„ლივერპულის“ ბანაკიდან გამოვიდა ხმა, რომ „ნიუკასლ იუნაიტედისგან“ ნაყიდი ახალგაზრდა ფორვარდი ენდი ქეროლი მერსისაიდელთა შემადგენლობაში პირველ შეხვედრას 6 მარტს, „ენფილდ როუდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის„ წინააღმდეგ ითამაშებს. ეს კვირა დღე გახლავთ და შეხვედრა საქართველოს დროით საღამოს ექვსის ნახევარზეა დანიშნული.
22 წლის თავდამსხმელი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში ჯერ მხოლოდ ერთი თამაში აქვს ჩატარებული, ბარძაყის ტკივილს თანდათანობით უმკლავდება და „ლივერპულის“ საწვრთნელ ბაზაზე, რომელსაც მილვუდის ცენტრსაც ეძახიან, უკვე დაძუნძულებს კიდეც. კლუბში ამბობენ, რომ ქეროლისთვის ძალის დატანება არ უნდათ და არც „იუნაიტედთან“ დააძალებენ თამაშს, თუკი რაიმე მიზეზის გამო
მილვუდში ამბობენ, რომ ამ კვირაში, სანამ კენი დალგლიში გუნდს პრაღაში წაიყვანს და ჩამოიყვანს, ქეროლი მერსისაიდიდან ფეხს არ მოიცვლის და ფიზიკური ფორმის აღდგენაზე იმუშავებს. მასთან ერთად, ოღონდ თავისი რეჟიმით ივარჯიშებს „აიაქსისგან“ ნაყიდი ურუგვაელი ლუის სუარესიც, რომელსაც ევროლიგაში „ლივერპულის“ სახელით თამაშის უფლება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მიმომხილველი ქეროლისა და სუარესის წყვილისგან დიდ წარმატებას ელის. „წითლების“ ვიცე-კაპიტნის ჯეიმი კარაგერის თქმით ეს ორი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მათი კლუბი სერიოზულად არის განწყობილი და ფეხბურთელების შერჩევაშიც ზუსტია:
„როდესაც გავიგე, რომ „ლივერპული“ ქეროლსა და სუარესს ყიდულობდა, ძალიან გამიხარდა. სუარესს ჩვენთან დიდებული სტარტი ჰქონდა. ახლა ქეროლიც გამოჯანმრთელდება და, ვფიქრობ, ისინი დიდებულ წყვილს შექმნიან“.