ხორვატიაში დაოსტატებული ედუარდო "არსენალში" 2007 წელს გადავიდა ზაგრების "დინამოდან" და უმალ იქცა "მეთოფეთა" ერთ-ერთ წამყვან ფიგურად, მაგრამ პირველივე სეზონში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ წელიწადზე მეტი გააცდენინა და "არსენალში" დაკარგული პოზიციების დაბრუნება ვეღარ შეძლო.
გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.