"ცხოვრებაში არ გადავმდგარვარ. სამსახურიდან გაქცევა არ მჩვევია, საქმეს არასდროს ვანებებ თავს. ჩემი გაშვება-დატოვების ამბავი მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, მე ამაზე ლაპარაკს ნუ მომთხოვთ. ჩემი საქმე დაუღალავი შრომაა. ვცდილობდი და მომავალშიც შევეცდები მაქსიმუმს მივაღწიო. ეს ფეხბურთია, კაცი ასეთი პერიოდისთვის მზად უნდა იყო და ის საკუთარი თავის რწმენით უნდა დაძლიო".
მაგრამ, სხვა გამოცემამ კვირა საღამოს თვალი მთელ ევროპას გადაავლო და
ამრიგად, ანჩელოტი ზეწოლის ქვეშაა - განსაკუთრებით ფეხბურთის ასოციაციის თასიდან გავარდნის შემდეგ - "რომას" კი მწვრთნელი სჭირდება... თან, პრესაში გაჟონა ამბავმა, რომ ინგლისის ჩემპიონთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა კლუბის დირექტორის წევრები უკვე შეკრიბა და კრიზისთან დაკავშირებული თათბირი ჩაუტარა. ამბობენ, რომ ანჩელოტის მსგავსად აბრამოვიჩიც ფიქრობს, რომ მისი გუნდის მილიონერ ფეხბურთელთაგან მხოლოდ ორი თამაშობს ისე, როგორც უნდა თამაშობდეს - ჯონ ტერი და ბრანისლავ ივანოვიჩი - დანარჩენებს კი დროა გაახსენდეთ, რომ იმ ხელფასად, რომელსაც "სტემფორდ ბრიჯზე" იღებენ, გაცილებით უკეთ მართებთ თამაში.
რუსმა მილიარდერმა იანვარში ფერნანდო ტორესსა და დავიდ ლუიზში გვარიანი თანხა, 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ იმისათვის, რომ თავის ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი კონკურენცია აგრძნობინოს, მზადაა ზაფხულში კვლავ გაიკრას ჯიბეზე ხელი. გარდა ამისა, აბრამოვიჩი არ მალავს, რომ საკუთრივ "ჩელსის" ახალგაზრდათა გადაყვანაც სურს წინა პოზიციებზე. ამას რომ ამბობენ, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა ჯოშ მაცეჩრანსა და "ფულჰემში" გაქირავებულ გაელ კაკუტას გულისხმობენ.
მაგრამ, როგორც ინგლისური ტაბლოიდები წერენ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აბრამოვიჩს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია რა მოუხერხოს ანჩელოტის - მწვრთნელმა, რომელმაც შარშან პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო და ფეხბურთის ასოციაციის თასზეც გაიმარჯვა, წლეულს შეიძლება საერთოდ ვერაფერი მოიპოვოს. ამის მიუხედავად, ანჩელოტის შემცვლელი ჯერ არ ჩანს. ლაპარაკია სამ თუ ოთხ კანდიდატზე, რომელთა შორის ყველაზე სასურველი "ჩელსის" თავკაცად უკვე ნამუშევარი გუს ჰიდინკია, მაგრამ ჰოლანდიელმა თქვა, რომ თურქეთის ფეხბურთის ასოციაციასთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს და მის დარღვევას არ აპირებს - თურქთა ეროვნული გუნდის მწვრთნელობაში ჰიდინკს წელიწადში 8 მილიონ ევრომდე აქვს.
ამბობენ, რომ კიდევ ერთი კანდიდატი "პორტუს" თავკაცი ანდრე ვილას-ბოასია. ის, ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში "ჩელსის" სკაუტი გახლდათ. ლაპარაკობენ "ფულჰემის" თავკაც მარკ ჰიუზზეც, რომელიც 1995-98 წლებში "სტემფორდ ბრიჯზე" თამაშობდა.