სუარესისა და კინის სადებიუტო გასროლა

AutoSharing Option
ლუის სუარესმა და რობი კინმა შესაბამისად "ლივერპულისა" და "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში ჩატარებული პირველი მატჩები გოლებით აღნიშნეს. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, გამოდგება თუ არა სუარესი "ჩელსიში" წასული ფერნანდო ტორესის სრულფასოვანი შემცვლელი, დასაწყისი კი ნამდვილად იმედისმომცემი აქვს.

ლიდერთა ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც ამ ტურში სამი ქულა ვერ მოიპოვა, "მანჩესტერ სიტია". არადა, "ქალაქელები" გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. "ბირმინგემმა" ვაჟკაცურად იბრძოლა და მეტოქეს ანგარიში ორჯერ გაუთანაბრა.

"ტოტენჰემის" თავკაც ჰარი რედნაპს კადრებში ისე გაუჭირდა, რომ სათადარიგოთა სკამზე ერთბაშად ორი მეკარე დასვა. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად,
"დეზებმა" მაინც შეძლეს მძიმე გასვლითი გამარჯვების მოპოვება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანი ამბავი ინგლისიდან, რომელსაც ვრცლად "ლელოს" ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ: სეზონის დასრულებას აღარ დაელოდა და საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა მცველმა გარი ნევილმა...


ინგლისი. პრემიერლიგა. XXV ტური

ბირმინგემი-სიტი 2:2
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი – კარი, ჟირანეკი, რიჯუელი, რ. ჯონსონი – გარდნერი, ფერგიუსონი, ბოიერი (75. ბოსეჟური), ბენტლი – ჟიგიჩი, ჯერომი (70. ფილიპსი).
სიტი: (4-4-2): ჰარტი – რიჩარდსი (37. კ. ტურე), ჟ. ბოატენგი, კოლაროვი, კომპანი – დე იონგი (46. ვიეირა), ბერი, დავიდ სილვა, მილნერი – ტევესი, ჯეკო.
გოლები: 0:1 ტევესი (4), 1:1 ჟიგიჩი (23), 1:2 კოლაროვი (41), 2:2 გარდნერი (77. პენ.)
გაფრთხილება: დე იონგი, კოლაროვი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-15 (5-7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 24 379


ბლექბერნი-ტოტენჰემი 0:1
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი – სალგადო, ნელსენი, სამბა, ოლსონი – ენდრიუსი, ჰოილეტი, დანი (67. პედერსენი), ჯ. ჯონსი (64. ნზონზი) – მ. დიუფი (82. მვარუვარი), რობერტსი.
ტოტენჰემი (4-4-2): გომესი – ჩორლუკა, ასუ-ეკოტო, გალასი, ბასონგი – ვან დერ ვაარტი, ლენონი, პალასიოსი, ჯენასი – კრაუჩი, დეფო (76. სანდრო).
გოლი: 0:1 კრაუჩი (4)
გაფრთხილება: ჯონსი, ნზონზი - ჩორლუკა
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-6 (7-3); ბურთის ფლობა: 47%-53%;
მაყურებელი: 23 253


ბლექპული-ვესტ ჰემი 1:3
ბლექპული (4-3-3): კინგსონი – ერდლი, კერნი, კატკარტი (46. ევატი), ბაპტისტე – ვოგანი, რიდი (60. ჰეირვუდი), ადამი – ვერნი (61. ბიტი), ტეილორ-ფლეტჩერი, დიჯეი კემპბელი.
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი – იაკობსენი, გებიდონი (34. ვ. რიდი), ტომკინსი, ბრიჯი – ონილი, ობინა (83. ბოა მორტე), ნობლი, პარკერი – პიკიონი, კინი (84. კოვაჩი).
გოლები: 0:1 ობინა (24), 0:2 კინი (37), 1:2 ადამი (42), 1:3 ობინა (44)
გაფრთხილება: პარკერი
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 21-13 (4-8); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 15 095


ბოლტონი-ვულვზი 1:0
ბოლტონი (4-4-2): იასკელაინენი – რიკეტსი, რობინსონი, კეჰილი, ნაითი – ლ. იონგი (68. როდრიგო), ტეილორი (68. სტარიჯი), მ. დევისი, ჰოლდენი – კ. დევისი (89. მუამბა), ელმანდერი.
ვულვზი (4-5-1): ჰენესი – ზუბარი, ელოკობი, სტირმენი, ბერა – ჰამილი (89. ებენს-ბლეიკი), ჯერვისი (75. უორდი), ედვარდსი (75. ოჰარა), ჰენრი, დ. ჯონსი – დოილი.
გოლი: 1:0 სტარიჯი (90)
გაფრთხილება: რობინსონი – სტირმენი, ზუბარი, ჰენრი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 14-12 (4-1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 18 944


ფულჰემი-ნიუკასლი 1:0
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი – პენტსილი, ბირდი, ჰიუზი, ჰანგელანდი – სიდუელი, მერფი (87. გერა), დემპსი, დაფი (87. ს. დევისი) – დემბელე, ე. ჯონსონი (72. კაკუტა).
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი – სიმპსონი, ენრიკე, უილიამსონი, კოლოჩინი – ბარტონი, გუტიერესი, გუტრიე, ნოლანი – ბესტი (72. ლოვენკრანდსი), ამეობი (13. რეინჯერი).
გოლი: 1:0 დაფი (67)
გაფრთხილება: სიმპსონი, ნოლანი, გუტრიე
კუთხური: (4-4-2): 5-7; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 16-5 (9-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 620


ლივერპული-სტოკი 2:0
ლივერპული (4-4-2): რეინა – კირიაკოსი, აგერი, შკრტელი, აურელიო (63. სუარესი) – გ. ჯონსონი, ლუკასი, ჯერარდი, კელი – კუიტი, მეირელეში (76. შელვი).
სტოკი (4-5-1): ბეგოვიჩი – ჰუტი, ფაიე (65. კოლინზი), ჰიგინბოთემი, უილკინსონი – უილსონი (67. ფულერი), დიაო (62. დელაპი), უითეჰედი, უოლტერსი, პენანტი – კარეუ.
გოლები: 1:0 მეირელეში (47), 2:0 სუარესი (79)
გაფრთხილება: ჯონსონი – ჰუტი, კოლინზი, დიაო, კარეუ
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-8 (7-1); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 40 254

1. მანჩესტერი 24 15 9 0 54-22 54
2. არსენალი 24 15 4 5 50-23 49
3. სიტი 25 13 7 5 39-22 46
4. ჩელსი 24 13 5 6 46-21 44
5. ტოტენჰემი 24 11 8 5 33-26 41
6. სანდერლენდი 25 9 10 6 30-28 37
7. ლივერპული 25 10 5 10 33-31 35
8. ბოლტონი 25 8 9 8 35-35 33
9. ბლექბერნი 25 9 4 12 31-38 31
10. ნიუკასლი 24 8 6 10 36-34 30
11. სტოკი 24 9 3 12 28-30 30
12. ფულჰემი 25 6 11 8 26-26 29
13. ბლექპული 24 8 4 12 35-44 28
14. ასტონ ვილა 25 7 7 11 28-43 28
15. ევერტონი 24 5 12 7 28-31 27
16. ვესტ ბრომვიჩი 24 7 5 12 31-45 26
17. ბირმინგემი 23 4 12 7 23-33 24
18. ვესტ ჰემი 25 5 9 11 27-44 24
19. უიგანი 25 4 11 10 22-41 23
20. ვულვზი 24 6 3 15 24-42 21


ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერი); 15 - ტევესი (სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი/ლივერპული); 10 - დროგბა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ოდემვინგიე (ვესტ ბრომვიჩი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული