ინფორმაცია ამის შესახებ "ინტერის" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
სერბის კონტრაქტი მილანელებთან 2016 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი, თუმცა მხარეებს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნაადრევად დასრულდა.
"მადლობა მსურს გადავუხადო "ინტერს" და ამ შესანიშნავი გუნდის გულშემატკივარს. წარმატებებს გისურვებთ მომავალში", - ციტირებს ვიდიჩის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
მიმდინარე სეზონში ნემანია "ინტერის" მაისურით მოედანზე ერთხელაც არ გამოჩენილა.