* ჰარი კეინს ბოლო 13 პრემიერლიგურ შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.
* რობერტო მარტინესმა პრემიერლიგაში 250-ე შეხვედრა გამართა მწვრთნელის რანგში და გახდა 21-ე სპეციალისტი, ვინც ამ ნიშნულზე ავიდა.
* ჯონ ტერისთვის "ევერტონთან" შეხვედრა მე-700 თამაში იყო "ჩელსის" მაისურით, ყველა ტურნირის ჩათვლით.
* ტერის "ჩელსის" ამჟამინდელ შემადგენლობაში ყველაზე მეტი ავტოგოლი აქვს გატანილი.
* ტერი გახდა მიმდინარე სეზონის მესამე მოთამაშე, რომელმაც პრემიერლიგის მატჩში თავის კარშიც გაიტანა და მეტოქისაშიც. აქამდე
* კევინ მირალასმა ცოტა გამოიღვიძა: ბოლო 5 მატჩში მას 3 გოლი უგროვდება, მაშინ, როცა წინა 15-ში ბელგიელი ერთი ბურთით შეეწია "ევერტონს".
* გუს ჰიდინკის ხელში დიეგო კოშტას 5 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
* 2015 წლის 12 აპრილის მერე სესკ ფაბრეგასმა პრემიერლიგაში პირველად გაიტანა და 1991-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა.
* "სიტის" ამ სეზონში ყველაზე მეტი, 11 გოლი აქვს გატანილი საჯარიმოს გარედან. ეს მინიმუმ, 4 ბურთით მეტია ნებისმიერი სხვა გუნდის მაჩვენებელზე.
* პრემიერლიგაში გადმოსვლიდან, ანუ 2011 წლის ზაფხულიდან მოყოლებული აქამდე, სერხიო აგუერომ 88 გოლი გაიტანა, სულ ცოტა, 10-ით მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელმა. აქვე ვთქვათ, რომ კუნს ახლა უკვე იმ 28 კლუბიდან, რომლის წინააღმდეგაც პრემიერლიგაში თამაში მოუხდა, 25-ის კარში გატანილი აქვს.
* კევინ დე ბრუინს ამ სეზონში "სიტის" მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 29 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
* "კრისტალ პალასმა" 1998 წლის მერე პირველად "მოახერხა" და უმაღლეს ლიგაში ზედიზედ 5 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.
* 2014 წლის თებერვლის მერე ჯეიმს უორდ-პრაუსი გახდა "საუთჰემპტონის" პირველი მოთამაშე, რომელმაც გოლი პირდაპირ ჯარიმიდან გაიტანა. მაშინ ეს რიკი ლამბერტმა შეძლო.
* "ალბიონთან" შეხვედრაში ვორდ-პრაუსმა ორჯერ გაიტანა (ჯარიმიდან და პენალტით), ანუ იმაზე მეტჯერ, ვიდრე წინა 92 პრემიერლიგურ მატჩში "წმინდანების" მაისურით. აქამდე მის აქტივში მხოლოდ 1 ბურთი გახლდათ.
* დუშან ტადიჩს უკვე იმაზე მეტი (4) გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მთლიანად წინა სეზონში.
* "ნორვიჩი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც გასვლაზე კარი "მშრალად" არც ერთხელ არ შეუნახავს.
* რობერტ მედლიმ პრემიერლიგის ამ სეზონში 15 მატჩში იმსაჯა და 10 პენალტი დანიშნა.
* 2014/15 წლების სეზონის დაწყებიდან აქამდე "ბორნმუთის" სასარგებლოდ 20 პენალტი დაინიშნა. ეს ინგლისის პირველ 4 დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია.
* "ვულვზიდან" "ბორნმუთში" გადასულ 22 წლის ბენიკ აფობეს 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული 33 გოლი აქვს გატანილი. ის მხოლოდ სერხიო აგუეროს (36) ჩამორჩება. "ალუბლების" ახალგამომცხვარი ფორვარდის დარად, ამ მონაკვეთში 33-33 გოლი აქვთ "ტოტენჰემის" ჰარი კეინს, "უოტფორდის" ოდიონ იგალოსა და "ბარნლის" ანდრე გრეის.
* ჯორჯინიო ვეინალდუმის ცხრავე გოლი "სენტ ჯეიმს პარკზე" აქვს გატანილი.
* ყველა ტურნირს თუ ავიღებთ, შინჯი ოკაზაკის 5 გოლი აქვს "ლესტერის" მაისურით გატანილი და საინტერესოა, რომ ხუთივე საგარეო შეხვედრებში.
* მიმდინარე სეზონში "ლესტერი" 33 დღის განმავლობაში იყო პრემიერლიგის ლიდერი. "ტოტენჰემი" კი პრემიერლიგის დაარსებიდან, ანუ 1992 წლიდან დღემდე, ჯამში ზუსტად 33 დღე ლიდერობდა ინგლისის ჩემპიონატს.
* 2013 წლის 22 სექტემბრიდან აქამდე "ასტონ ვილას" რიგებში შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა ჯამში სულ 3 გოლი გაიტანეს. აქედან 2 რუდი ჟესტედზე მოდის.
* "ლესტერს" 6 საათისა და 11 წუთის განმავლობაში არ გაეშვა პრემიერლიგაში გოლი და ეს სერია "მელიებს" ჟესტედმა შეუწყვიტა.
* უეინ რუნიმ "მანჩესტერის" მაისურით მიჯრით ოთხჯერ 2012 წლის მარტის მერე პირველად გაიტანა.
* "ლივერპულს" კუთხურების მერე ყველაზე მეტი (7) გოლი აქვს გაშვებული.
* მიმდინარე სეზონში "მანჩესტერმა" "ლივერპულს" კარში ზუსტად 4-ჯერ დაურტყა და 4 გოლი გაუტანა.
* იურგენ კლოპის მისვლის მერე მერსისაიდელებმა პირველად ვერ შეძლეს საშინაო შეხრვედრაში გოლის გატანა. იქამდე გუნდს მიჯრით 8 საშინაო თამაშში გაჰქონდა.
* ლუი ვან გაალი მეოთხედ დაუპირისპირდა "ლივერპულს" და მეოთხედაც მოუგო.
* მარკ ჰიუზი მწვრთნელის რანგში საშინაო შეხვედრაში არსენ ვენგერთან არასდროს დამარცხებულა პრემიერლიგაში - 5 მოგება, 3 ფრე.
* "სტოკს" 8 პრემიერლიგური საშინაო მატჩიდან "არსენალთან" ოდენ 1 აქვს წაგებული - 4 მოგება, 3 ფრე.
* 2012 წლის ნოემბრის მერე "მეთოფეებმა" პირველად დაასრულეს საგარეო შეხვედრა ანგარიშით 0:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"