პრემიერლიგის აპრილის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგამ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინა.

თვის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი სერხიო აგუერო დასახელდა. აგუერომ 5 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, აქედან სამი ლონდონის "ჩელსის" კარში.

საუკეთესო მწვრთნელი "ლესტერის" თავკაცი კლაუდიო რანიერი გახდა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა 3 გამარჯვება და 1 ფრე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ აგუეროსთვის მსგავსი ჯილდო კარიერაში მეოთხეა, ხოლო რანიერისთვის - სეზონში მესამე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მხოლოდ აპრილის თვის საუკეთესოა რანიერი? მდაასს
გულშემატკივარი
18:25 11-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული