ვყიდულობ და ვყიდულობ...

AutoSharing Option

„ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი კლუბის გადახალისებას განაგრძობს. მას მერე, რაც რუსმა ბიზნესმენმა 75 მილიონ ფუნტად ფერნანდო ტორესი და დავიდ ლუიზი იყიდა, ჯერი... „არსენალის“ სკაუტთა შეფზე, სტივ როულიზე მიდგა. სწორედ როულის მახვილი თვალის დამსახურებაა „მეთოფეებმა“ სესკ ფაბრეგასი, რობინ ვან პერსი და ტომას ვერმაელენი რომ იყიდეს.

რასაკვირველია, „არსენალის“ სკაუტთა შეფის მიერ აღმოჩენილ ფეხბურთელთა რაოდენობა სინამდვილეში გაცილებით მეტია, ჩვენ კი მხოლოდ გამორჩეულები ჩამოგითვალეთ. მისმა ქსელმა ყმაწვილკაცობაშივე დაიბევა ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ვოიცეხ შჩესნი, ბაკარი სანია თუ გაელ კლიში.  დღეს, როდესაც ფეხბურთის დირექტორს ფრენკ

არნესენს „ჩელსისთან“ კონტრაქტი უმთავრდება, აბრამოვიჩს განუზრახავს მის ნაცვლად გუნდში როული მიიყვანოს. როგორც ჩანს მეპატრონეს, რომელიც აქამდე დიდი ვარსკვლავების შეძენაზე აკეთებდა აქცენტს ამიერიდან ახალი თაობის აღზრდაზე სურს გადაწყობა.

გარდა ამისა, გავცელდა ხმა, რომ თუ „ჩელსი“ ცუდად თამაშს განაგრძობს, აბრამოვიჩი კარლო ანჩელოტის მარკო ვან ბასტენით შეცვლის. წარსულში დიდი ჰოლანდიელი თავდამსხმელი ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს 2006 წლისა და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებზე ხელმძღვანელობდა. მან თქვა:

„ვფიქრობ მუშაობა უცხოეთის რომელიმე დიდ გუნდში განვაგრძო. მე უკვე გახლდით ჰოლანდიის ნაკრებისა და „აიაქსის“ მწვრთნელი, ასე რომ, ახლა, საზღვარაგარეთ გადავინაცვლო“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული