პრემიერლიგა. XXIX ტური: "ლესტერის" შანსი იზრდება [VIDEO]

AutoSharing Option
* გუს ჰიდინკი პირველი მწვრთნელია, რომელმაც პრემიერლიგაში სადებიუტო 12 მატჩი არ წააგო.

* "ჩელსის" 13 ტურია, არ წაუგია, ხოლო "კრისტალ პალასს" 12 ტურია, არ მოუგია.

29-ე ტური ზუსტად ისეთი იყო, პრემიერლიგას რომ უხდება, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი და კონკრეტულად, ინგლისის ჩემპიონატი - ბევრი გოლით, წითელ-ყვითელი ბარათების ფრიალით, დანიშნულ-გამოუყენებელი პენალტებით, დაძაბული მატჩებით, მოსალოდნელ-მოულოდნელი შედეგებით, ბოლო წამებზე გასული გოლებით, ჩხუბებით, გაწევ-გამოწევებით, ტემპიანი თამაშებით...

სუპერდერბი
ეს გამორჩეული ტური ლონდონის მთავარი დერბით გაიხსნა და ბრძოლა ჯერ კიდევ მატჩამდე დაიწყო, როდესაც ფანთა ნაწილმა იჩხუბა და სამწუხაროდ, ერთმანეთი
დაასისხლიანა. ასეთი დაძაბული ფონი სატურნირო მდგომარეობით უნდა აიხსნას, რადგან "არსენალსაც" და "ტოტენჰემსაც" ჩემპიონობის ასეთი კარგი შანსი ერთად ჰქონოდეს, მსგავსი რამ პრემიერლიგას არ ახსოვს.

"მეთოფეები" მშვენიერი კომბინაციის შედეგად დაწინაურდნენ, როდესაც ბელერინმა აარონ რემზის უპასა, მან კი ქუსლით ისე ლამაზად შეაგდო, სანერვიულო ახლა ის გვაქვს, ერთბაშად რამდენიმე ცნობილი ადამიანი არ გამოგვაკლდეს უახლოეს დღეებში (ნენსი რეიგანი უკვე გარდაიცვალა).

"ტოტენჰემი" ისედაც აწვებოდა მეტოქეს და არსენ ვენგერის გუნდს საქმე მას მერე ორმაგად გაურთულდა, რაც კოკლენმა თავი ვერ შეიკავა, ჰარი კეინი მოცელა და არბიტრს წითელი ბარათი გამოსტყუა. აქედან რამდენიმე წუთში ტობი ალდერვეირელდმა მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, კიდევ ორ წუთში კი კეინმა ლამაზი შორეული დარტყმით თავისიანები უკვე წინ გაიყვანა და "უაით ჰართ ლეინმა" სიხარულისგან იფეთქა.

7-წუთიან მონაკვეთში მიღებული წითელი და გაშვებული ორი გოლი, თითქოს, ისეთი დარტყმა უნდა ყოფილიყო "არსენალისთვის", რომ გუნდს გონზე მოსვლა ვეღარ უნდა მოეხერხებინა, მაგრამ იმავე ბელერინის პასის მერე ალექსის სანჩესმა გოლი გამოჩხრიკა და ვენგერს ქულა გადაურჩინა. მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებმა ფაფხური გააგრძელეს და საგრძნობ უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მოგება ვეღარ მოახერხეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მელიები" წინ გაიჭრენ
დერბიმ "ლესტერს" სხვაობის გაზრდის შანსი მისცა, მაგრამ "უოტფორდი" სერიოზული მეტოქე გახლდათ და მატჩიც შესაბამისად მძიმე გამოვიდა. "მელიებმა" მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყეს და ჩაატარეს, რამაც შედეგიც გამოიღო.

რიად მაჰრეზმა შეხვედრის ერთადერთი ბურთი 56-ე წუთზე შეაგდო, როდესაც უოტფორდელთა მცველების უხერხულად მოგერიებულ ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან ჩაუსაფრდა და ახლო ცხრიანში მშვენიერი დარტყმით შეაგდო. ლესტერშირელები 5-ქულიანი უპირატესობით გაიქცნენ წინ.

"სიტიმ" "ასტონ ვილა" დაჩაგრა
"მანჩესტერ სიტიმ" ამჯერად სიურპრიზი აღარ შემოგვთავაზა და გამოტირებულ, წაქცეულ "ასტონ ვილას" წიხლი დააჭირა. მართალია, "ქალაქელებმა" პირველ ტაიმში ვერ შეაგდეს, მაგრამ მეტოქე მეორე ნახევარში ამოავსეს და სერხიო აგუერომ ზემოდან პენალტიც გააცუდა, არგენტინელმა ძელს გაარტყა.

იმარჯვა "სიტის" ერთ-ერთმა მდევარმა "ვესტ ჰემმაც" და მერე როგორ მატჩში...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სუპერმატჩი "გუდისონ პარკზე"
"ჩაქუჩები" "გუდისონ პარკზე" 2:0-ს აგებდნენ. რომელუ ლუკაკუს მათ კარში გატანა ძალიან უყვარს, ბელგიელმა ლეგენდარული დიქსი დინის რეკორდი გაიმეორა და მე-8 თამაშში მე-8 გოლი გაუტანა "ვესტ ჰემს". დინის მერე ევერტონელთა არც ერთ ფეხბურთელს არ გაეტანა ერთ მეტოქესთან მე-8 მატჩში მე-8 გოლი.

წესით, ლუკაკუს მე-9 ბურთიც უნდა შეეგდო, მაგრამ აქამდე მივალთ. მერე "კანფეტებს" კევინ მირალასი გაუძევეს, რომელმაც არასაჭირო ჯარიმა და მეორე გაფრთხილება "აიკიდა". მიუხედავად ამისა, "ევერტონმა" სხვაობა გაზარდა - აარონ ლენონმა ლამაზად გაათამაშა ლუკაკუსთან და თავისივე დაწყებული შეტევა დააგვირგვინა კიდეც - 3:0-იც უნდა გამხდარიყო, მაგრამ ლუკაკუმ, რომელიც ჯეიმი ვარდის დევნაშია და დაარტყმევინეს, პენალტი გააფუჭა და ეს სანანებელიც გაუხდა.

"ვესტ ჰემმა" 78-ე წუთზე გაიღვიძა, როდესაც ბოლო პერიოდში შეუჩერებელმა მაიკლ ანტონიომ ნოუბლის პასით შეაგდო. თავით გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა დიაფრა სახომაც და ბოლო წუთზე მანვე უპასა ლამაზად დიმიტრი პაიეს, რომელმაც "ჩაქუჩებს" ეს მძიმე მატჩი მოაგებინა, ხოლო რობერტო მარტინესს რამდენიმე ჭაღარა შემატა. ესპანელი "ევერტონის" თამაშის დაბალანსებას ვერაფრით ახერხებს, არადა, ეპიზოდურად გუნდი შეუდარებელია.

სხვა მატჩები
"სუონსიმ" თავის ყულაბაში გილფი სიგურდსონის გოლის წყალობით, მორიგი სამი ქულა ჩააგდო, "ნორვიჩმა" კი მყარი ფესვი გაიდგა გასავარდნ ზონაში. "იადონებს" უკვე 9 ტურია, არ მოუგიათ, აქედან 8-ში დამარცხდნენ.

წააგო "ნიუკასლმაც", არადა, "სენტ ჯეიმს პარკის" პუბლიკა თუნდაც კარგ ფორმაში მყოფ "ბორნმუთთან" მატჩს დიდი იმედებით ელოდა, მაგრამ "ალუბლებმა" თავიანთი საქმე მშვიდად გააკეთეს და ედი ჰაუ გასავარდნ ზონას უკვე 11 ქულით უსწრებს. "კაჭკაჭებს" უკანასკნელი 6 ტურიდან 5-ში წაგება აქვთ.

"ნიუკასლსაც" და "ნორვიჩსაც" ძალიან გაუმართლათ იმ კუთხით, რომ 10 კაცით დარჩენილმა "საუთჰემპტონმა" ბოლო წამების დრამა დაატრიალა "სანდერლენდთან" და ვირჯილ ვან დეიკმა მე-3 დამატებულ წუთზე გაათანაბრა. არადა, "შავი კატები" ჯერმინ დეფოს გოლით იგებდნენ და 3 ქულითაც მოწყდებოდნენ უახლოეს მდევრებს.

პირველი ტაიმის მიწურულს ბერტრან ტრაორემ ეფექტური დარტყმით დააწინაურა "ჩელსი" და "ლურჯები" მიჯრით მეოთხე მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მაე ბირამ დიუფმა იქამდე გაცუდებული ორი მომენტისთვის ბოდიში მოიხადა და მატჩის მიწურულს სტოკელებს ქულა მოუტანა. ლონდონელებმა კი ვერ მოიგეს, მაგრამ ისევ წაუგებლები დარჩნენ.

გუს ჰიდინკმა პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა, უშუალოდ ჰოლანდიელის ხელში "ჩელსის" უკვე 12 ტურია, არ წაუგია და აქამდე ასეთი სერია არც ერთი გუნდის მწვრთნელს არ ჰქონია პოსტიდან დანიშვნიდან პირველი 12 თამაშისას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლივერპულის" გამარჯვება, "მანჩესტერის" მარცხი
"კრისტალ პალასს", იდეაში, 11-ტურიანი მოუგებელი სერია უნდა შეეწყვიტა, რადგან ლედლის გოლით იგებდა და "ლივერპული" ათი კაცითაც დარჩა, მილნერი გააძევეს.

თუმცა "არწივებს" კატასტროფულად არ გაუმართლათ, მათ მეკარე ალექს მაკარტის ფეხი დაუცურდა და ბურთი ფირმინოს ჩააბარა, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია, ხოლო ბოლო წამებზე "პალასმა" პენალტი აიკიდა და ბენტეკეს გარდასახვის წყალობით მერსისაიდელებმა 3 ქულა გამოგლიჯეს მეტოქეს. ალან პარდიუ მატჩის მერე ცოტა წყობიდანაც გამოვიდა და ჟურნალისტს წაეკინკლავა, ის უიღბლობითა და მსაჯობით გახლდათ უკმაყოფილო, აქაოდა, ჯარიმა არ უნდა დანიშნულიყოო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წითელი ბარათი იყო და ამან დიდი გავლენაც მოახდინა "ვესტ ბრომვიჩისა" და "მანჩესტერის" დაძაბულ შეხვედრაშიც. მატამ მოახერხა და 3 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. "წითელი ეშმაკები" 26-ე წუთიდან 10 კაცით დარჩნენ და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დებიუტში საკმაოდ იაქტიურეს, გოლი "ალბიონმა" გაიტანა. ეს სალომონ რონდონმა მოახერხა პოკონიოლის პასის მერე.

ტონი პულისის წინგასული გუნდი კი, თან ათკაციან მეტოქესთან, როგორ ჩარაზავდა თავისი კარისკენ მიმავალ ყველა გზას, ადვილად წარმოიდგენთ. "მანჩესტერი" მე-6 ადგილამდე დაქვეითდა. "ვესტ ბრომვიჩს" კი დარჩენა უნდა მივულოცოთ, გასავარდნ ზონასთან სხვაობა უკვე 15 ქულაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIX ტური
5 მარტი
ტოტენჰემი-არსენალი 2:2
გოლები: 0:1 რემზი (39), 1:1 ალდერვეირელდი (60), 2:1 კეინი (62), 2:2 სანჩესი (76)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი (78. დეივისი) - დაიერი, დემბელე (82. სონი) - ლამელა (67. ლამელა), ერიკსენი, ალი - კეინი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, გაბრიელი, გიბსი - კოკლენი, ელნენი (75. ჟირუ) - რემზი, იოზილი (90. კემპბელი), სანჩესი - უელბეკი (85. ფლამინი)
გაფრთხილება: ლამელა, დაიერი - ბელერინი, კოკლენი, კოკლენი, სანჩესი
გაძევება: კოკლენი (55)
კუთხური: 9-2 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 26(11)-10(4) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 35 762

ჩელსი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 ტრაორე (39), 1:1 დიუფი (85)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, ბაბა - მიკელი, მატიჩი (82. ფაბრეგასი) - ვილიანი, ოსკარი, აზარი (63. ლოფტუს-ჩიკი) - ტრაორე (68. რემი)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - კემერონი, ვოლშაიდი, მუნიესა, პიტერსი - უელანი (75. ბოიანი), იმბულა - აფელაი, შაქირი, არნაუტოვიჩი (90. არნაუტოვიჩი) - დიუფი (86. ხოსელუ)
გაფრთხილება: ოსკარი - პიტერსი, უელანი
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 3-4 კარში დარტყმა: 20(7)-16(5) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 41 381

ევერტონი-ვესტ ჰემი 2:3
გოლები: 1:0 ლუკაკუ (13), 2:0 ლენონი (56), 2:1 ანტონიო (78), 2:2 სახო (81), 2:3 პაიე (90)
ევერტონი (3-4-3): რობლესი - სტოუნსი (46. ბეშიჩი), ჯაგიელკა, ფუნეს მორი - კოულმენი, მაკარტი, ბარკლი, ოვიედო - ლენონი (76. ნიასე), მირალასი, ლუკაკუ (89. ბერი)
ვესტ ჰემი (3-4-3): ადრიანი - კუიატე, ოქსფორდი (46. კეროლი), ოგბონა - კრისუელი, ნოუბლი, ობიანგი (61. სონგი), ანტონიო - ლანსინი, პაიე, ემენიკე (61. სახო)
შენიშვნა: ლუკაკუმ ვერ გაიტანა პენალტი (69)
გაფრთხილება: მირალასი, მირალასი, რობლესი, ბარკლი - ანტონიო, ოგბონა, სახო
გაძევება: მირალასი (34)
კუთხური: 9-6 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 15(8)-17(5) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 39 000

სიტი-ასტონ ვილა 4:0
გოლები: 1:0 იაია ტურე (48), 2:0 აგუერო (50), 3:0 აგუერო (60), 4:0 სტერლინგი (66)
სიტი (4-4-2): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ნავასი, ფერნანდინიო, იაია ტურე (80. გარსია), სილვა (70. იჰეანაჩო) - ბონი (62. სტერლინგი), აგუერო
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - რიჩარდსი, ლესკოტი, კლარკი - ჰატონი, ვერეტო (74. ბაკუნა), გეიე, ვესტვუდი, სისოხო - ჯ. აიუ (80. სინკლერი), აგბონლაჰორი (70. ჟესტედი)
შენიშვნა: აგუერომ ვერ გაიტანა პენალტი (73)
გაფრთხილება: - ვერეტო
კუთხური: 9-1 ჯარიმა: 10-10 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 22(9)-2(1) ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 53 892

ნიუკასლი-ბორნმუთი 1:3
გოლები: 0:1 ტეილორი (28-ს. კ.), 0:2 კინგი (70), 1:2 აიოსე პერესი (80), 1:3 დენიელსი (90+2)
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, ტეილორი, ლასკელსი, დამეტი (31. ანიტა) - შელვი, კოლბეკი - სისოკო (69. აარონსი), ვეინალდუმი, აიოსე პერესი - რივიერი (46. მიტროვიჩი)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი, რიტჩი (90+1. დისტენი), გოსლინგი, გრადელი (61. პიუ) - კინგი, აფობე (69. გრაბანი)
გაფრთხილება: აიოსე პერესი - კუკი, გოსლინგი, გრაბანი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 13-8 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 14(3)-16(5) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 52 107

საუთჰემპტონი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 0:1 დეფო (85), 1:1 ვან დეიკი (90+3)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - მარტინა, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - კლასი (65. ხუანმი), რომეუ - დევისი (65. უორდ-პრაუსი), მანე (83. იოშიდა), ტადიჩი - პელე
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ქაბული, ვან ანჰოლტი - კირკხოფი (90+1. ო’ში) - მ’ვილა, როდუელი, ხაზრი (76. ლარსონი), ბორინი - ნ’ დოი (58. დეფო)
გაფრთხილება: ბერტრანი, ვან დეიკი - ხაზრი
გაძევება: ფონტე (79)
კუთხური: 12-2 ჯარიმა: 9-9 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 16(5)-11(3) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 31 458

სუონსი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 სიგურდსონი (61)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, ბრიტონი (55. ფერი) - სიგურდსონი, რუტლეჯი, ა. აიუ (82. გომისი) - პალოსკი (46. ბეროუ)
ნორვიჩი (4-4-1-1): ჯ. რადი - ივო პინტუ, მარტინი, კლოზე, ბრეიდი (27. ბენეტი) - ო’ნილი, რედმონდი, ჰოუსონი, ნეისმიტი (64. ბამფორდი) - ჰულაჰანი - ჯერომი (64. მბოკნი)
გაფრთხილება: ტეილორი, რანხელი - ჯერომი, ბრეიდი, ბენეტი, მარტინი, ო’ნილი
კუთხური: 5-0 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 10(3)-8(3) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 20 929

უოტფორდი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 მაჰრეზი (56)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი (82. ანია), პრიოდლი, აკე, ჰოლებასი - კაპუ (88. ულარე), უოტსონი, სუარესი (65. აბდი), ამრაბატი - დინი, იგალო
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი (85. ამარტეი), დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (46. შლუპი) - ოკაზაკი (46. კინგი), ვარდი
გაფრთხილება: ამრაბატი, აკე - ფუხსი, მორგანი
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 11(4)-13(6) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 20 884

6 მარტი
კრ. პალასი-ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 ლედლი (48), 1:1 ფირმინო (72), 1:2 ბენტეკე (90+6)
კრ. პალასი (4-2-3-1): მაკარტი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - იედინაკი, ლედლი (82. საკო) - ზაჰა, ბოლაზი, კაბაი (70. მატჩი) - ადებაიორი (82. გეილი)
ლივერპული (4-4-1-1): მინოლე - ფლენეგანი (61. კოუტინიო), ლოვრენი, სახო, მორენო - მილნერი, ჰენდერსონი, ჯანი, ლალანა - ფირმინო (88. კ. ტურე) - ორიჯი (80. ბენტეკე)
გაფრთხილება: დანი - ჰენდერსონი, მილნერი, მილნერი, მორენო
გაძევება: მილნერი (62)
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 12-16 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 14(4)-19(5) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 24 709

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერი 1:0
გოლი: 1:0 რონდონი (66)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - დოუსონი (56. პოკონიოლი), მაკკოლი, ოლსონი, ჩესტერი - ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი, სესენიონი (69. მაკლინი) - ბერაჰინო (88. სანდრო), რონდონი
მანჩესტერი (4-4-2): დე ხეა - დარმიანი (83. ფოსუ-მენსა), სმოლინგი, ბლინდი, როხო - კერიკი - ლინგარდი, მატა, ერერა (62. შნეიდერლენი), მარსიალი - რაშფორდი (75. დეპაი)
გაფრთხილება: ოლსონი - მატა, მატა
გაძევება: მატა (26)
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 8-7 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 9(2)-7(1) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 24 878

ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - ჰარი კეინი (ლესტერი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი); 15 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), დიეგო კოსტა (ჩელსი)

მომდევნო ტური
12 მარტი:
ნორვიჩი-სიტი, სტოკი-საუთჰემპტონი, ბორნმუთი-სუონსი, არსენალი-ვესტ ბრომვიჩი

13 მარტი:
ასტონ ვილა-ტოტენჰემი, ლივერპული-ჩელსი, ლესტერი-ნიუკასლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული