ასოციაციის თასი. 1/4 ფინალი: დიეგო კოშტამ გარეთ ბერის უკბინა! [VIDEO]

AutoSharing Option
12 მარტს ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალის ერთი შეხვედრა გაიმართა.

ლივერპულში "ევერტონმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა, 2:0 მოუგო და თასის ნახევარფინალში გავიდა. მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა "ჩელსის" ექს-ფეხბურთელმა რომელუ ლუკაკუმ.
იხილეთ ვიდეო: ევერტონი-ჩელსი 2:0
Sportall.Ge

ამის მერე ჯერ სტუმარი დიეგო კოშტა გააძევეს ორი ყვითელი ბარათის გამო, შემდეგ კი მას მასპინძელი გარეთ ბერი მიაყოლეს. ერთ-ერთ გამეორებაზე ისე გამოჩნდა, თითქოს, ესპანელმა ფორვარდმა ბერის უკბინა.
იხილეთ ვიდეო: დიეგო კოშტამ გარეთ ბერის უკბინა
Sportall.Ge

"ჩელსი" ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა, რადგან ყველა სათასო ბატალიიდან გავარდა, ხოლო პრემიერლიგაში
ლიდერს 20 (!) ქულით ჩამორჩება.

ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ევერტონის" მეტოქე "მანჩესტერისა" და "ვესტ ჰემის" წყვილის გამარჯვებული იქნება.

მეორე ნახევარფინალში "კრისტალ პალასი" "არსენალისა" და "უოტფორდის" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ევერტონი-ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (77), 2:0 ლუკაკუ (82)
გაძევება: დ. კოშტა (84. ჩელსი), ბერი (87. ევერტონი)

11 მარტი
რედინგი-კრისტალ პალასი 0:2

13 მარტი
არსენალი-უოტფორდი 17:30
მანჩესტერი-ვესტ ჰემი 20:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული