როგორც As იტყობინება, "სიტის" მომავალი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა და კლუბის სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტანი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდნენ 26 წლის ფეხბურთელის აგენტს.
წყაროს ინფორმაციით, "სიტი" კროოსის ყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება. ინგლისური გუნდი კროოსს იაია ტურეს შემცვლელად განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.