უიღბლო ვარსკვლავი მაიკლ ოუენი

AutoSharing Option

მაიკლ ოუენს კვლავ არ სწყალობს ბედი - „მანჩესტერ იუნაიტედის“ კერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე ორშაბათს საზარდული იტკინა და ერთიხანობა მკურნალობა მოუწევს.

 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ვეტერანი ვარსკვლავი კარში დარტყმებს ხვეწდა, უეცრად ვარჯიში რომ შეწყვიტა და თავად თქვა, რაც შეემთხვა. ვარჯიშის შემდეგ „იუნაიტედმა“ ოუენი სკანირებაზე გაუშვა, თუმცა კონკრეტულ პასუხს, რამდენი ხნის გაცდენა მოუწევს, 31 წლის ფორვარდს დღეს შეიტყობს.

2001 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატმა მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში, სულ ექვსჯერ ითამაშა და ერთადერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციის თასზე, „საუთჰემპტონის“ 2:1 დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა - პირველი გოლი

მისი იყო.

 

როგორც მოგახსენეთ, ოუენს ბოლო დროს არ უმართლებს. ოქტომბერში მან ორთავა კუნთი იტკინა და სამი თვე გააცდინა, თუმცა შაბათს, ნონ-ლიგის „კროული თაუნთან“ სათამაშოდ ალექს ფერგიუსონს სიაში ჰყავდა შეყვანილი. ეს შეხვედრა ფეხბურთის ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპისა გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული