ჯო ჰარტი და ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ვარჯიშზე შელაპარაკდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას დღეს გამართულ ვარჯიშზე ხმამაღალი უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

საერთოდ, გუნდში ესპანელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ ინგლისის ნაკრების გოლკიპერი "სიტის" ძირითადს ჩამოშორდა. ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერული კლუბი მეკარე კლაუდიო ბრავოს ტრანსფერზე "ბარსელონას" შეუთანხმდა და კონტრაქტი უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს. ცოტა ხნის წინ გვარდიოლამ ისიც თქვა, თუკი ჰარტი გაშვებას მოითხოვს, არ შევეწინააღმდეგებიო...

ვარჯიშის ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გვარდიოლამ ასეთი კომენტარიც გააკეთა:

"ბრავო? არ უარვყოფ იმას, რაც ყველამ ისედაც იცის,
მაგრამ სანამ გარიგება არ გაფორმებულა, კლაუდიოსთან დაკავშირებით კითხვებს ვერ ვუპასუხებ.

ჰარტთან კონფლიქტზე ხმებს რაც შეეხება, მსგავსი არაფერი მომხდარა. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ფეხბურთზე ვსაუბრობდით. უბრალოდ, ერთმანეთთან გულახდილები ვართ ხოლმე", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს პორტალი Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაულეწიათ თურმე ერთმანეთისთვის თავპირი, ვიდეოშიც აშკარად ჩანს.
SL
24 აგვისტო 2016 12:07
0
ბოლო მცველს უფრო ეძებს ეს ვიდრე მეკარეს, ჰარტი ხაზის მეკარეა გამოსვლებში თან ფეხით მაგრად უჭირს
imereli
24 აგვისტო 2016 11:57
0
ჰარტი კარში ძალიან ძლიერია,მაგრამ თუ ბრავოს ყიდულობენ ეს იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას სჭირდება მეკარე, რომელიც წინ გამოვა და მცველივით ითამაშებს ბურთზე,ისევე როგორც ბაიერნში იყო.
სოსო
23 აგვისტო 2016 19:58
0
ჯო ჰარტი ჯანზეა მაგრამ გვარდიოლა სიტყვით უგვარებს :)
algeti
23 აგვისტო 2016 18:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული