პრემიერლიგა. XXXI ტური: "ლესტერს" ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
19 მარტს ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ლესტერ სიტიმ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "კრისტალ პალასი" და მდევარ "ტოტენჰემთან" ქულათა სხვაობა 8-მდე გაზარდა. გამარჯვების გოლი ალჟირელი რიად მაჰრეზის ანგარიშზეა.

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "რვა ქულით ვუსწრებთ მეორეადგილოსანს - დიდებულად ჟღერს. ფანები უკვე საჩემპიონო სიმღერებს მღერიან. მაგრამ ეს ინგლისის პრემიერლიგაა და ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი მიზანი ჯერჯერობით, მხოლოდ ლიგის საგზურია. ორიოდე თამაშის შემდეგ შეიძლება, მეტიც გითხრათ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლონდონური დერბი გაიმართა "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც "ჩელსი" "ვესტ ჰემს" 2:2 დაუზავდა. მასპინძელთა
შემადგენლობაში დუბლით გამოიჩინა თავი ესპანელმა სესკ ფაბრეგასმა. "ვესტ ჰემის" გოლები მანუელ ლანსინისა და ენდი კეროლის ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ლონდონის "არსენალმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ევერტონი" და "ტოტენჰემთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. ანგარიში დენი უელბეკმა გახსნა, შემდეგ კი ალექს აიობიმ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენ ვენგერი (არსენალი): "ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო, თითქოს, ფსიქილოგიური ტესტი ჩავაბარეთ წარმატებით. ბოლომდე ვიბრძოლებთ, "არსენალი" ჯერ კიდევ მონაწილეობს საჩემპიონო რბოლაში".

ევერტონი-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 უელბეკი (7), 0:2 აიობი (42)

კრისტალ პალასი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 მაჰრეზი (34)

ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 0:1
გოლი: 0:1 ბრეიდი (50)

უოტფორდი-სტოკი 1:2
გოლები: 0:1 უოლტერსი (18), 0:2 ხოსელუ (51), 1:2 დინი (86)

ჩელსი-ვესტ ჰემი 2:2
გოლები: 0:1 ლანსინი (17), 1:1 ფაბრეგასი (45), 1:2 ე. კეროლი (61), 2:2 ფაბრეგასი (89-პენ)

სუონსი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 ფ. ფერნანდესი (53)

კვირა. 20 მარტი
საუთჰემპტონი-ლივერპული 17:30
ნიუკასლი-სანდერლენდი 17:30
ტოტენჰემი-ბორნმუთი 20:00
სიტი-მანჩესტერი 20:00

1. ლესტერი - 66 ქულა; 2. ტოტენჰემი - 58; 3. არსენალი - 55; 4. სიტი - 51; 5. ვესტ ჰემი - 50.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული