რუნის შედევრი მანჩესტერულ დერბიში

AutoSharing Option

„ეს ჩემს კარიერაში ულამაზესი გოლი იყო, - თქვა მანჩესტერული დერბის შემდეგ უეინ რუნიმ. - უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის გატანა დიდებული გრძნობაა. გასახდელში რომ შევედი, ჩანაწერი ვნახე. იმ მომენტში ბურთს თვალს არ ვაცილებდი. მინდოდა, შეხების დროს არაფერი შემშლოდა. საბედნიეროდ, ის პირდაპირ ზედა კუთხეში შევარდა. დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა, თუ ქვეყანა არ დაიქცა, „სიტი“ ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს.“

პრემიერლიგის 27-ე ტურის მიმოხილვისას მარტო ეს ერთი ეპიზოდი რომ ვახსენოთ და მეტი არაფერი ვთქვათ, საკმარისი იქნება - შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი დიდებულად დავწერეთ და თქვენც

დაგეუფლებათ შეგრძნება, რომ ბრწყინვალე მიმოხილვას კითხულობთ. მიზეზი მარტივია: თვალწინ ყველას რუნის შედევრი გვექნება. ეს საოცრება, „ოლდ ტრეფორდზე“, დერბის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე შეიქმნა და დამარცხებული „სიტის“ მწვრთნელს რობერტო მანჩინის ათქმევინა:

„როდესაც ისეთი ფანტასტიკური ფეხბურთელი, როგორიც უეინ რუნია, ასეთ გოლს გაგიტანს, უნდა ადგე და ტაში დაუკრა. ძალიან მწყინს, რომ ჩემმა ბიჭებმა წააგეს თამაში, რომლის წაგებასაც არ იმსახურებდნენ.“

მიმომხილველებმა ჩხრეკა დაიწყეს: მანჩინი „ინტერის“ თავკაცობის წლებში მილანურ დერბიში მარცხდებოდა ხოლმე.


„მართლაც, „ინტერში“ გატარებული პირველი ორი წელიწადი მახსენდება - დაადასტურა ისტლენდელთა თავკაცმა - „მილანთან“ წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ მაინც ვმარცხდებოდით ხოლმე. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ძალიან ძლიერი მენტალიტეტის გუნდია, ხანდახან მაშინაც იგებს, როდესაც ამას არ იმსახურებს.“

„იუნაიტედის“ მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კი თქვა: „დღეს ნანიმაც საუცხოო გოლი გაიტანა, მაგრამ მასზე ლაპარაკს არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დაიწყებს, რადგან გადამწყვეტმა მომენტმა ყველაფერი დაჩრდილა. უეინმა მაკრატელა დარტყმით რამდენიმე წლის წინ ნიუკასლშიც გაიტანა და საერთოდაც, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ლამაზი გოლების გატანა სჩვევია, მაგრამ დღევანდელმა ისეთ მნიშვნელოვან მატჩს დაუსვა წერტილი, რომ მას ვეღარაფერს შეადარებ.“


ამ შეხვედრაში ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ფერგიუსონმა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტარ ბერბატოვი სათადარიგოთა სკამზე დასვა და მხოლოდ ბოლო 23 წუთის სათამაშოდ შეუშვა მოედანზე.


„დიმიტარის სათადარიგოთა სკამზე დასმა იოლი გადასაწყვეტი არ იყო. იძულებული გავხდი მისთვის ეს მეთქვა და დამესაბუთებინა, რომ სხვა გზა არ მქონდა. დღეს „სიტის“ ნახევარმცველები სხვანაირ ყურადღებას ითხოვდნენ, მითუფრო, რომ მათ შორის წინ და უკან მოხეტიალე სილვაც იყო,“ - განმარტა ფერგიუსონმა.


შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წინა ტურში „ვულვერჰემპტონთან“ წააგო, ასე რომ, გამარჯვებათა გზაზე დასაბრუნებლად დერბიში გამარჯვება, მითუფრო ასეთი გოლით, საუკეთესო ხერხი გახლდათ. მეორე მხრივ, ფერგიუსონის გუნდს ამ სეზონში სტუმრად თამაში აქვს გასაუმჯობესებელი. თავად განსაჯეთ, „ოლდ ტრეფორდზე“ „იუნაიტედს“ მხოლოდ ორი ქულა აქვს დაკარგული, სტუმრად კი სამ თამაშზე მეტი არ მოუგია. ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ ბოლო 12 მატჩიდან ლიდერს შვიდი სწორედ სტუმრად უწევს, მათ შორის „ჩელსისთან“, „ლივერპულთან“ და „არსენალთან“.


და რაკიღა „არსენალი“ ვახსენეთ, მოდი, პირდაპირ მასზე გადავერთოთ - „იუნაიტედის“ მდევარი ხომ ის არის. „მეთოფეებმა“ „ვულვერჰემპტონს“ (ერთი კვირის წინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ რომ აჯობა) უმასპინძლეს და 2:0 მოუგეს. „არსენალსაც“ „იუნაიტედისა“ არ იყოს, წინა ტური დასავიწყებელი ჰქონდა - ნიუკასლში 4:0-ს იგებდა და 4:4 დაამთავრა. დაივიწყა კიდეც: ქომაგების გასახარად არსენ ვენგერის გუნდს არაფერი ეტყობოდა სულ ახლახან ფეხი რომ დაუცდა. „ვულვზის“ კარში ორივე გოლი რობინ ვან პერსიმ გაიტანა, თუმცა, ჩრდილოლონდონელებს მეტის გატანაც შეეძლოთ. ამ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშა ჯეკ უილშირმა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელსაც გასული კვირაში მთელმა ინგლისურმა პრესამ უსაყვედურა, სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრაში, შენს დანიელ თანატოლ კრისტიან ერიკსენზე კარგად რატომ ვერ ითამაშეო. უილშირისთვის ქების სიტყვები არც ვენგერმა დაიშურა:

„ჯეკი საუცხოო ფეხბურთელია, რომელიც დაცვაშიც შესანიშნავია და თავდასხმაშიც. ის თავს იცავს, უტევს, გოლები გააქვს და საგოლე პასებს აწვდის - მეტი რაღა უნდა მოვთხოვოთ? დღეს უილშირმა ბრწყინვალედ ითამაშა“.

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ სანდერლენდში გაიმარჯვა. ლონდონელთა გამარჯვების გოლი ლამაზი დარტყმით ნიკო კრანჩარმა გაიტანა. ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა, რომელიც ქართველი გულშემატკივრის ჯინაზე მაინცდამაინც 26 მარტის შესარჩევი შეხვედრის წინა პერიოდში შედის კარგ ფორმაში, ერთი კვირის წინაც საუცხოო გოლი გაიტანა - „დეზებს“ „ბოლტონთან“ მოაგებინა - და ახლაც იგივე გაიმეორა. ორივე შემთხვევაში ანგარიში 1:1 იყო და კრანჩარმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

„ძალიან სასიამოვნოა ორ შეხვედრაში 6 ქულა რომ მოვიპოვეთ - თქვა მატჩის შემდეგ კრანჩარმა - წარმოიდგინეთ, ლუკა მოდრიჩი, რაფაელ ვან დერ ვაარტი და გარეთ ბეილი გვაკლდნენ და მაინც შევძელით გამარჯვება. თან, თავიდან მოწინააღმდეგე დაწინაურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ძლიერი გუნდია“.

ამ გამარჯვებით „სფურზი“ მეოთხე ადგილზე გადავიდა, მაგრამ ეს მათი მყარი პოზიცია არ არის - დღეს საღამოს „ჩელსი“ „ფულჰემს“ ეთამაშება და თუ მოუგებს კვლავ ძველ პოზიციაზე დაბრუნდება.

„ლივერპულისგან“ კი, ალბათ, არავინ ელოდა „უიგანს“ თუ ვერ მოუგებდა. ზედიზედ ოთხი თამაშში გამარჯვების შემდეგ გუნდი, რომლსაც მეოთხე ადგილზე გასვლა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა უნდა, შინ, სუსტ მეტოქეებთან ქულებს არ უნდა კარგავდეს, მაგრამ წლეულს ინგლისში ისეთი ჩემპიონატია, რომ...

„წითლებისგან“ ისევ რაულ მეირელეშმა გაიტანა - ეს პორტუგალიელის მეხუთე გოლი გახლდათ ბოლო 6 შეხვედრაში, მაგრამ ამან მერსისაიდელებს ვერ უშველა - მეორე ტაიმში სტივ გოჰურმა ახლოდან გაათანაბრა ანგარიში. ცნობისათვის: პეპე რეინას 463 წუთის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული. აქ, შეგვიძლია დავამატოთ, რომ „უიგანთან“ შეხვედრა „აიაქსიდან“ იანვრის ბოლოს 22,8 მილიონ ფუნტად ნაყიდი ლუის სუარესისთვის გახლდათ პირველი მატჩი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში. ურუგვაელმა თავდადებით ითამაშა და დაამტკიცა, რომ მასში გადახდილი ფული ქარისთვის არ გაუტანებიათ - ძელსაც კი გაარტყა ბურთი. პრეს-კონფერენციაზე „წითლების“ თავკაცმა კენი დალგლიშმა აღნიშნა, რომ მის გუნდს სულ ცოტა დააკლდა, რაც ალბათ იმის ბრალი იყო, რომ შუა კვირაში მისი გუნდის ბევრი ფეხბურთელი ნაკრებში იყო გამოძახებული.

კიდევ, გვერდს „ვესტ ბრომვიჩისა“ და „ვესტ ჰემის“ ექვსგოლიან შეხვედრას ვერ ავუვლით. პირველ ტაიმში 3:0-ს „ვესტ ბრომვიჩი“ იგებდა, მეორეში კი 25 ფრანგმა დემბა ბამ და კარლტონ კოულმა ანგარიში გაათანაბრეს. ბამ, რომელიც პირველად თამაშობდა „ჩაქუჩების“ სასტარტო შემადგენლობაში ორი გოლი შეაგდო. ამ შეხვედრას „ალბიონის“ ახალი თავკაცი როი ჰოჯსონი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. შემდეგ თამაშს ის უკვე სათადარიგოთა სკამიდან გაუძღვება. შედეგისა რა მოგახსენოთ და ის თამაში, რაც მისმა გუნდმა პირველ ტაიმში აჩვენა, ჰოჯსონს წესით უნდა მოსწონებოდა, მისი კოლეგა, „ვესტ ჰემის“ თავკაცი ავრამ გრანტი კი, ბუნებრივია, თავისი ბიჭების უტეხი სულით დარჩა კმაყოფილი.

 

მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 2:1
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - ო’ში, ვიდიჩი, სმოლინგი, ევრა - ნანი, სქოულზი (78. ქერიკი), ფლეტჩერი, გიგზი - ანდერსონი (67. ბერბატოვი), რუნი
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, კომპანი, საბალეტა - სილვა, ბერი, მილნერი (61. ჯეკო), კოლაროვი (52. რაიტ-ფილიპსი) - ი. ტურე, ტევესი
გოლები: 1:0 ნანი (41), 1:1 სილვა (65), 2:1 რუნი (78)
გაფრთხილება: სქოულზი, გიგზი - კომპანი, მილნერი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 16-13; კარში დარტყმა: 11-14 (5-3); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 75 322

 

არსენალი-ვულვერჰემპტონი 2:0
არსენალი (4-4-2): შჩესნი - სანია, კოშელნი, დჯურუ, კლიში - უოლკოტი, უილშირი (77. დენილსონი), სონგი, არშავინი (72. შამახი) - ფაბრეგასი, ვან პერსი (72. ბენდტნერი)
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი, ბერა, სტირმენი, ელოკობი - ჰემილი, მილიაში (63. ებანკს-ბლეიკი), ჰენრი, ჯერვისი - ო’ჰარა (63. ფოული), დოილი (80. ფლეტჩერი)
გოლები: 1:0 ვან პერსი (15), 2:0 ვან პერსი (56)
გაფრთხილება: ზუბარი (ვულვერჰემპტონი)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-8; კარში დარტყმა: 18-2 (5-0); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 60 050

 

ბირმინგემი-სტოკი 1:0
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, რ. ჯონსონი, ჟირანეკი, რიჯუელი - ლარსონი, გარდნერი, ფერგიუსონი, ბენტლი - ჟიგიჩი, მარტინსი (76. ჯერომი)
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილსონი, ჰუტი, შოუკროსი, პაფი - პენანტი (79. უილენი), დილეპი, უაიტჰედი, უოლტერსი - კ. ჯონსი (81. ფულერი), კარეუ
გოლები: 1:0 ჟიგიჩი (90)
გაფრთხილება: ჟირანეკი (ბირმინგემი)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-17; კარში დარტყმა: 10-16 (4-4); თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 23 660

 

ბლექბერნი-ნიუკასლი 0:0
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო, ნილსენი, სამბა, ოლსონი - ჰოილეტი (46. პედერსენი), ნზონზი, ჯ. ჯონსი, დანი (65. ემერტონი) - კალინიჩი, სანტა კრუსი (46. რობერტსი)
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - სიმპსონი (76. პირჩი), კოლოჩინი, უილიამსონი, სანჩესი - ბარტონი, ნოლანი, ტიოტე, ხონასი - ბესტი (90. კუქი), ლოვენკრანდსი (77. რეინჯერი)  
გაფრთხილება: სალგადო - ხონასი, ტიოტე, ბარტონი
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 12-11; კარში დარტყმა: 7-15 (0-2); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 26 781

 

ბლექპული-ასტონ ვილა 1:1
ბლექპული (4-4-2): კინგსონი - ბეპტისტი, ივეტი, კეთკერტი, ჩერნი - გრენდინი (39. პენჩიონი), ადამი, ვუგანი, ვერნი (72. რიდი) - კემპბელი, ჰერევუდი (67. ფილიპსი)
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, რ. დანი, კუელარი (27. კოლინზი), კლარკი, დაუნინგი, რიო-კოკერი, მაკუნი, ე. იანგი, აგბონლაჰორი (73. ბრედლი) - ბენტი (57. ჰესკი)
გოლები: 0:1 აგბონლაჰორი (10), 1:1 გრენდინი (14)
გაფრთხილება: ბეპტისტი, ივეტი - ე. იანგი
გაძევება: მაკუნი (70-ასტონ ვილა)
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 15-14; კარში დარტყმა: 17-8 (1-2); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 16 000

 

ლივერპული-უიგანი 1:1
ლივერპული (4-4-2): რეინა - კელი, შკრტელი, კარაგერი, გ. ჯონსონი - როდრიგესი, აურელიო, ლუკასი, სუარესი - მეირელეში (54. ნ’გოგი), კუიტი (73. იოვანოვიჩი)
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - გოჰური, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - მოზესი (66. კლივერლი), დიამე, უოტსონი (72. მაკარტური), მაკკარტი, ნ’ზოგბია - როდალეგა 
გოლები: 1:0 მეირელეში (24), 1:1 გოჰური (65)
გაფრთხილება: კარაგერი - გოჰური, ალკარასი, კოლდუელი 
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-17; კარში დარტყმა: 19-14 (4-2); თამაშგარე: 0-3;  ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 44 609

 

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 3:3
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მიჰილი - ხარა, ოლსონი, შარნერი, შორი - ბრანტი, დორანსი (82. ტამასი), მულუმბუ (14. მორისონი), ტომასი (61. ბერნსი) - ფორჩუნი, ოდემვინგე 
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - იაკობსენი, რიდი, და კოსტა, ბრიჯი - ო’ნილი (78. სპექტორი), პარკერი, ნობლი, ბოა მორტე (57. პიქვიონი) - ბა, კ. კოული
გოლები: 1:0 დორანსი (3), 2:0 ტომასი (8), 3:0 რიდი (32 ს.კ.), 3:1 ბა (57), 3:2 კ.კოული (58), 3:3 ბა (83)
გაფრთხილება: დორანსი, ბრანტი - ბოა მორტე, ნობლი, სპექტორი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 12-14; კარში დარტყმა: 19-22 (7-5); თამაშგარე: 3-3;  ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 23 916

 

სანდერლენდი-ტოტენჰემი 1:2
სანდერლენდი (4-5-1): გორდონი - ონუოჰა (86. ზენდენი), ნენსა, ბრამბლი, ბერდსლი - მოლბრანკი (76. ალ მუჰამადი), მუნტარი, ჰენდერსონი, რიჩარდსონი, სესენიონი - ასამოა
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჩორლუკა, დოუსონი, გალასი, ასუ-ეკოტო - კრანჩარი, სანდრო, ჯენასი, პიენაარი (78. ლენონი) - პავლიუჩემკო, დეფო (88. პალასიოსი)
გოლები: 1:0 ასამოა (11), 1:1 დოუსონი (44), 1:2 კრანჩარი (57)
გაფრთხილება: მუნტარი, რიჩარდსონი - დოუსონი, გომეში, პავლიუჩენკო, ჯენასი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 16-14; კარში დარტყმა: 19-13 (5-4); თამაშგარე: 2-2;  ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 40 986

 

ბოლტონი-ევერტონი 2:0
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რიკეტსი, ნაითი (28. უიტერი), გ. კეჰილი, რობინსონი - ელმანდერი, ჰოლდენი, მ. დევისი, ტეილორი (60. ლი) - კ. დევისი, სტარიჯი (90. მუამბა)
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ფ. ნევილი, დისტინი, ჰეიტინგა, ბეინესი - კოულმენი (61. ოსმანი), ფელაინი, არტეტა, ტ. კეჰილი, ბელიალეტდინოვი (62. ბეკფორდი) - ენიჩიბე (78. ბექსტერი)
გოლები: 1:0 გ. კეჰილი (10), 2:0 სტარიჯი (67)
გაფრთხილება: ელმანდერი (ბოლტონი)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-12; კარში დარტყმა: 10-12 (3-2); თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 22 986


1. მანჩესტერი 26 16 9 1 57:25 57
2. არსენალი  26 16 5 5 56:27 53
3. სიტი 27 14 7 6 43:24 49
4. ტოტენჰემი 26 13 8 5 37:28 47
5. ჩელსი 25 13 5 7 46:22 44
6. ლივერპული 27 11 6 10 35:32 39
7. სანდერლენდი 27 9 10 8 33:33 37
8. ბოლტონი 27 9 9 9 38:37 36
9. სტოკი 26 10 3 13 31:33 33
10. ნიუკასლი 26 8 8 10 40:38 32
11. ბლექბერნი 27 9 5 13 34:42 32
12. ფულჰემი 26 6 12 8 28:28 30
13. ევერტონი 26 6 12 8 33:36 30
14. ბირმინგემი 25 6 12 7 25:33 30
15. ასტონ ვილა 27 7 9 11 31:46 30
16. ბლექპული 26 8 5 13 39:50 29
17. ვესტ ბრომვიჩი 26 7 6 13 34:51 27
18. უიგანი 27 5 12 10 27:45 27
19. ვესტ ჰემი 27 5 10 12 30:48 25
20. ვულვზი 26 7 3 16 26:45 24


ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 18 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 9 - ტ. კეჰილი (ევერტონი), დემპსი (ფულჰემი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), ასამოა (სანდერლენდი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი); 8 - კემპბელი (ბლექპული).


გამოტოვებული მატჩები
15 თებერვალი. ბირმინგემი-ნიუკასლი; 20 თებერვალი. ვესტ ბრომვიჩი-ვულვერჰემპტონი; 22 თებერვალი. ბლექპული-ტოტენჰემი; 23 თებერვალი. არსენალი-სტოკი.

 

ინგლისი. ჩემპიონატი. XXXI ტური
ბარნსლი-იფსვიჩი 1:1
გოლები: 0:1 სკოტლანდი, 1:1 მილისი (90)


ბრისტოლი-ლიდსი 0:2
გოლები: 0:1 სნოდგრასი (16), 0:2 გრადელი (49)


კარდიფი-სკანთორპი 1:0
გოლი: 1:0 ოლოფინიანა (85)


ქოვენთრი-კრისტალ პალასი 2:1
გოლები: 1:0 ვუდი (33), 2:0 კინგი (78), 2:1 აივერსენი (90)


დონკასტერი-პორტსმუთი 0:2
გოლები: 0:1 კიტსონი (41), 0:2 უორდი (52)


ჰალი-პრესტონი 1:0
გოლი: ჯერარდი (45)

 

მიდლსბრო-სუონსი 3:4
გოლები: 1:0 იმენსი (8), 1:1 დაიერი (14), 2:1 გრაუნდსი (33), 3:1 ლიტა (53), 3:2 სინკლერი (59), 3:3 უილიამსი (67), 3:4 ბიტი (90)


ნორვიჩი-რედინგი 2:1
გოლები: 1:0 ლენსბერი (15), 1:1 ლონგი (25), 2:1 ჰოლტი (90)


შეფილდი-მილუოლი 1:1
გოლები: 1:0 ბოგდანოვიჩი (76), 1:1 ლისბი (89)


უოტფორდი-ბარნლი 1:3
გოლები: 0:1 ბენეტი (8 ს.კ.), 1:1 გრემი (13), 1:2 იგლზი (66), 1:3 იუელუმო (75)


დერბი-ლესტერი 0:2
გოლები: 0:1 იაკუბუ (28), 0:2 ე. კინგი (45)


ქუინზ პარკი-ნოტინგემი 1:1
გოლები: 1:0 სმიტი (15), 1:1 მაკგოლდრიკი (25)

1. ქუინზ პარკი 30 16 12 3 50:19 60       
2. კარდიფი 30 16 6 8 49:35 54        
3. ნორვიჩი 31 15 9 7 49:39 54
4. ნოტინგემი 29 14 11 4 40:24 53        
5. სუონსი 31 16 5 10 41:30 53                
6. ლიდსი 31 14 10 7 57:47 52        
7. ლესტერი 31 14 6 11 48:47 48       
8. ბარნლი 30 12 10 8 46:37 46        
9. მილუოლი 31 12 10 9 40:31 46        
10. ჰალი 31 11 12 8 37:33 45        
11. უოტფორდი 29 12 7 10 54:44 43        
12. რედინგი 30 10 12 8 44:33 42        
13. ბარნსლი 31 11 8 12 37:45 41        
14. ქოვენთრი 31 11 6 14 35:38 39        
15. იფსვიჩი 29 11 5 13 36:38 38      
16. დონკასტერი 29 10 7 12 41:48 37        
17. დერბი 30 10 5 15 41:44 35        
18. პორტსმუთი 30 9 8 13 41:46 35        
19. ბრისტოლ სიტი 31 9 8 14 35:46 35        
20. მიდლსბრო 30 9 6 15 36:41 33        
21. კრ. პალასი 31 8 7 16 29:50 31        
22. შეფილდ იუნ. 30 7 7 16 27:48 28        
23. სკანთორპი 28 7 3 18 27:52 24        
24. პრესტონი 29 5 6 18 29:54 21


ბომბარდირები: 16 - გრემი (უოტფორდი); 15 - ბოთროიდი (კარდიფი); 14 - ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 13 – ბეკიო (ლიდსი), კომონსი (დერბი) კინგი (ლესტერი), სინკლერი (სუონსი); 12 – შარპი (დონკასტერი), ლონგი (რედინგი) ჰოლტი (ნორვიჩი); 11 - იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), მორისონი (მილუოლი); 10 - სომა (ლიდსი), სორდელი, გრედელი (ლიდსი).

 


პირველი ლიგა. XXX ტური
ბრაიტონი-ჰარტლპული 4:1, ჩარლტონი-პიტერბორო 3:2, კოლჩესტერი-სუინდონი 2:1, დაგენჰემი-იეოვილი 2:1, ჰადერსფილდი-ოლდჰემი 0:0, ლეიტონი-ბრისტოლი 4:1, მილტონი-ბრენტფორდი 1:1, ნოტს ქაუნთი-ექსეტერი 0:2, პლიმუთი-ტრანმერი 1:3, როჩდეილი-შეფილდ უენსდი 2:1, საუთჰემპტონი-კერლისლი 1:0, უოლსოლი-ბურნმუთი 0:1.


მეორე ლიგა. XXX ტური
ბარტონი-ჩესტერფილდი 1:0, ოლდერშოტი-მაკლსფილდი 0:0, ბერნეტი-თორგუეი 0:3, ბრედფორდი-უაიკომბი 1:0, ჩელსტენჰემი-ჰერეფორდი 0:3, ქრუ-ჯილინგემი 1:1, ლინკოლნი-მორქეიმბი 2:0, ოქსფორდი-როტერჰემი 2:1, პორტ ვეილი-ნორთემპტონი 1:1, შრუსბერი-სტივენიჯი 1:0, სტოკპორტი-ბერი 2:1. ეკრინგტონი-საუთენდი გადაიდო


კონფერენსი. XXXII ტური
უიმბლდონი-იორკი 1:0, ბათი-ტემუორთი 2:0, ქროული-ვრექსჰემი 3:2, დარლინგტონი-ისტბერნი 6:1, გრიმსბი-კემბრიჯი 1:1, ჰისტონი-ჰეიესი 0:1, კეტერინგი-ბეროუ 1:1, კიდერმინსტერი-ელტრინჩემი 2:1, ლუტონი-ფლიტვუდი 1:3, რაშდენი-გეიტსჰედი 0:2, საუთპორტი-ფორესტ გრინი 4:0, მენსფილდი-ნიუპორტი 3:3.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული