შონ რაიტ ფილიპსმა ისტლენდიდან გაქცევა გადაიფიქრა

AutoSharing Option

როგორც ჩანს „მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა შონ რაიტ ფილიპსმა სეზონის დასრულების შემდეგ ისტლენდიდან გაქცევა გადაიფიქრა. ყოველ შემთხვევაში, ის ადრე წასვლაზე გაცილებით კატეგორიულად ლაპარაკობდა.

 

საქმე ის გახლავთ, რომ მას მერე, რაც „სიტიში“ ადამ ჯონსონი გადავიდა, რაიტ-ფილიპსი სათადარიგოთა სკამზე გადასვეს, მაგრამ ჯონსონის დაშავებამ ყველაფერი შეცვალა და რობერტო მანჩინის კვლავ დასჭირდა ლეგენდარული იან რაიტის ვაჟი. რაიტ-ფილიპსი, რომელმაც ამ კვირაში ევროლიგაზე სალონიკის „არისის“ წინააღმდეგ ითამაშა, ახლა ამბობს, რომ მისი გონება შემდგომი სამი თვით არის დაკავებული და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ელის შემდგომ.


„გულწრფელად რომ გითხრათ,

ახლა ჩემი მთავარი ამოცანა უახლოესი სამი თვის განმავლობაში, რაც შეიძლება კარგად თამაშია. სეზონის ბოლომდე მაქსიმუმი უნდა გავიღო, - უთხრა გარემარბმა „დეილი მირორს“ - რაც შეეხება ჩემი ტრანსფერის ამბავს, სანამ ჩემპიონატი არ დასრულდება, ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვიმეორებ, ამწუთას „სიტის“ ფეხბურთელი ვარ და მთავარი ეს არის. ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ, მინდა სათქმელი ჩემმა ფეხებმა თქვას. მე არც მოკლე პერიოდს ვგეგმავ და არც ხანგრძლივს, უბრალოდ კარგად თამაშს ვაპირებ.

მე სულაც არ ვგრძნობ, რომ შემიძლია „სიტის“  კარგი სამსახური გავუწიო, მე ეს ზუსტად ვიცი. მერწმუნეთ, ძალიან დიდი განსხვავებაა, როდესაც რაღაცას გრძნობ და როდესაც რაღაც დანამდვილებით იცი. ძალიან ზუსტი წარმოდგენა მაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, ასე რომ, ყველაფერი ჩემზე კი არა, კლუბზეა დამოკიდებული.

გთხოვთ, ისიც ირწმუნოთ, რომ ჩემი კარიერა სხვა ფეხბურთელის უიღბლობაზე არასდროს ამიწყვია. ადამი ჩემი კარგი მეგობარია და მისი ტრავმა ძალიან მეწყინა. ეს ძალიან ცუდია როგორც კლუბისთვის, ასევე ინგლისის ნაკრებისთვის. ერთი სიტყვით, მე სხვის უიღბლობას სულაც არ ვუდარაჯებ, ჩემთვის ვვარჯიშობ და ვცდილობ, რაც შეიძლება კარგ ფორმაში ვიყო. მთავარი სწორედ ეს არის.

 

რასაკვირველია, ამ სამ თვეში მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა, რადგან ჩვენ ორ თასზე და პრემიერლიგაში გამოვდივართ.“

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული