"100 მლნ ევროს ფეხბურთელში არასდროს გადავიხდი - მე მათ აუზის მიღმა იაფად ვეძებ"

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადასვლაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელები ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 100-110 მლნ ევროს გადახდას აპირებენ.

"თუ ფეხბურთელში 100 მლნ ევროს ვიხდი, ის კი ტრავმას იღებს, გამოდის, რომ ტყუილად გადამიყრია ამხელა თანხა. ყველას თავისებურად ესმის. ცხადია, საუკეთესოები ყველას თავისთვის უნდა, მაგრამ წარმატებისთვის გუნდის სწორად აშენებაა საჭირო.

სხვა კლუბებს შეუძლიათ დიდი თანხის დახარჯვა და საუკეთესოების შეძენა. მე სხვანაირად მსურს მოქცევა. რომც მქონდეს საშუალება, ფეხბურთელში ამხელა თანხა გადავიხადო, ასე არ
მოვიქცეოდი და ამ ფულს სხვანაირად გამოვიყენებდი. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, ტრანსფერებზე რამდენის ხარჯვის უფლება მაქვს - ჩემთვის ჯერ არ უთქვამთ.

ფულს რეალურად ძლიერი გუნდის შესაქმნელად ვხარჯავ. ასე იქცევა "ბარსელონაც". სხვა გუნდებთან კონკურენცია? არსებობს აუზი, სადაც ტოპ-ფეხბურთელები არიან მოქცეულნი და იქიდან ცდილობენ გუნდები ფეხბურთელთა შეძენას. რეალურად კი, ამ აუზის მიღმაც არსებობენ კარგი ფეხბურთელები. მე სწორედ ამ აუზის მიღმა ვეძებ ფეხბურთელებს, რომლებიც მზად არიან, კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგან.

ყველამ იცის, ვინ არის განვლილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ვინ იქნება შემდეგი სეზონის საუკეთესო? სწორედ ამის წინასწარმეტყველებას ვცდილობთ. თანაც, იაფად - ამაზე ვმუშაობთ.

და საქმე არა კრეატიულობაში, არამედ ფეხბურთელთა ძიებაშია, რომლებიც ჩვენთან ერთად წინ ივლიან", - ციტირებს კლოპს Four-Four-Two.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაშ პულ-ი ვთარგმნეთ როგორც აუზი....
საინტერესოა. ამაზე უარესებიც ბევრი სხვა მინახავს: მაგ. გაზის კამერის ნაცვლად გაზის პალატა (ნათარგმნი ინგლისურიდან)!!!
*****
12:31 30-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული