ოდესღაც იყო ასეთი მექსიკური სერიალი, „მდიდრებიც ტირიან“, რომლის სახელწოდება ზუსტად მიესადაგება იმას, რაც „მანჩესტერ სიტის“ შეფობამ დანანებით თქვა: მსოფლიოს უმდიდრეს კლუბობასთან ახლოსაც არ ვართო. როგორც ხედავთ, ტირიან - მეტი უნდათ და იმიტომ! ცნობისათვის: ისტლენდელთა მეპატრონე შეიხი მანსური 20 მილიარდის პატრონია, მისი ოჯახის ქონება კი მთლიანად 550 მილიარდად ფასდება.
და მაინც, „მანჩესტერ სიტი“ მდიდარ კლუბთა ჩამონათვალში მხოლოდ მე-11 პოზიციაზეა. თანაქალაქელი „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელსაც ისტლენდელები ხვალ ეთამაშებიან, მათზე რვა ადგილით წინ არის. ტოპ ექვსეული კი უცვლელია: „რეალი“, „ბარსელონა“, „იუნაიტედი“, „ბაიერნი“, „არსენალი“ და
როგოც ნახეთ, მდიდართა შორის ინგლისური კლუბების სიმრავლეა - „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ „ტოტენჰემ ჰოთსპური“ მოდის. საკუთრივ „სიტის“ კი რაგინდ მეტი უნდოდეს, პროგრესით უკმაყოფილების საბაბი არ აქვს: წინა დათვლის დროს მე-20 ადგილზე იყო.
ჩეხი ჯერჯერობით დარდობს
„ჩელსის“ მეკარე პეტრ ჩეხი დარდობს, რომ „ლივერპულთან“ შეხვედრაში მისმა შეცდომამ ინგლისის ჩემპიონს ტიტულის ხელახლა მოგების შანსი წაართვა. გეხსომებათ: როდესაც რაულ მეირელეშმა გოლი შეაგდო ჩეხს პოზიცია დაკარგული, თავ-გზა კი დაბნეული ჰქონდა. მატჩის შემდეგ გოლკიპერის შეცდომაზე „ლურჯების“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც კი ილაპარაკა.
ჩეხმა თქვა: „რასაკვირველია, გოლი ჩემი შეცდომის ბრალი იყო. მწვრთნელი სხვას ვერაფერს იტყოდა. შეცდომები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და მათთან ერთად ცხოვრებას შეჩვეულები ვართ. ამ სეზონში ეს გახლდათ ჩემი პირველი შეცდომა, რომელმაც გოლი განაპირობა. სამწუხაროა, რომ „ლივერპულს“ ვერ მოვუგეთ. ეს იყო ტური, რომელშიც „იუნაიტედი“ და „არსენალი“ წაფორხილდნენ და ჩვენ მათთან ჩამორჩენის შემცირება შეგვეძლო. მომხდარს თუ განვიცდი? რასაკვირველია. ცოტა ხანს ეს განცდა კიდევ გამყვება, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მიმავიწყდება“.
დღეს ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ შორის სხვაობა 10 ქულაა, რასაც ჩეხი ასე იყურებს:
„ასეთი ჩამორჩენა დეკემბერმა გამოიწვია. ჩვენ გასული წლის ბოლო თვეში საშინლად ვთამაშობდით, მაგრამ არ არის გამორიცხული ჩავარდნა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ მოუვიდეს. თუ ასე მოხდა, მაშინ, შეიძლება, სიტუაცია შეიცვალოს“.
ოლიმპიური ვესტ ჰემს
2012 წლის ზაფხულის თამაშების შემდეგ ლონდონის ოლიმპიური სტადიონი, რომლის მშენებლობა 550 მილიონი ფუნტი ჯდება, „ვესტ ჰემის“ გახდება - ასეთია წინასწარი დასკვნა. Oლყმპიც Pარკ Lეგაცყ ჩომპანყ-ს შეფებმა გადაწყვიტეს ვისაც ჯერ არს სწორედ ეს კლუბი ურჩიონ. საბოლოო გადაწყვეტილებას 31 მარტს შევიტყობთ, მაგრამ ინგლისურ პრესაში ისეთი ამბავი ატყდა, რომ, აშკარაა - ყველაფერი სწორედ ასე მოხდება.
საქმეში ჩახედულმა მავანმა ადამიანმა ტაბლოიდებს უთხრა: „რასაკვირველია, ჯერ ამ ამბის ოფიციალურად გამოცხადება არ შეიძლება, მაგრამ იმის თქმას, რომ „ვესტ ჰემსა“ და „ტოტენჰემს“ შორის აშკარა ფავორიტი „ჩაქუჩების“ გუნდია, წინ არაფერი უდგას“.
შეგახსენებთ რა განსხვავებაა ლონდონის ორი გუნდის პროექტებს შორის: „ვესტ ჰემი“ სტადიონზე სარბენი ბილიკების ხელის ხლებას არ აპირებს და ნაგებობას მძლეოსანთათვის არ დაკეტავს (თან, სარბიელს, სადაც ოლიმპიადა ჩატარდება შესაძლოა ისტორიული ადგილის და მუზეუმის დატვირთვაც დაემატოს), „ტოტენჰემი“ კი რეკონსტრუქციას გეგმავს. „დეზებს“ უნდათ ოლიმპიური სტადიონი საფეხბურთო გახადონ, მძლეოსნებს კი ცალკე აუშენონ „ბინა“.