"საუთჰემპტონის" ფეხბურთელი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
"საუთჰემპტონის" ნახევარმცველი ვიქტორ ვანიამა "ვესტ ჰემთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ მან მოედნის ცენტრში დიმიტრი პაიე მოცელა. ეს 24 წლის საყრდენისთვის უკვე მესამე გაძევებაა მიმდინარე სეზონში, იგი "ბორნმუთთან" და "ნორვიჩთან" შეხვედრებშიც დროზე ადრე მიაბრძანეს მინდვრიდან.

შესაბამისად, ვანიამა "წმინდანებს" 19 მარტს დაუბრუნდება, როდესაც "საუთჰემპტონი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. კლუბი სასჯელის სახით, ფეხბურთელისთვის ორი კვირის ხელფასის დაქვითვას აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული