"კრისტალ პალასმა" კრისტიან ბენტეკეს სანაცვლოდ "ლივერპულს" მისთვის სარეკორდო თანხა გადაუხადა

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს. 25 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინგლისური მედიის ცნობით, "კრისტალ პალასმა" მოთამაშის სანაცვლოდ "ლივერპულს", მისთვის სარეკორდო სატრანსფერო თანხა - 31 მლნ ევრო გადაუხადა.

ბენტეკე "ლივერპულში" "ასტონ ვილადან" 2015 წლის ზაფხულში, 37 მლნ ევროდ გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ფორვარდმა 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული