ედუარდომ დონეცკს მიაშურა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და ხორვატიის ნაკრების ფორვარდი ედუარდო და სილვა კარიერას დონეცკის "შახტიორში" გააგრძელებს. უკრაინულ კლუბთან ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "შახტიორმა" მის სანაცვლოდ ლონდონელებს 6 მილიონი გირვანქა გადაუხადა.

ხორვატიაში დაოსტატებული ედუარდო "არსენალში" 2007 წელს გადავიდა ზაგრების "დინამოდან" და უმალ იქცა "მეთოფეთა" ერთ-ერთ წამყვან ფიგურად, მაგრამ პირველივე სეზონში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ წელიწადზე მეტი გააცდენინა და "არსენალში" დაკარგული პოზიციების დაბრუნება ვეღარ შეძლო.

გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული