აღნიშნული ინფორმაცია "ალ-არაბის" მთავარმა მწვრთნელმა ჯანფრანკო ძოლამაც დაადასტურა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ჩელსიში" გაატარა.
"ტერი - შესანიშნავი ფეხბურთელია. მიმაჩნია, რომ მისნაირი ფეხბურთელის გადაბირება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ყატარულ გუნდებსაც სურთ", - თქვა ძოლამ.
შეგახსენებთ, რომ ტერი "ჩელსის" ღირსებას 1998 წლიდან იცავს. ლონდონელთა შემადგენლობაში მან ინგლისის ჩემპიონატი ოთხჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა - ორჯერ მოიგო.