ინფორმაციას ამის შესახებ The Times-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელებს 27 წლის მექსიკელის ყიდვა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდათ, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.
კონკრეტულად რა თანხას იხდის "ლივერპული" მექსიკელ ფორვარდში, ჯერჯერობით უცნობია.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში ჩიჩარიტოს ანგარიშზე 11 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.