უპრეცედენტო კოეფიციენტის მოგება - ლონდონში კაცმა 181 570 კუში დასვა

AutoSharing Option
აღმოსავლეთ ლონდონის მცხოვრებმა 181 570 კოეფიციენტის ბილეთი გააკეთა და ერთ ფუნტში 181 570 ფუნტი მოიგო.

ბილეთის ავტორმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა უპრეცედენტო ფსონის შესახებ კომენტარი მაინც გააკეთა.

"ეიფორიაში ვარ ამ მოგების გამო. ამჟამად ცოლთან, სამი წლის შვილთან და კიდევ ოჯახის 4 წევრთან ერთად ვცხოვრობ. ამიტომ ამ ფულს სახლის საყიდლად გამოვიყენებ".

საბუკმეკერო კომპანიის, William Hill-ის წარმომადგენელმა ჯო კრილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

"ასეთი ფსონი აქამდე ჯერ არ გვინახავს. ეს მოთამაშე და მისი შემთხვევა უდავოდ გამორჩეულია".

აღსანიშნავია, რომ ბილეთის პატრონს ბევრი სანერვიულო
ჰქონდა. ინგლისის თასზე მას "უოტფორდის" მოგება სურდა "ნოტინგემ ფორესტთან" და ეს ოდიონ იგალოს გოლის წყალობით მხოლოდ 89-ე წუთზე მოხდა.

უფრო მეტი სანერვიულო კი იღბლიან მოთამაშეს "ეიბარი"-"მალაგას" მატჩმა გაუჩინა. მას ორივეს გატანაზე ედო, "ეიბარმა" კი საკუთარი გოლი მხოლოდ 94-ე წუთზე შეაგდო.

საბოლოოდ მოთამაშემ 181 570.5 ფუნტი მოიგო.

ასე გამოიყურება მისი ბილეთი:

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა დეიღუპა მაგი!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული