წადით და დალიეთ

AutoSharing Option

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თავის ფეხბურთელებს შაბათის მანჩესტერულ დერბიში უეინ რუნის „მკვლელი გოლის“ დავიწყება ურჩია. იტალიელმა თქვა:

„ჩვენ წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ვურჩიე სახლებში წასულიყვნენ და დაელიათ. ისინი შედეგმა, რასაკვირველია, დათრგუნა, მაგრამ თავიანთი თამაშით უკმაყოფილების უფლება არ აქვთ“.

რუნის ჯადოსნური გოლის გამო მანჩინიმ უკვე მესამე მანჩესტერული დერბი წააგო. გარდა ამისა, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ისტლენდელები პრემიერლიგის ტიტულისტვის ბრძოლას უკვე გამოეთხოვენ და თუ 35 წლის დანატრებული ჯილდოს მოგება უნდათ, ამიერიდან ყურადღება ფეხბურთის ასოციაციის თასზა და ევროლიგაზე უნდა

გადაიტანონ.

„უკვე დიდი ხანია, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩამოუყალიბდა გამარჯვებულის მენტალიტეტი. მან იცის, რომ უნდა მოიგოს. ჩვენც შეგვიძლია მივაღწიოთ ამას. ჩვენ ხომ უკვე ბევრი რამ შევცვალეთ და დავამტკიცეთ, რომსწორად ვმუშაობთ. აუცილებელია რაიმე ჯილდო მოვიპოვოთ. ერთი რომელიმე თასის მოგებას შეუძლია მთელი გუნდის მენტალიტეტი შეცვალოს“.

საინტერესო სტატისტიკაა: ყოველთვის, როდესაც თამაში „ოლდ ტრეფორდზეა“ და რუნის გოლი გააქვს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ იგებს. ინგლისელ ვარსკვლავს უკვე 41 თამაშიდან 41 მოგება დაუგროვდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული