 3:0 აფობე (75)

საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
გოლები: 1:0 უარდ-პროუსი (5), 2:0 უარდპროუსი (35-პენ), 3:0 ტადიჩი (72)

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 ა. პერესი (6), 2:0 ვეინალდუმი (15), 2:1 იელავიჩი (49)

ასტონ ვილა-ლესტერი 1:1
გოლები: 0:1 ოკაზაკი (28), 1:1 ჟესტედი (75)
შენიშვნა: მაჰრეზმა (ლესტერი) ვერ გაიტანა პენალტი (33)

1. ლესტერი - 44 ქულა; 2. სიტი - 43; 3. არსენალი - 43; 4. ტოტენჰემი - 39; 5. ვესტ ჰემი - 35.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული