დროგბას მანჩესტერ სიტუაცია

AutoSharing Option

მართალია თუ რაიმე ხრიკია ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია: დიდიე დროგბას აგენტმა ტიერნო სეიდიმ „რადიო მონტე კარლოს“ განუცხადა, „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და შეიძლება ჩემი კლიენტი 20 მილიონ ფუნიანი ტრანსფერის შედეგად „ჩელსიდან“ ისტლენდზე გადავაბარგოო. კოტ დივუარის ნაკრებია და ინგლისის ჩემპიონთა 32 წლის ფორვარდის წარმომადგენელმა კერძოდ ასე განაცხადა:

„დღეს დიდიე „ჩელსის“ ფეხბურთელია, მაგრამ 31 აგვისტომდე კაცმა არ იცის რა მოხდება. ჯერჯერობით „მანჩესტერ სიტის“ წარმომადგენლების გარდა არავისთან მილაპარაკია. დამეთანხმებით, დროგბა იმ ასაკშია, რომ ფინანსურ ასპექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება — წინა პლანზე სწორედ ეს

გამოდის. ამის დამალვას არანაირი აზრი არ აქვს და ამიტომ დაუფარავად ვაცხადებ: კლუბს, რომელსაც დიდიესთან თანამშრომლობა სურს მისი მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევს“.

ინგლისურმა ტაბლოიდებმა დაწერეს, რომ „სიტი“ დროგბასთან სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, „ჩელსი“ კი კოტ დივუარელის ნაცვლად „ლივერპულიდან“ მსოფლიოს ჩემპიონი ფერნანდო ტორესის გადაყვანას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული