ასოციაციის თასი. 1/8 ფინალი: "არსენალს" გადათამაშება ელის

AutoSharing Option
20 თებერვალს ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალის 4 შეხვედრა გაიმართა.

ლონდონის "არსენალმა" ვერაფერი მოუხერხა "ჰალ სიტის" და ახლა ამ გუნდებს გადათამაშება ელით, ოღონდ მასპინძელი უკვე "ჰალი იქნება".

არსენ ვენგერი (არსენალი): "გადათამაშება კლუბისთვის არცთუ კარგი პერსპექტივაა იმის გათვალისწინებით, რომ "არსენალი" რამდენიმე ფრონტზე ერთად იბრძვის.

"უოტფორდმა" მინიმალური ანგარიშით აჯობა "ლიდს იუნაიტედს" და მეოთხედფინალში გავიდა. აი, "რედინგმა" კი გათამაშებიდან პრემიერლიგის წარმომადგენელი "ვესტ ბრომვიჩი" გააგდო, ერთ-ერთი გოლის ავტორი ლუკას პიაზონია.

"ევერტონიც" აგრძელებს ბრძოლას, ლივერპულელებმა სტუმრად "ბორნმუთი" დაამარცხეს - 2:0. მეორე ტაიმში გოლები როს ბარკლიმ და
რომელუ ლუკაკუმ
გაიტანეს.

არსენალი-ჰალი 0:0

რედინგი-ვესტ ბრომვიჩი 3:1
გოლები: 0:1 დ. ფლეტჩერი (54), 1:1 მაკშეინი (59), 2:1 ჰექტორი (72), 3:1 პიაზონი (94)

უოტფორდი-ლიდსი 1:0
გოლი: 1:0 ვუტონი (53 ს. კ.)

ბორნმუთი-ევერტონი 0:2
გოლები: 0:1 ბარკლი (55), 0:2 ლუკაკუ (76)
შენიშვნა: დენიელსმა (ბორნმუთი) ვერ გაიტანა პენალტი (38)

21 თებერვალი
ბლექბერნი-ვესტ ჰემი 18:00
ტოტენჰემი-კრ. პალასი 19:00
ჩელსი-სიტი 20:00

22 თებერვალი
შრიუსბერი-მანჩესტერი 23:45
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული