„ბატონმა მინისტრმა მკითხა კარგი სისტემა გვაქვს თუ არა. ჩემი პასუხი ასეთია: ფეხბურთის ასოციაციაში საშინლად მორყეული სისტემაა“.
შემდეგ, ლორდმა ბრძანა, რომ პრემიერლიგის შეფებმა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაზე, არც მეტი არც ნაკლები, ხელი აიღეს. პირადად რიჩარდსი ფეხბურთის ასოციაციას ბევრჯერ ენითაუწერელი ცვლილებებითაც კი დაემუქრა. მან ერთხელ ისიც კი გამოაცხადა, რომ პრემიერლიგის გუნდებს ფეხბურთის ასოციაციის
„იმის ზუსტად აღწერა თუ რამხელა განსხვავებებია ჩამოთვლილი ორგანიზაციების ინტერესებსა და მიდგომებში, შეუძლებელია, - თქვა ტრისმენმა და დასძინა - რიჩარდსი სხვათა გასაგონად, კომისიის წინაშე თავაზიანად ლაპარაკობს, მაგრამ ცალკე ის აგრესიულია“.
სექსისტების რეაბილიტაცია
ტელეკომპანია Sky Sport-ის ყოფილმა წამყვანებმა ენდი გრეიმ და რიჩარდ კეისმა talksPORT-ში დაიწყეს მუშაობა. გეხსომებათ, რომ ამ ორ გავლენიან საფეხბურთო მიმომხილველს პრობლემები მას მერე შეექმნათ, რაც შემთხვევით ეთერში გაისმა მათი ლაპარაკი თანამსაჯი ქალის სიან მესის შესახებ - ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ მესის, როგორც ყველა ქალს ოფსაიდის წესი არ ესმის.
ამის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით გადაიცა ჩანაწერები, გრეი და კეისი, ერთად თუ ცალ-ცალკე ამა თუ იმ ქალზე არაკორექტულად ხუმრობდნენ ან რამეს ამბობდნენ. ეს გახლდათ კერძო საუბრები, რომლებიც იმიტომ აღმოჩნდა ჩაწერილი, რომ ამბავი ტელევიზიაში მოხდა, სადაც კამერა ხშირად ჩართულია და, ბუნებრივია, ყველაფერს იწერს. საბოლოოდ აგორდა სექსიზმის სკანდალი, რამაც გრეის შკყ შპორტ-დან გაგდება გამოიწვია, კეისი კი თავად მიჰყვა კოლეგას.
მაგრამ ახლა წყვილი კვლავ სტუდიაში დაბრუნდა. ისინი სხვა კომერციულმა არხმა დაიქირავა და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში სამსაათიანი ტოკშოუ მისცა.
„ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერად ვგრძნობ თავს - თქვა 55 წლის გრეიმ - მე და რიჩარდს კვლავ გვეძლევა საშუალება გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვეხერხება - სპორტზე ვილაპარაკოთ“.