"ლესტერმა" რაფაელ ბენიტესს დებიუტი ჩაუმწარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 მარტს ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერმა "ლესტერ სიტიმ" შინ "ნიუკასლი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

გამარჯვების გოლი შინჯი ოკაზაკიმ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარში ბურთი ეფექტურად გაგზავნა.

"ლესტერმა" მოპოვებული სამი ქულის წყალობით კიდევ უფრო გაზარდა მდევარ "ტოტენჰემთან" სხვაობა - ახლა "ლესტერის" ანგარიშზე 63 ქულაა, "ტოტენჰემი" კი 58 ქულით მეორეა. მესამე ადგილზე 52 ქულით ლონდონის "არსენალია".

აღსანიშნავია, რომ ეს სადებიუტო შეხვედრა იყო რაფაელ ბენიტესისთვის, რომელმაც "ნიუკასლი" რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუჯა,მაგი თუ გვიშველის გადმევიყვანოთ გიორგი ვარდოსანიძე რუსთავი2 დან ნაკრებში:)
:)
15 მარტი 2016 15:21
0
ქართულ ხელბურთს ყავს ანი ვარდიშვილი. "ლესტერს" ყავს ჯეიმი ვარდი. სადაც ვარდი გაერევა იქ წარმატება გარანტირებულია. ახლა ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება ერთი ვარდი!!!!
გუჯა კახაძე
15 მარტი 2016 11:55
0
რანიერი არა რის ლიპი, კაპელო, მაურინიო ან ანჩელოტი, მაგრამ ამ კაცმა საშუალო დონის გუნდებში მუშაობა იდეალურად იცის. ყველგან დააყენა გუნდი, ყველგან ქონდა დისციპლინა და წელს საერთოდ ფურორი მოახდინა
levan
15 მარტი 2016 10:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული