ედენ აზარის საოცარი სიზუსტე - 10 ათასი ფინჯანი დამსხვრევას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი ედენ აზარი ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღეს, სადაც ბელგიელს რთული ამოცანის შესრულება დააკისრეს.

კომპანია Lotus Bakeries-ის სცენარისტებმა 10 ათასი ჩაისა და ყავის ფინჯნისგან კედელი ააგეს, რომლის შუაში საგანგებოდ "სარკმელი" დატოვეს. აზარს ბურთი ფეხის დარტყმით ამ სარკმელში უნდა გაეძვრინა, მცირე უზუსტობის შემთხვევაში კი "კედელი" ჩამოიშლებოდა.

ვიდეო სარეკლამო რგოლის გადაღებებს ასახავს. თუ რამდენი დუბლი გახდა საჭირო გადამწყვეტი ეპიზოდის გადასაღებად, კადრებში არ ჩანს. ბოლოს კი აზარი ფინჯნებს უკვე გამიზნულად ამსხვრევს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი ბავარიასთვის მინდა
ბმბ
19:54 16-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული