"ჩელსის" წითელა შეეყარა

AutoSharing Option

ტურის მთავარი შეხვედრა ყველაზე ლამაზი სანახავი არ გამოდგა, მაგრამ მნიშვნელოვანი იცოცხლეთ, იყო: „ლივერპულმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსი“ დაამარცხა - 1:0. ეს თამაში უპირველეს ყოვლისა იმით იპყრობდა ყურადღებას, რომ „ჩელსიში“ „ლივერპულიდან“ „გაქცეულ“ ფერნანდო ტორესს უნდა ჰქონოდა დებიუტი.

 

ჰქონდა კიდეც, თუმცა ესპანელმა ფორვარდმა ვერც გოლი გაიტანა და დიდი შთაბეჭდილებაც ვერ დატოვა. ვფიქრობთ, ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი ის, რომ ტორესი ახალ გუნდთან შეუთამაშებელია და მეორე ის, რომ ლივერპულელთათვის მიზანი - „ტორესს არ უნდა გავატანინოთ“, თავად მატჩის შედეგზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ იყო. ამაში დასარწმუნებლად შეხვედრის

ოდნავ დაკვირვებით ნახვაც საკმარისი გახლდათ. საბოლოოდ გამოვიდა, რომ მერსისაიდელებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს, ლონდონელებმა კი - მცდარი და შედეგიც შესაბამისი მიიღეს: რაულ მეირელეშმა ტორესის მოედნიდან გასვლის შემდეგ 3 წუთში გაიტანა გამარჯვების გოლი. პირველ ტაიმში „წითლებს“ კიდევ ერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მაქსი როდრიგესს არ გაუმართლა და ხარიხას გაარტყა ბურთი.

გუშინდელი თამაშებიდან მეორე აუტსაიდერთათვის გახლდათ მნიშვნელოვანი: „ბირმინგემმა“ „აპტონ პარკზე“ „ვესტ ჰემს“ 1:0 მოუგო და გასავარდნთა სამეულიდან მაღლა აძვრა. აი, შაბათს კი პრემიერლიგაში საოცარი დღე იყო - 41 გოლი გავიდა! მათგან ბოლომ მეხივით დაიქუხა, რადგან ეს გახლდათ გოლი, რომელმაც მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი დამარცხება განაპირობა. თან ვინ აჯობა გუნდს, რომელიც ზედიზედ წაუგებელ შეხვედრათა რეკორდზე მიდიოდა, არ გაინტერესებთ? აუტსაიდერმა „ვულვზმა“... თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პრემიერლიგის დიდი გუნდი „მოლინოზე“, პირველად 5 თებერვალს როდი გამწარდა: მანჩესტერელები „ვულვზისგან“ გაწბილებულ თანაქალაქელ „სიტისა“ და „ჩელსის“ შეუერთდნენ.

სასეირო იყო ისიც, რომ „იუნაიტედმა“ მე-3 წუთზევე გახსნა ანგარიში, რაც, თითქოს, ძლიერთა მიერ სუსტების რბევას მოასწავებდა, მაგრამ „ვულვზმა“ შესვენებამდე ჯერ გაქვითა, მერე წინ გავიდა, მეორე ტაიმში კი მანჩესტერულ ზეწოლას გაუძლო და უცნაურ დღეს ასეთივე წერტილი დაუსვა: წაგების მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედი“ მაინც 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „არსენალს“, რომელმაც „ნიუკასლს“ ჯერ 4 გოლი გაუტანა, მერე კი ამდენივე გაუშვა და ქულის მეტი ვერ მოიპოვა.


„იუნაიტედის“ თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი თამაშის შემდეგ ვეტერანი მცველის, რიო ფერდინანდის ბედს განიცდიდა. ფერდინანდი მოთელვის დროს დაშავდა და ორ კვირას გამოტოვებს:

„რიომ მყესი დაიჭიმა და, ვფიქრობ რამდენიმე ტურის გაცდენა მოუხდება. რაც შეეხება წაგებას, მის გამო, რასაკვირველია, გაწბილებული ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მეორე ტაიმში მთლად ჩვენებურად ვერ ვითამაშეთ. თან „ვულვზი“ სტადნდარტულ მდგომარეობებში ძლიერია და დღეს ეს დაამტკიცა კიდეც.“

„არსენალზე“ გაკვრით მოგახსენეთ, რომ ჯერ ოთხი გაიტანა და მერე ამდენივე გაუშვა. ახლა, მოდი, ერთიც დავძინოთ: ბოლო 40 წუთი ანუ, ფაქტობრივად, მთელი მეორე ტაიმი, „მეთოფეები“ რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ - მსაჯმა აბუ დიაბი გააძევა მოედნიდან. მიზეზი: დიაბიმ ჯოი ბარტონის უხეშობას ზედმეტად ენერგიულად უპასუხა, რისთვისაც პირდაპირი წითელი ბარათი დაიმსახურა. მეორე მხრივ, საეჭვოა ეს ამბავი „არსენალს“ ამართლებდეს. ნუთუ დიაბის გაძევება იმოდენა კატასტროფაა, რომ ოთხი გოლი უნდა გაუშვა?


არსენ ვენგერი: „ეს გახლდათ სრულიად გაუგებარი გაძევება. თან, ვფიქრობ, ბარტონს ძალიან გაუმართლა, დიაბისთან ერთად ისიც რომ არ გაუყენეს გასახდელის გზას. დიაბიმ პირველ ტაიმში საუცხოოდ ითამაშა, ამიტომაც დამწყდა მის გამო გული. რატომ გაფიცხდა თითქოსდა ერთი ჩვეულებრივი უხეშობის გამო? ასეთ უხეშობებს ის ბევრჯერ დიდი ხნით გამოუყვანია წყობიდან და გამძაფრებული დამოკიდებულება აქვს.“

„კაჭკაჭთა“ თავკაცი ალან პერდიუ: „ადამიანს ორთაბრძოლის საშუალება ხომ უნდა გქონდეს... ბარტონის მხრიდან ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი, ალალი ორთაბრძოლა. ცუდს ასეთ ილეთში ვერაფერს ვხედავ.“

არადა, პირველ ნახევარში „არსენალის“ ლაღი თამაშის ნახვა ერთ რამედ ღირდა...


კარლოს ტევესმა კი თავისი 27-ე დაბადების დღე „მანჩესტერ სიტისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ შეხვედრის პირველ ნახევარში შესრულებული ჰეთ-თრიკით აღნიშნა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც ის რობერტო მანჩინიმ მოედნიდან გაიყვანა, ისტლენდის ფანობა ფეხზე წამოდგა და ოვაცია მოუწყო არგენტინელს. მატჩის შემდეგ, მანჩინის ასისტენტმა დევიდ პლატმა თქვა: „ჩვენთვის მთავარი იყო თამაში, ძირითადად, მეტოქის ნახევარზე წარმართულიყო და საბედნიეროდ ეს მოვახერხეთ.“

ამ შეხვედრის მეორე დღეს ანუ კვირას „ვესტ ბრომვიჩმა“ იტალიელი მწვრთნელი რობერტო დი მატეო თანამდებობიდან გაათავისუფლა. დი მატეოს შედეგი მართლაც სავალალო გამოდგა: ყველა შეჯიბრებაში ერთად გუნდმა ბოლო 18 შეხვედრიდან უკე მე-13 წააგო. ამბობენ, რომ დროებით დი მატეოს ნაცვლად გუნდს მისი ასისტენტი მაიკლ ეპლიტონი გაუძღვება.

„ტოტენჰემ ჰოთსპურს“ სამი უმნიშვნელოვანესი ქულა შეცვლაზე შესულმა, დავიწყებულმა ნიკო კრანჩარმა მოუტანა. ხორვატმა, რომელიც ამ სეზონში „დეზთა“ მწვრთნელ ჰარი რედნაპს თავს ვერ აწონებს, დაახლოებით 25 მეტრიდან, ეფექტურად დაურტყა „ბოლტონის“ მეკარე იაასკელაინენს და სასწორი თავისი გუნდის სასარგებლოდ გადახარა.

პირველ ტაიმში მსაჯმა მარკ კლეტენბერგმა ერთწუთიან მონაკვეთში „სფურზის“ სასარგებლოდ ორი პენალტი დანიშნა, რომელთაგან რაფაელ ვან დერ ვაარტმა პირველი გაიტანა, მეორე კი ვერა.  ეს მეორე დარტყმა კლეტენბერგმა ჰოლანდიელს ორჯერ დაარტყმევინა, რადგან პირველ ჯერზე ფეხბურთელები საჯარიმოში ნებადართულზე ადრე შევარდნენ. თუმცა, ორო პენალტის ეპიზოდი სრულად ვერ აღწერს თამაშს, რომელმაც ორმხრივ შეტევებში ჩაიარა და რომელშიც „ჩელსიდან“ „ბოლტონში“ ახალგადასულმა დენიელ სტარიჯმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მერე მოედანზე კრანჩარი შევიდა და...

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შაბათს სულ 41 გოლი გავიდა და ყველაზე ამ ერთ მიმოხილვაში რომ შევჩერდეთ მთელი „ლელოს“ „დაპყრობა“ მოგვიწევს. მეორე მხრივ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ, მაგალითად, „ევერტონმა“ „ბლექპულს“ 5:3 აჯობა და ლურჯ მერსისაიდელთაგან ოთხი გოლი ლუი საამ შეაგდო. იმავე შეხვედრაში ბლექპულელთაგან ერთი სწორედ იმ ჩარლი ადამმა გაიტანა, რომლის „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემში“ არშემდგარი ტრანსფერების შესახებაც მთელი გასული კვირის განმავლობაში ვწერდით.


7 გოლი გავიდა „უიგანისა“ და „ბლექბერნის“ შეხვედრაში. მასპინძელთაგან ორი გოლი ჯეიმს მაკკარტიმ გაიტანა. ასე დაასრულა „უიგანმა“ რვა მატჩისგან შემდგარი ნავსიანი სერია, რომლის განმავლობაშიც ერთი მოგებაც ვერ მოეხერხებინა.


„ასტონ ვილამ“ და „ფულჰემმა“ მხოლოდ ორ-ორი შეუგდეს ერთმანეთს („ვილა“ ორჯერ იგებდა), „სტოკმა“ და „სანდერლენდმა“ კი 5 გაიტანეს - 3 „სტოკმა“ და 2 „სანდერლენდმა. მასპინძელთაგან ორჯერ რობერტ ჰუთმა შეაგდო.

 

სტოკი-სანდერლენდი 3:2
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი (67. უოლტერი), ჰუთი, შოუქროსი, ჰიგინბოთემი - პენანტი, უაიტჰედი, დილეპი, ეზერინგტონი - კ. ჯონსი, კარეუ
სანდერლენდი (5-3-2): გორდონი - ონუოჰა, ბრამბლი, მენსა, ა. ფერდინანდი, ბერდსლი - მუნტარი (89. ზენდენი), რიიჩარდსონი, ჰენდერსონი (83. მოლბრანკი) - ასამოა, სესენიონი
გოლები: 0:1 რიჩარდსონი (2), 1:1 კარეუ (32), 1:2 ასამოა (48), 2:2 ჰუთი (83), 3:2 ჰუთი (90)
გაფრთხილება: დილეპი - მუნტარი, სესენიონი, ჰენდერსონი
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 8-16; კარში დარტყმა: 19-13 (5-5); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 26 008

 

ასტონ ვილა-ფულჰემი 2:2
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, რ. დენი, კოლინზი, კლარკი - დაუნინგი, ს. პეტროვი (84. ოლბრაიტონი), მაკუნი, ე. იანგი, აგბონლაჰორი (87. ჰესკი) - ბენტი
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - პენტსილი (62. სალსიდო), ჰანგელანდი, ჰიუზი, ბეირდი - დაფი (68. ს. დევისი), სიდუელი, დ. მერფი, დემპსი - დემბელე, ე. ჯონსონი (90. გუდიონსენი)
გოლები: 1:0 პენტსილი (13 ს.კ.), 1:1 ე. ჯონსონი (52), 2:1 უოქერი (72), 2:2 დემპსი (78)
გაფრთხილება: ე. იანგი, ს. პეტროვი, მაკუნი - დ. მეერფი, ბეირდი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-12; კარში დარტყმა: 11-14 (3-5); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 35 899

 

ევერტონი-ბლექპული 5:3
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ფ. ნევილი, დისტინი, ჰეიტინგა, ბეინესი - კოულმენი, არტეტა, ფელაინი, როდუელი (70. ბეკფორდი), ბელიალეტდინოვი (70. ტ. კეჰილი) - საა (86. ჯეგიელკა)
ბლექპული (4-4-2): რაჩუბკა - ერდლი, ბაპისტი, ივეტი, ჩერნი - პანჩიონი (74. ედუარდსი), ვუგანი, ადამი, კემპბელი (75. საუთერნი) - გრენდინი, ბიტი (80. ჰერევუდი)
გოლები: 1:0 საა (20), 1:1 ბაპტისტი (37), 2:1 საა (47), 2:2 პანჩეონი (62), 2:3 ადამი (64), 3:3 საა (76), 4:3 ბეკფორდი (80), 5:3 საა (84)
გაფრთხილება: ადამი (ბლექპული)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 12-18; კარში დარტყმა: 24-12 (10-3); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 36 000

 

მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - საბალეტა, კ. ტურე, ბოატენგი, კოლაროვი - კომპანი, ი. ტურე (63. ჯეკო), ბერი - მილნერი, სილვა (90. რაზაკი), ტევესი (87. რაიტ-ფილიპსი)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მიჰილი - რიდი, ი. ოლსონი, შარნერი, შორი - ბრანტი (70. ხარა), მულუმბუ, მორისონი, ტომასი (45. ველა) - ოდემვინგე (88. ტჩოი), ფორჩუნი  
გოლები: 1:0 ტევესი (17-პენ), 2:0 ტევესი (22), 3:0 ტევესი (39-პენ)
გაფრთხილება: საბალეტა - მორისონი, რიდი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 17-16 (8-4); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 46 846

 

ნიუკასლი-არსენალი 4:4
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი - ბარტონი, ნოლანი, ტიოტე, ხონასი - ლოვენკრანდსი (73. რეინჯერი), ბესტი (90. გათრი)
არსენალი (4-4-2): შჩესნი - სანია, კოშელნი, დჯურუ (49. სკილაჩი), კლიში - უოლკოტი (79. ებუე), უილშერი, დიაბი, არშავინი (69. როსიცკი) - ფაბრეგასი, ვან პერსი
გოლები: 0:1 უოლკოტი (1), 0:2 დჯურუ (3), 0:3 ვან პერსი (10), 0:4 ვან პერსი (26), 1:4 ბარტონი (68-პენ), 2:4 ბესტი (75), 3:4 ბარტონი (83-პენ), 4:4 ტიოტე (87)
გაფრთხილება: ნოლანი, სანჩესი - შცესნი, ებუე
გაძევება: დიაბი (50)
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 15-15; კარში დარტყმა: 24-13 (9-7); თამაშგარე: 6-5; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 51 561

 

ტოტენჰემი-ბოლტონი 2:1
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჩორლუკა, დოუსონი, გალასი, ასუ-ეკოტო - ლენონი, ჯენასი, პალასიოსი (78. კრანჩარი), ვან დერ ვაარტი (45. პიენაარი) - დეფო, კრაუჩი (73. პავლიუჩენკო)
ბოლტონი (4-3-3): იაასკელაინენი - რობინსონი, ნაითი, გ. კეჰილი, რიკეტსი - მ. დევისი, ჰოლდენი (87. მუამბა), ტეილორი (77. მ. პეტროვი) - ელმანდერი (68. ლი), სტარიჯი, კ. დევისი 
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (6), 1:1 სტარიჯი (55), 2:1 კრანჩარი (90)
ვერ გაიტანა პენალტი: ვან დერ ვაარტი (8-ტოტენჰემი) 
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 12-18; კარში დარტყმა: 20-13 (7-1); თამაშგარე: 4-0;  ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 36 197

 

უიგანი-ბლექბერნი 4:3
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი, ალკარასი, გოჰური, ფიგეროა - მაკკარტი (83. მაკარტური), უოტსონი, დიამე - ნ’ზოგბია (83. დი სანტო), როდალეგა, მოზესი (67. კლივერლი)  
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო, ნილსენი, სამბა, მ. ოლსონი - ემერტონი (61. დ. დანი), ჯონსი (79. ნზონზი), ჰოილეტი, პედერსენი - რობერტსი, ბენჯანი (60. მ.ბ. დიუფი)
გოლები: 0:1 რობერტსი (23), 1:1 მაკკარტი (35), 2:1 როდალეგა (50), 3:1 მაკკარტი (56), 3:2 სამბა (58), 4:2 უოტსონი (65-პენ), 4:3 დ. დანი (81-პენ)
გაფრთხილება: დი სანტო - სალგადო, ჯონსი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 13-14; კარში დარტყმა: 11-12 (7-5); თამაშგარე: 3-4;  ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 18 567

 

ვულვერჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - ზუბარი, ბერა, სტირმენი, ელოკობი - ჰემილი (65. უორდი), მილიაში (89. ებანკს-ბლეიკი), ჰენრი, ო’ჰარა (59. ფოული), ჯერვისი - დოილი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - რაფაელი, ვიდიჩი, ევანსი (65. სმოლინგი), ევრა - ნანი, ქერიკი (45. სქოულზი), დ. ფლეტჩერი, გიგზი - ბერბატოვი (65. ერნანდესი), რუნი
გოლები: 0:1 ნანი (9), 1:1 ელოკობი (10), 2:1 დოილი (40)
გაფრთხილება: ჰენრი, ო’ჰარა - რუნი, სქოულზი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 9-13; კარში დარტყმა: 9-14 (4-4); თამაშგარე: 2-3;  ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 28 811

 

ვესტ ჰემი-ბირმინგემი 0:1
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - იაკობსენი, რიდი, აპსონი (45. და კოსტა), ბრიჯი - ო’ნილი, პარკერი, ნობლი, ობინა - კინი (76. ბა), პიქვიონი (60. კ. კოული)
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, ჟირანეკი, რ. ჯონსონი, რიჯუელი - ბენტლი, გარდნერი, ფერგიუსონი, ბოიერი - ჯერომი (57. ლარსონი), ჟიგიჩი
გოლები: 0:1 ჟიგიჩი (65)
გაფრთხილება: ნობლი, ობინა, და კოსტა - ფოსტერი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 17-13; კარში დარტყმა: 15-7 (4-2); თამაშგარე: 2-5; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 32 927

 

ჩელსი-ლივერპული 0:1
ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ბოსინგვა (73. ლუიზი), ტერი, ივანოვიჩი, ე. კოული - ესიენი, მიკელი (71. მალუდა), ანელკა, ლემპარდი - ტორესი (66. კალუ), დროგბა
ლივერპული (3-4-3): რეინა - კარაგერი, შკრტელი, აგერი - კელი, ლუკასი, ჯერარდი, გ. ჯონსონი - მეირელეში (84. პოულსენი), კუიტი, მაქსი როდრიგესი (75. აურელიო)
გოლები: 0:1 მეირელეში (69)
გაფრთხილება: მიკელი - ლუკასი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 10-10; კარში დარტყმა: 20-8 (1-3); თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 41 829


1. მანჩესტერი 25 15 9 1 55:24 54
2. არსენალი 25 15 5 5 54:27 50
3. სიტი 26 14 7 5 42:22 49
4. ჩელსი 25 13 5 7 46:22 44
5. ტოტენჰემი 25 12 8 5 35:27 44
6. ლივერპული 26 11 5 10 34:31 38
7. სანდერლენდი 26 9 10 7 32:31 37
8. ბოლტონი 26 8 9 9 36:37 33
9. სტოკი 25 10 3 12 31:32 33
10. ნიუკასლი 25 8 7 10 40:38 31
11. ბლექბერნი 26 9 4 13 34:42 31
12. ფულჰემი 26 6 12 8 28:28 30
13. ევერტონი 25 6 12 7 33:34 30
14. ასტონ ვილა 26 7 8 11 30:45 29
15. ბლექპული 25 8 4 13 38:49 28
16. ბირმინგემი 24 5 12 7 24:33 27
17. ვესტ ბრომვიჩი 25 7 5 13 31:48 26
18. უიგანი 26 5 11 10 26:44 26
19. ვულვზი 25 7 3 15 26:43 24
20. ვესტ ჰემი 26 5 9 12 27:45 24

 

ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 18 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), ბენტი (ასტონ ვილა); 9 - კეჰილი (ევერტონი), დემპსი (ფულჰემი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი); 8 - კემპბელი (ბლექპული).

 

XXVII ტური
12 თებერვალი. მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი, არსენალი-ვულვერჰემპტონი, ბირმინგემი-სტოკ სიტი, ბლექბერნი-ნიუკასლი, ბლექპული-ასტონ ვილა, ლივერპული-უიგანი, ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი, სანდერლენდი-ტოტენჰემი; 13 თებერვალი. ბოლტონი-ევერტონი; 14 თებერვალი. ფულჰემი-ჩელსი.

 


ინგლისი. ჩემპიონატი. XXX ტური


რედინგი-ქუინზ პარკი 0:1

გოლები: 0:1 რუტლიჯი (82)


ბარნლი-ნორვიჩი 2:1
გოლები: 1:0 მერნი (33), 1:1 ჰოლტი (65), 2:1 როდრიგესი (2:1)
კრ. პალასი-მიდლსბრო 1:0
გოლები: 1:0 ვუგანი (36)

 

იფსვიჩი-შეფილდი 3:0
გოლები: 1:0 დილეინი (28), 2:0 ნორისი (52), 3:0 უიქემი (87)
ვერ გაიტანა პენალტი: ლიდბიტერი (84-იფსვიჩი)


ლიდსი-ქოვენთრი 1:0
გოლები: სომა (55)

 

ლესტერი-ბარნსლი 4:1
გოლები: 1:0 გალაჰერი (14), 2:0 კინგი (42), 2:1 მელისი (45), 3:1 კინგი (57), 4:1 ნაუფტონი (88)

 

მილუოლი-დონკასტერი 1:0
გოლები: 1:0 ლისბი (90)

 

ნოტინგემი-უოტფორდი 1:0
გოლები: თაჯი (1)

 

პორტსმუთი-დერბი 1:1
გოლები: 0:1 დევისი (33), 1:1 ნაჯენტი (90)


პრესტონი-ბრისტოლი 0:4
გოლები: 0:1 კიო (4), 0:2 კლერკსონი (56), 0:3 კლერკსონი (64), 0:4 პიტმენი (84)


სკანთორპი-ჰალი 1:5
გოლები: 0:1 ფრაიატი (5), 0:2 მაკლინი (50), 1:2 გარნერი (55), 1:3 ფრაიატი (73), 1:4 მაკლინი (81), 1:5 ფრაიატი (88)


სუონსი-კარდიფი 0:1
გოლები: 0:1 ბელამი (81)

1. ქუინზ პარკი 30 16 11 3 49:18 59        
2. ნოტინგემი 28 14 10 4 39:23 52
3. კარდიფი 29 15 6 8 48:35 51        
4. ნორვიჩი 30 14 9 7 47:38 51        
5. სუონსი 30 15 5 10 37:27 50        
6. ლიდსი 30 13 10 7 55:47 49               
7. მილუოლი 30 12 9 9 39:30 45        
8. ლესტერი 30 13 6 11 46:47 45        
9. უოტფორდი 28 12 7 9 53:41 43        
10. ბარნლი 29 11 10 8 43:36 43        
11. რედინგი 29 10 12 7 43:31 42        
12. ჰალი 30 10 12 8 36:33 42        
13. ბარნსლი 30 11 7 12 36:44 40        
14. იფსვიჩი 28 11 4 13 35:37 37        
15. დონკასტერი 28 10 7 11 41:46 37     
16. ქოვენთრი 30 10 6 14 33:37 36        
17. დერბი 29 10 5 14 41:42 35        
18. ბრისტოლი 30 9 8 13 35:44 35        
19. მიდლსბრო 29 9 6 14 33:37 33        
20. პორტსმუთი 29 8 8 13 39:46 32        
21. კრისტალ პალასი 30 8 7 15 28:48 31        
22. შეფილდ იუნ. 29 7 6 16 26:47 27        
23. სკანთორპი 27 7 3 17 27:51 24        
24. პრესტონი 28 5 6 17 29:53 21

 

ბომბარდირები: 15 - გრემი (უოტფორდი), ბოთროიდი (კარდიფი); 14 - ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 13 – ბეკიო (ლიდსი), კომონსი (დერბი); 12 – შარპი (დონკასტერი), კინგი (ლესტერი), სინკლერი (სუონსი); 11 -ლონგი (რედინგი) ჰოლტი (ნორვიჩი), მაკგუგანი (ნოტინგემი), მორისონი (მილუოლი); 10 - იუელუმო (ბარნლი), სომა (ლიდსი), სორდელი; 9 - გრედელი (ლიდსი), მეკი (ქუინზ პარკი).


პირველი ლიგა. XXIX ტური
ბურნმუთი-ლეიტონი 1:1, ბრენტფორდი-პლიმუთი 2:0, ბრისტოლი-ბრაიტონი 2:4, კერლისლი-უოლსოლი 1:3, ექსეტერი-ჰადერსფილდი 1:4, ჰარტლპული-კოლჩესტერი 1:0, ოლდჰემი-დაგენჰემი 1:1, შეფულდ უენსდი-მილტონი 2:2, სუინდონი-როჩდეილი 1:1, იეოვილი-ჩარლტონი 0:1, პიტერბორო-საუთჰემპტონი 4:4. ტრანმერი-ნოთს ქაუნთი 54-ე წუთზე მოედნის დატბორვის გამო შეწყდა - „ნოთს ქაუნთი“ იგებდა 1:0-ს.


მეორე ლიგა. XXIX ტური
ჩესტერფილდი-ოლდერშოტი 2:2, ჯილინგემი-ოქსფორდი 0:0, ჰერეფორდი-ლინკოლნი 0:1, მორკეიმბი-ჩელტენჰემი 1:1, ნორთემპტონი-ბერნეტი 0:0, როტერჰემი-ქრუ 3:1, საუთენდი-შრუსბერი 0:2, სტივენიჯი-ეკრინგტონი 2:2, თორგუეი-სტოკპორტი 2:0, უაიკომბი-პორტ ვეილი 1:1. ბერი-ბარტონი და მაკლსფილდი-ბრედფორდი გადაიდო.


კონფერენსი. XXXI ტური
უიმბლდონი-ფლიტვუდი 1:0, ბეროუ-ვრექსჰემი 0:1, კემბრიჯი-რაშდენი 0:2, ფორესტ გრინი-ჰეიესი 1:0, კიდერმინსტერი-ბათი 1:0, ტემუორთი-ჰისტონი 0:1. ელტრინჩემი-საუთპორტი გადაიდო.

 

 

 

.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული